ფემოლი

თურმანიძის მალამო

  ფემოლი

ფემოლის ზოგადი ინფორმაცია

ფემოლი. Cimicifuga. ფიტოპრეპარატების – კლიმაქსის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ციმიციფუგა. Cimicifuga. მწარმოებელი ფირმა – Contract Pharmacal Corporation (აშშ).

ფემოლის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფემოლი. Cimicifuga გამოდის 40 მგ ტაბლეტის ფორმით. ფემოლის ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ციმიციფუგას (Black cohosh) მშრალ სტანდარტიზირებულ ექსტრაქტს.

ფემოლის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ფემოლის ფასები ფარმადეპოში
ფემოლის ფასები ავერსში
ფემოლის ფასები psp-ში
ფემოლის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ფემოლი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ფემოლის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ფემოლის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, მენო – და პოსტმენოპაუზის პერიოდში
  • სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება) პრე-, მენო – და პოსტმენოპაუზის პერიოდში
  • ოფლიანობა გაძლიერებული, პრე-, მენო – და პოსტმენოპაუზის პერიოდში
  • თავბრუსხვევა პრე-, მენო – და პოსტმენოპაუზის პერიოდში
  • ტკივილი თავის, პრე-, მენო – და პოსტმენოპაუზის პერიოდში
  • გაღიზიანებადობა მომატებული, პრე-, მენო – და პოსტმენოპაუზის პერიოდში
  • ხასიათის ლაბილობა პრე-, მენო – და პოსტმენოპაუზის პერიოდში
  • ძილის დარღვევა პრე-, მენო – და პოსტმენოპაუზის პერიოდში
  • გულისცემის გაძლიერება პრე-, მენო – და პოსტმენოპაუზის პერიოდში

ფემოლის საფირმო აღწერიდან

მოქმედების მექანიზმი
ფემოლი მცენარეული წარმოშობისაა. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები-ფიტოესტროგენები ორგანოსელექციური, ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება. ფემოლს ახასიათებს კომლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს პრე – და მენოპაუზის პერიოდში, ასევე ოვარიოექტომიის შემდეგ. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები უერთდებიან ჰიპოთალამუსის ესტროგენულ რეცეპტორებს (მოქმედებს ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-საკვერცხეების სისტემაზე), ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე – და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციის გაძლიერებით. ფემოლის მიღების შემდეგ თერაპიული ეფექტი ვლინდება მიღების დაწყებიდან 2 კვირაში.
მიღების წესები და დოზები
ფემოლი ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საღამოს.
ფემოლის ტაბლეტები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად.
ფემოლის მიღება დასაშვებია ხანგრძლივად, ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.
გამოყენების რეკომენდაცია:
ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, მენო – და პოსტმენოპაუზის პერიოდში:
– სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება);
– გაძლიერებული ოფლიანობა;
– თავბრუსხვევა;
– თავის ტკივილი;
– მომატებული გაღიზიანებადობა;
– ხასიათის ლაბილობა;
– ძილის დარღვევა;
– გულისცემის გაძლიერება.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად – ეპიგასტრალური არის გარდამავალი ტკივილი, ფემოლის შემდაგენელი კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქცია. ძალიან იშვიათად – დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში, წონის მატება, მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი.
უკუჩვენება
– ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე;
– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
– შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
ფემოლის მიღების ხანგრძლივობა, ექიმის განმეორებითი კონსულტაციის გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ფემოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

 

Share this...Share on Facebook
Facebook