იმუნალ პლუსი

  • თურმანიძის მალამოები

იმუნალ პლუსი

იმუნალ პლუსის ზოგადი ინფორმაცია

იმუნალ პლუსი. Immunal PLUS. იმუნომოდულატორების – ფიტოპრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – echinacea purpurea + ascorbic acid. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – L03AX. მწარმოებელი ფირმა – OTC – Sandoz (სლოვენია). იმუნალ პლუსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

იმუნალ პლუსი. Immunal PLUS გამოდის 46.5მგ/მლ ორალური წვეთების ფორმით 50 მლ ფლაკონში. წვეთის 1 მლ შეიცავს 46,5 მგ აყვავილებული ექინაცეის ნედლი მცენარის – Echinacea purpurea L. (Moencg), herba, succus siccum, (30-60:1) გამოწურულ მშრალ წვენს. დამხმარე ნივთიერებებია: ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), კალიუმის სორბატი, დინატრიუმის ედეტატი, არომატიზატორი ტკბილი ფორთოხალი, თხევადი მალტიტოლი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.გამოშვების ფორმა: ფლაკონი, რომელიც შეიცავს 50 მლ წვეთს, დოზირების საწვეთურთან და ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს.

იმუნალ პლუსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

იმუნალ პლუსის ფასები ფარმადეპოში

იმუნალ პლუსის ფასები ავერსში

იმუნალ პლუსის ფასები psp-ში

იმუნალ პლუსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც იმუნალ პლუსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია იმუნალ პლუსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

იმუნალ პლუსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების საწყისი სიმპტომები
  • სურდო
  • ანგინა

იმუნალ პლუსის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები იმუნალ პლუსი – ეს არის იმუნომასტიმულირებელი პრეპარატი, რომელიც დამზადებულია სამკურნალო მცენარეული ნედლეულისაგან. ექინაცეის აქტიური ნივთიერება ზრდის ლეიკოციტების (მაკროფაგების და ნეიტროფილური გრანულოციტების) აქტიურობას და რაოდენობას, რაც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ავადმყოფობის გამომწვევი მიკროორგანიზმების განადგურებას და გამოყოფას. გამოყენების ჩვენება ამოიყენება ისეთი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების საწყისი სიმპტომების პროფილაქტიკისა და სამკურნალოდ, როგორიცაა სურდო და ანგინა. მიღების წესები და დოზები მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები 4 მლ დღეში ორჯერ. ბავშვები პრეპარატი იმუნალ პლუსი უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (იხილეთ ნაწილი „არ მიიღოთ პრეპარატი იმუნალ პლუსი“). 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები არ არის რეკომენდებული პრეპარატი იმუნალ პლუსის გამოყენება 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხილეთ ნაწილი „პრეპარატი იმუნალ პლუსის მიღებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე“) მიღების წესი ხსნარის საჭირო რაოდენობა დოზირებული საწვეთურის დახმარებით იხსნება წყლის მცირე რაოდენობაში და მიიღება შიგნით. შესაძლებელი პრეპარატის მიღება გასხნის გარეშეც. მიღების ხანგრძლივობა მკურნალობა იწყება გაცივების პირველი ნიშნების გამოვლენისას. თუ 10 დღის განმავლობაში სიმპტომები არ ქრება და არ ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება, მიიღეთ ექიმის კონსულტაცია. გვერდითი მოვლენები ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატები, იმუნალ პლუსის წვეთებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში. შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირის შეფასება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც ვლინდება კანის გამონაყარის, ქავილის, კვინკეს შეშუპების (ტუჩის, ენის, სახის და კისრის შეშუპება, სხეულის შეშუპება, მაგალითად ხელების), სუნთქვის გართულების, ასთმის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის (ალერგიული რეაქციის შედეგად კანის მძიმე გამონაყარი), ანაფილაქსიური შოკის სახით. მოცემული გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ხანგრძლივი გამოყენებისას (8 კვირაზე მეტი) ცნობილია ლეიკოციტების რაოდენობის შემცირების შემთხვევა. ცნობილია პრეპარატის კავშირი ისეთ აუტოიმუნურ დაავადებებთან (დაავადებები, რომელთა დროსაც სხეული ანადგურებს საკუთარ უჯრედებს), როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, კვანძოვანი ერითემა, აუტოიმუნური თრომბოციტოპენია, ევანსის სინდრომი და რენალურ ტუბულარული დისფუნქციით მიმდინარე შეგრენის სინდრომი. მძიმე ან ისეთი ახალი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის ნახსენები მოცემულ ინსტუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. უკუჩვენება არ მიიღოთ იმუნალ® პლუსის წვეთები, თუ თქვენ გაქვთ: – ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ექინაცეაზე და რთულყვავილოვანი ოჯახის სხვა მცენარეზე (გვირილა, არნიკა, კალენდულა, ფარსმანდუკი) ან პრეპარატ იმუნალ® პლუსის სხვა კომპონენტებზე – პროგრესირებადი სისტემური დაავადებები, მაგალითად ტუბერკულოზი; – აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა კოლაგენოზები და გაფანტული სკლეროზი; – იმუნოდეფიციტი (შიდსი, აივ-ინფექცია); – ტარდება ნებისმიერი თანმხლები იმუნოდამთრგუნველი თერაპია, მაგალითად, ხდება სამკურნალო საშუალებების მიღება კიბოს სამკურნალოდ ან ტრანსპლანტანტის ან გადანერგილი ძვლის ტვინის მოცილების თავიდან ასაცილებლად; – ლეიკოციტების დაზიანებით მიმდინარე სისხლმბადი სისტემის ნებისმიერი დაავადება (მაგალითად, ლეიკოზი, ლეიკემია). არ არის ნაჩვენები იმუნალ® პლუსის წვეთების მიცემა 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ვინაიდან მათი იმუნური სისტემის განვითარება არ არის დასრულებული. პრეპარატი იმუნალ პლუსის მიღებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე – თუ ვლინდება დაავადების სიმპტომების გაუარესება ან აღინიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, იმუნალ პლუსის წვეთების მიღებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. – თუ თქვენ გაქვთ მემკვიდრეობითი მიდრეკილება ალერგიის მიმართ, ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, იმუნალ პლუსის წვეთების მიღებამდე, მიმართეთ ექიმს რჩევისთვის. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ამ ასაკობრივ ჯგუფში ექინაცეის ეფექტურობა არ არის საკმარისად დამტკიცებული. ორსულობა და ლაქტაცია ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ არის ცნობილი პრეპარატი იმულან პლუსის მავნე ზემოქმედების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. საკმარისი მონაცემების უქონლობასთან დაკავშირებით არ არის რეკომენდებული ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის წინასწარი კონსულტაციის გარეშე. განსაკუთრებული მითითებები სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედებასთან დაკავშირებული კვლევები არ ჩატარებული. ინფორმაცია იმუნალ პლუსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ პრეპარატი შეიცავს მალტიტოლს. თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი ექიმის რჩევა. ჭარბი დოზირება თუ თქვენ მიიღეთ იმუნალ პლუსის წვეთები ჭარბად ჭარბი დოზის შემთხვევაში მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა. არ არის მონაცემები ექინაცეის ჭარბი დოზის შესახებ. თუ თქვენ დაგავიწყდათ იმუნალ პლუსის წვეთების მიღება დავიწყებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ პრეპარატის მიღება დანიშნული სქემის მიხედვით. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება თუ თქვენ იღებთ ან იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულს, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ექინაცეის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის. მიუხედავად ამისა, იმუნალ პლუსის და იმუნოსუპრესიული სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება (ციკლოსპორინი და ი) არ არის რეკომენდებული. საკვების და სასმელის ზემოქმედება პრეპარატის მიღება ხდება საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. შენახვის პირობები და ვადები პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25oC. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ! გახსნის შემდეგ წვეთების ვარგისიანობის ვადა არის 2 თვე. არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის დასრულების თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე. არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან კანალიზაციაში. თუ საჭიროა პრეპარატის გადაგდება. მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა. ასეთი სახის ზომები ხელს შეუწყობენ გარემოს დაცვას. აფთიაქში გაცემის წესი ურეცეპტოდ.

Share this...Share on Facebook
Facebook