სლიმერი

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ვაშლის ძმრის ექსტრაქტი/ apple cider vinegar

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა
სლიმერის ერთი ტაბლეტი შეიცავს 500მგ ვაშლის ძმრის ექსტრაქტს (Apple Cider Vinegar).

ჩვენებები
სლიმერის მიღება ხელს უწყობს მადის დაქვეითებას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ხელს უწყობს ცხიმების დაშლის პროცესს, რაც განაპირობებს წონაში ეფექტურ კლებას.
სლიმერი რეკომენდებულია ცხიმების ცვლის ეფექტური რეგულაციისათვის მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ცხიმოვან უჯრედებში ხშირად გროვდება ტოქსინები, რაც განაპირობებს მათი მეტაბოლური აქტივობის მკვეთრ შემცირებას და იწყება ჭარბი რაოდენობით ცხიმის დაგროვება, რისი შედეგიც გახლავთ ზედმეტი წონა. ვაშლის ძმრის ექსტრაქტი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ცხიმოვანი უჯრედებიდან და წმენდს ორგანიზმს შლაკებისაგან, რაც აადვილებს წონაში კლების პროცესს.
სლიმერს გააჩნია მაღალი ფერმენტული აქტივობა. იწვევს რა ცხიმების სწრაფ დაშლას, ახდენს მათი დაშლის შედეგად გამოთავისუფლებული ენერგიის ტრანსფორმირებას უჯრედის ენერგიად, რითაც ზრდის ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯებს.
ვაშლის ძმრის ექსტრაქტი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას Dდა საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სინთეზს, მასში შემავალი პექტინი კი იწვევს ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერებას და საჭმლის მონელების პროცესის რეგულაციას, განსაკუთრებით ყაბზობის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წონაში კლების პროცესის ეფექტური წარმართვისათვის.
ვაშლის ძმრის ექტრაქტი კვებავს ორგანიზმს მასში შემავალი ვიტამინებითა და მინერალებით.
ვაშლის ძმრის ექტრაქტი შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B6, C, E. პროვიტამინ ბეტა-კაროტინს და ბიოფლავონოიდებს; მინერალებს: ფოსფორი, კალციუმი, ნატრიუმი, ფტორი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ქლორი, სპილენძი, სხვა ნივთირებებიდან: ამინომჟავებსა და ვაშლის პექტინს.

მიღების წესები და დოზები
სლიმერი უნდა მიიღოთ 1 ან 2 ტაბლეტი 2 – 3 ჯერ დღე-ღამეში, უმჯობესია კვებამდე. მიღების ხანგრძლივობა ინდივიდულურად ირჩევა გაცხიმოვნების ხარისხიდან გამომდინარე. შესაძლებელია მისი მიღება ხანგრძლივად დიეტოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს, საღებავებს და დამატკბობელ საშუალებებს. არ შეიცავს კონსერვანტებს, რძის პროდუქტებს, სოიოს, ხორბალს, გლუტეინს, და საფუარს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25ºC-მდე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 500 მგ ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Contract Pharmaceutical Corporation, აშშ

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook