ნეულასტიმი

თურმანიძის მალამო

ნეულასტიმი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება)პეგფილგრასტიმი/PEGFILGRASTIM

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფიციტოკინები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: I ტიპის მინის შპრიცში 0.6 მლ
1 მლ
პეგფილგრასტიმი……………..         10 მგ
მხოლოდ პროტეინის საფუძველზე. პოლიეთილენის გლიკოლის (PEG) წილის გათვალისწინებით კონცენტრაცია შეადგენს 20 მგ/მლ.
პეგფილგრასტიმის შემადგენლობაშია ფილგრასტიმი (ადამიანის G-CSF რეკომბინანტული მეთიონილი) 20kDa N-ტერმინალის მეთიონინის დაბოლოებასთან კოვალენტურად შებოჭილ პოლიეთილენის გლიკოლის მოლეკულასთან (PEG)  ერთად. ფილგრასტიმი იწარმოება რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიის გამოყენებით Ecol-ში (K12).
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის აცეტატი*, სორბიტოლი, პოლისორბატი 20, საინექციო წყალი.
*ნატრიუმის აცეტატი ფორმირებულია კრისტალიზებული ძმარმჟავას ნატრიუმის ჰიდროქსიდთან ტიტრაციის შედეგად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ადამიანის გრანულოციტების კოლონო-მასტიმულირებელი ფაქტორები (G-CSF) წარმოადგენს გლიკოპროტეინს, რომელიც არეგულირებს ნეიტროფილების წარმოქმნას და გამოთავისუფლებას ძვლის ტვინიდან.

პეგფილგრასტიმი არის ადამიანის რეკომბინანტული გრანულოციტების კოლონო-მასტიმულირებელი ფაქტორის კოვალენტური კონიუგატი პოლიეთილენის გლიკოლის (PEG)   20 კდ ერთ მოლეკულასთან. თირკმლის კლირენსის მცირე მაჩვენებლების გამო პეგფილგრასტიმი წარმოადგენს ფილგრასტიმის უფრო ხანრგრძლივი მდგრადობის მქონე ფორმას. პეგფილგრასტიმს და ფილგრასტიმს გააჩნიათ მოქმედების იდენტური მექანიზმი, რომელიც განაპირობებს 24 საათის განმავლობაში ნეიტროფილების რაოდენობის გამოხატულ, ხოლო მონოციტების და/ან ლიმფოციტების რაოდენობის მცირე მომატებას პერიფერიულ სისხლში. ფილგრასტიმის მსგავსად, პეგფილგრასტიმის მოქმედების შედეგად წარმოქმნილი ნეიტროფილები ხასიათდებიან ნორმალური ან მომატებული ფუნქციური თვისებებით, რაც ნაჩვენები იყო ქემოტაქსიური და ფაგოციტური ფუნქციის ტესტირებით. ისევე როგორც ჰემოპოეტური ზრდის სხვა ფაქტორებს, გრანულოციტების კოლონო-მასტიმულირებელ ფაქტორს (G-CSF)in vitro აღმოაჩნდა ადამიანის ენდოთელიური უჯრედების მასტიმულირებელი თვისებები; G-CSF შეუძლია მიელოიდური უჯრედების, მათ შორის ავთვისებიანი უჯრედების ზრდის ხელშეწყობა
in vitro და მსგავსი გავლენა შესაძლოა ჰქონდეს ზოგიერთ არამიელოიდურ უჯრედზე
in vitro.
ორ რანდომულ, ორმაგ ბრმა პივოტალურ კვლევაში ნეულასტიმის გამოყენება (ერთჯერადად ერთი ქიმიოთერაპიის ციკლის დროს) ავადმყოფებში, რომელთაც უტარდებოდათ მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპია დოქსორუბიცინით და დოქსეტაქსელით, აჩვენა ნეიტროპენიის ხანგრძლივობის და ფებრილური ნეიტროპენის სიხშირის შემცირება, მსგავსად ყოველდღიურად მიღებული ფილგრასტიმისა (საშუალოდ 11 დღის განმავლობაში მიღებული). ზრდის ფაქტორების არ გამოყენების შემთხვევაში მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 5-7 დღეს და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირე 30-40%-ს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, (n=157) პაციენტების იმ ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ პეგფილგრასტიმის ფიქსირებულ დოზას 6 მგ, მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 1.8 დღეს, ხოლო ფილგრასტიმის ჯგუფში 1.6 დღეს (განსხვავება 0.23 დღე, 95% CI-0.15, 0.63). მთლიანად კვლევის განმავლობაში, პეგფილგრასტრიმით ნამკურნალები პაციენტების ჯგუფში ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირე შეადგენდა 13%-ს, შედარებით ფილგრასტიმით ნამკურნალები პაციენტების ჯგუფთან, რომელშიც იგივე მაჩვენებელი შეადგენდა 20%-ს (განსხვავება 7%, 95% CI-19%, 5%).
მეორე კვლევაში (n-310) სადაც პრეპარატის დოზის შერჩევა ხდებოდა წონის მიხედვით (100 მკგ/კგ), მე-4 ხარისხის ნეიტროპენიის საშუალო ხანგრძლივობა პეგფილგრასტიმის ჯგუფში შეადგენდა 1.7 დღეს, ხოლო ფილგრასტიმის ჯგუფში 1.8 დღეს (განსხვავება 0.03 დღე, 95% CI – 0.36, 0.30). ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირე პეგფილგრასტიმით ნამკურნალები პაციენტების ჯგუფში შეადგენდა 9%-ს, შედარებით ფილგრასტიმით ნამკურნალები პაციენტების ჯგუფთან, რომლეშიც იგივე მაჩვენებელი შეადგენდა 18%-ს (განსხვავება 9%, 95% CI – 16.8%, 1.1%).

ფარმაკოკინეტიკა:
პეგფილგრასტიმის ერთჯერადი კანქვეშა ინექციის სახით შეყვანილი დოზის შემდეგ შრატში პეგფილგრასტიმის პიკური კონცენტრაცია აღინიშნება 16-დან 120 საათამდე და პეგფილგრასტიმის კონცენტრაცია შრატში ნარჩუნდება მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპიის ფონზე აღმოცენებული ნეიტროპენიის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
პეგფილგრასტიმის
ელიმინაცია არ არის პირდაპირ დამოკიდებულებაში დოზასთან, პეგფილგრასტიმის კლირენსი შრატში მცირდება დოზის მომატებისას. ძირითადად, პეგფილგრასტიმის ელიმინაცია წარმოებს ნეიტროფილების რაოდენობაზე დამოკიდებული კლირენსით, რომლის გაჯერებულობაც აღინიშნება დიდი დოზების შემთხვევაში. კლირენსის თვითრეგულირების მექანიზმის გამო პეგფილგრასტიმის კონცენტრაცია შრატში სწრაფად იკლებს ნეიტროფილების რაოდენობის აღდგენის დაწყებისთანავე.
ნეიტროფილების რაოდენობაზე დამოკიდებული კლირენსის მექანიზმის გამო, საფიქრებელია, რომ პეგფილგრასტიმის ფარმაკოკინეტიკაზე არ ახდენს გავლენას თირკმლის ან ღვიძლის დაზიანება.
არსებობს მცირე მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ, რომ პეგფილგრასტიმის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში (>65 წ.) მსგავსია იმ მონაცემებისა, რომლებიც არსებობს ზრდასრულებში.
პრეკლინიკური უსაფრთხოება
კონვენციური კვლევების პრეკლინიკური მონაცემების მიხედვით, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის მოსალოდნელი ფარმაკოლოგიური მოქმედება გამოვლინდება ლეიკოციტების რაოდენობის მომატებით, ძვლის ტვინში მიელოიდური ჰიპერპლაზიით, ექსტრამედულარული ჰემატოპოეზით და ელენთის გადიდებით.
არ აღნიშნულა გვერდითი ეფექტები კანქვეშ პეგფილგრასტიმით ნამკურნალები ორსული ვირთაგვების შთამომავლობაში, თუმცა ბოცვერებში კანქვეშ გაკეთებული პეგფილგრასტიმის მცირე დოზების ფონზე აღინიშნა ემბრიო/ფეტალური ტოქსიკურობა. ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევაში ნანახია, რომ პეგფილგრასტიმი გადის პლაცენტარულ ბარიერს. ადამიანებში ამ მონაცემების შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

ჩვენებები:
ნეიტროპენიის ხანგრძლივობის და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირის შემცირება ავთვისებიანი პროცესის (გარდა ქრონიკული მიელოდური ლეიკემიის და მიელოდისპლასტიური სინდრომისა) გამო ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიული საშუალებებით ნამკურნალებ ავადმყოფებში.

მიღების წესი და დოზირება:
ნეულასტიმის ერთი 6 მგ-იანი დოზა (ერთი ინექციისათვის გამზადებული ხსნარის შემცველი შპრიცი) ნაჩვენებია ყოველი ქიმიოთერაპიული ციკლისათვის, გამოიყენება კანქვეშა ინექციის სახით ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის შემდეგ დაახლოებით 24 საათში.
არ არსებობს საკმარისი მონაცემები ნეულასტიმის ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში გამოყენების ჩვენების შესახებ.
ნეულასტიმით მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს ონკოლოგის ან ჰემატოლოგის ზედამხედველობით.

გვერდითი მოვლენები:
რანდომულ კლინიკურ კვლევებში ავთვისებიანი დაავადების მქონე ავადმყოფებში, რომლებიც იღებდნენ ნეულასტიმს ჩატარებული ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის შემდეგ, უმეტესი გვერდითი ეფექტები განპირობებული იყო ავთვისებიანი დაავადებით ან ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიით.
პრეპარატის კვლევასთან დაკავშირებული არასასურველი გვერდითი მოვლენებიდან
ყველაზე ხშირად მოხსენებული იყო ძვლის ტკივილი (26%). როგორც წესი, ძვლის ტკივილის ხარისხი იყო საშუალოდან მძიმემდე, გარდამავალი და უმეტეს შემთხვევაში სტანდარტული ანალგეტიკებით კონტროლირებადი.
ალერგიული ტიპის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ანგიოედემა, დისპნოე და ჰიპოტენზია, შეიმჩნევა მკურნალობის დასაწყის ან მოგვიანებით პერიოდში როგორც ნეულასტიმის, ასევე ფილგრასტიმის მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები განიცდიან პროვოცირებულ რეციდივირებას, რაც სავარაუდოდ შემთხვევითობის გამო ხდება.
– პეგფილგრასტიმით მკურნალობის განმავლობაში მოხსენებულია ელენთის გასკდომის იზოლირებული შემთხვევების შესახებ.
– იმ ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ნეულასტიმით მკურნალობას ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის შემდეგ, აღინიშნება შარდმჟავას, ტუტე ფოსფატაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას შემცველობის შექცევადი, მსუბუქი და ზომიერი მომატება, შემთხვევათა 7%, 10% და 20%-ში შესაბამისად, რაც არ უკავშირდება კლინიკურ გამოვლინებებს. გულისრევა აღენიშნება ჯანმრთელ მოხალისეთა 11%-ს და იმ ავადმყოფების <1%-ს, რომელთაც უტარდებოდათ ქიმიოთერაპია.
კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირი (>10%) და ხშირი (>1%, <10%) აღმოცენებული არასასურველი გვერდითი
მოვლენები იყო შემდეგი:
ძვალკუნთოვანი სისტემა: ძალიან ხშირი – ტკივილი ძვლებსა და კუნთებში; ხშირი – ართრალგია, მიალგია, ტკივილი ზურგის, კიდურების, კისრის მიდამოში და ძვლებსა და კუნთებში;
ინექციის ადგილი: ხშირი -ტკივილი ინექციის ადგილას;
სხეული: ტკივილი გულმკერდის არეში (არაკარდიალური);
ცნს/პნს: თავის ტკივილი.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პეგფილგრასტიმის, ფილგრასტიმის, E.coli-ს დერივატი პროტეინების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
მონაცემები პეგფილგრასტიმის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არ არსებობს.
ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რისკის შესახებ ადამიანებში ინფორმაცია არ არსებობს.
* ნეულასტიმი არ უნდა იყოს გამოყენებული ორსულობის დროს მკაფიო აუცილებლობის გარეშე.
* ნეულასტიმის მეძუძურ ქალებში გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ ნეულასტიმი არ უნდა დაენიშნოთ მეძუძურ დედებს.

განსაკუთრებული მითითებები:
* მწვავე ლეიკემიის მქონე ავადმყოფებში არ არის შესწავლილი ნეულასტიმის ეფექტურობა და უსაფრთხოება და არ უნდა იყოს გამოყენებული იმ ავადმყოფების შემთხვევაში, რომელთაც უტარდებათ მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპია.
* არ არის შესწავლილი ნეულასტიმის ეფექტურობა და უსაფრთხოება იმ ავადმყოფებში, რომელთაც უტარდებათ ქიმიოთერაპია დიდი დოზებით.
* ისეთი ფილტვისმიერი სიმპტომების აღმოცენება, როგორებიცაა ხველა, ცხელება და დისპნოე (თანხლებული ფილტვის ქსოვილის ინფილტრატის რადიოლოგიური ნიშნებით) და ფილტვების ფუნქციის დათრგუნვა ნეიტროფილების რაოდენობის მომატებასთან ერთად, შესაძლებელია მიუთითებდეს მოზრდილთა მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომის (ARDS) დასაწყისზე. ასეთ შემთხვევაში ექიმის გადაწყვეტილებით ნეულასტიმის მკურნალობა უნდა შეწყდეს და ავადმყოფს ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა.
* გრანულოციტების კოლონო-მასტიმულირებელი ფაქტორების გამოყენების ფონზე აღწერილია ელენთის გასკდომის იზოლირებული შემთხვევები, რომელთაგან ზოგიერთი დასრულდა ფატალური გამოსავლით. ელენთის გასკდომის დიაგნოზი განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფი წარმოადგენს ჩივილებს ტკივილზე მუცლის მარცხენა ზედა ან მხრის არეში.
* მხოლოდ ნეულასტიმით მკურნალობა არ გულისხმობს თრომბოციტოპენიის და ანემიის თავიდან აცილებას ვინაიდან ნეულასტიმით მკურნალობის დროს რეკომენდებული მეთოდების მიხედვით გრძელდება მიელოსუპრესიული ქიმიოთერაპია. ნაჩვენებია თრომბოციტების რაოდენობის და ჰემატოკრიტის რეგულარული მონიტორინგის განხორციელება.
* ნეულასტიმი არ უნდა დაინიშნოს ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის დოზირების დადგენილი რეჟიმის შემთხვევაში დოზის მომატების მიზნით.
* გამოქვეყნებული ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, ლეიკოციტების რაოდენობის მომატება წარმოადგენს არასასურველ მაუწყებელ ფაქტორს ნამგლისებურუჯრუდოვანი ანემიის მქონე ავადმყოფებში. ამიტომ, ექიმები, ნამგლისებურუჯრედოვანი ანემიის მქონე ავადმყოფებში ნეულასტიმის დანიშვნისას, ყურადღებით უნდა გაეცნონ ყველა სიფრთხილის ზომებს, მოახდინონ შესაბამისი კლინიკური პარამეტრების და ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორირება, გაითვალისწინონ ნეულასტიმით მკურნალობასა და ელენთის გადიდებასა და ვაზო-ოკულურ კრიზებს შორის არსებული შესაძლო კავშირი.
* ნეულასტიმით მკურნალობის ფონზე შემთხვევათა 1%-ზე ნაკლებში შეინიშნება ლეიკოციტების რაოდენობა 100X109/ლ ან მეტი. არ არსებობს მონაცემები ლეიკოციტების აღნიშნულ რაოდენობასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენების შესახებ. ლეიკოციტების რაოდენობის ამგვარი მომატება გარდამავალ ხასიათს ატარებს, ჩვეულებრივ 24-48 საათის განმავლობაში შეინიშნება და შეესაბება ნეულასტიმის ფარმაკოდინამიურ თვისებებს.
* სათანადოდ არ არის შესწავლილი სისხლის წინამორბედი უჯრედების მობილიზების მიზნით ნეულასტიმის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებსა ან ჯანმრთელ დონორებში.
გავლენა ავტომანქანის მართვასა და სამანქანო დანადგარების გამოყენებაზე: არცერთ ჩატარებულ კვლევაში არ შეფასებულა ნეულასტიმის გავლენა მანქანისა და სამანქანო დანადგარების გამოყენებაზე.

ჭარბი დოზირება:
ადამიანებში ნეულასტიმის ჭარბი დოზირების გამოცდილება არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– შეუთავსებლობა: ნეულასტიმი შეუთავსებელია ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან.
– ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის მიმართ სწრაფად გამრავლებადი მიელოიდური უჯრედების პოტენციური მგრძნობელობის გამო, ნეულასტიმი უნდა დაინიშნოს ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის მიღებიდან დაახლოებით 24 საათის შემდეგ. კლინიკურ კვლევებში ნეულასტიმი უსაფრთხოდ იყო მიღებული ქიმიოთერაპიამდე 14 დღით ადრე. ნეულასტიმის თანმხლები გამოყენება რომელიმე ქიმიოთერაპიულ საშუალებასთან ერთად ავადმყოფებში შესწავლილი არ არის.
– ცხოველის მოდელებში ნეულასტიმის და 5-ფტორურაცილის (5-FU) ან სხვა ანტიმეტაბოლიტების ერთდროული დანიშვნისას ნანახი იყო მიელოსუპრესიის გაძლიერება.
– კლინიკურ კვლევებში შესაძლებელი ურთიერთქმედება სხვა ჰემოპოეტურ ზრდის ფაქტორებთან არ ყოფილა კონკრეტული შესწავლის საგანი.
– არ არის შესწავლილი პოტენციური ურთიერთქმედება ლითიუმთან, რომელიც ასევე ხელს უწყობს ნეიტროფილების გამოთავისუფლებას. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ამგვარი ურთიერთქმედება შესაძლებელია აღმოჩნდეს საზიანო.
– ნეულასტიმის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შეფასებული ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ გადავადებულ მიელოსუპრესიასთან დაკავშირებულ ქიმიოთერაპიას, მაგ., ნიტროზურეაზით.
– განსაკუთრებული ურთიერთქმედებები ან მეტაბოლიზმის გამოკვლევები არ ჩატარებულა, თუმცა, კლინიკურ კვლევებში არ იქნა ნაჩვენები ნეულასტიმის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე (მაცივარში), დაუშვებელია გაყინვა. შესაძლებელია მისი ოთახის  პირობებში შენახვა არა უმეტეს 30 ტემპერატურაზე 72 საათის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

მწარმოებელიF.HOFFMANNLA ROCHE, შვეიცარია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook