კამელინფლუ

თურმანიძის მალამო

კამელინფლუ

კამელინფლუს ზოგადი ინფორმაცია

კამელინფლუ. CAMELYNFLU. იმუნომოდულატორების – ცხოველური წარმოშობის პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კამელინი. Camelinum. მწარმოებელი ფირმა – შპს კამელინი (საქართველო).

კამელინფლუს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კამელინფლუ. CAMELYNFLU გამოდის 15% 10მლ ადგილობრივი გამოყენების სპრეის ფორმით ნარინჯისფერ მინის ფლაკონში. სპრეი შეიცავს კამელინის M 1,5მლ. დამხმარე ნივთიერებებია: 8,5 მლ. (პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი 400, საინექციო წყალი. აღწერა: გამჭვირვალე, ქარვისფერი სითხე, დამახასიათებელი სუნით.

კამელინფლუს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კამელინფლუს ფასები ფარმადეპოში
კამელინფლუს ფასები ავერსში
კამელინფლუს ფასები psp-ში
კამელინფლუს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კამელინფლუ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კამელინფლუს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კამელინფლუს სინონიმები                

კამელინი M1  (CAMELYN M1, CAMELYN, საქართველო), კამელინი M2 (CAMELYN M2, CAMELYN, საქართველო), კამელინი M3 (CAMELYN M3, CAMELYN, საქართველო), კამელინი M4 (CAMELYN M4, CAMELYN, საქართველო).

კამელინფლუს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები პირის ღრუს
  • ინფექციები ყელის
  • ფარინგიტი
  • ლარინგიტი
  • ანგინა კატარალური
  • სტომატიტი
  • გინგივიტი წყლულოვანი
  • ტონზილიტი ქრონიკული

კამელინფლუს საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
„კამელინფლუ“-ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აგრეთვე ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო.
პირის ღრუსა და ყელის ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, (კატარალური ანგინა), სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი. როგორც დამხმარე საშუალება-ქრონიკული ტონზილიტის დროს.
მიღების წესები და დოზები
ფლაკონს იკავებთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და აფრქვევთ პირის ღრუში-ყელში.
მოზრდილებში, ყოველი პროცედურის დროს კეთდება 4 გაფრქვევა, 3-6 ჯერ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება.
გვერდითი მოვლენები
თერაპიულ დოზებში არატოქსიკურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
არ არის შესწავლილი
განსაკუთრებული მითითებები
ზეგავლენა მანქანა დანადგარებთან მუშაობის დროს: არ ახდენს ზეგავლენას
ჭარბი დოზირება
გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
„კამელინფლუ“ თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადების სამკურნალოდ.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალურად დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი რაიმე დეფექტის შემთხვევაში პრეპარატი არ მიიღება.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – (გაიცემა ურეცეპტოდ).

Share this...Share on Facebook
Facebook