ჟენ-შენის ნაყენი

თურმანიძის მალამო

  ჟენ-შენის ნაყენი

ჟენ-შენის ნაყენის ზოგადი ინფორმაცია

ჟენ-შენის ნაყენი. Tinctura Ginseng. ფიტოპრეპარატების – ცენტრალური ნერვული სისტემის მატონიზირებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ნატურფარმი (საქართველო).

ჟენ-შენის ნაყენის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჟენ-შენის ნაყენი. Tinctura Ginseng გამოდის 25 მლ და 50 მლ ხსნარის ფორმით ფლაკონში მუყაოს შეფუთვით. მცენარე შეიცავს გლიკოზიდებს (პანაქსაპონინი, პანაკვილონი, პანაქსოზიდი A და B), გინზენინს, პანაქსის მჟავას, ალკალოიდებს, ეთერზეთს (პანაცენი), ვიტამინი B1 და B2 ასკორბინის და ფოსფორის მჟავეებს, რკინას.

ჟენ-შენის ნაყენის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჟენ-შენის ნაყენის ფასები ფარმადეპოში
ჟენ-შენის ნაყენის ფასები ავერსში
ჟენ-შენის ნაყენის ფასები psp-ში
ჟენ-შენის ნაყენის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჟენ-შენის ნაყენი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჟენ-შენის ნაყენის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჟენ-შენის ნაყენის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ფიზიკური დატვირთვა, გაძლიერებული
  • გონებრივი დატვირთვა, გაძლიერებული
  • გარემოს არასასურველი ზემოქმედება
  • გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ
  • ასთენიური მდგომარეობა
  • სქესობრივი დარღვევა ნევრასთენიის ნიადაგზე

ჟენ-შენის ნაყენის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჟენ-შენის ნაყენის ძირითად ფარმაკოლოგიურ თვისებას წარმოადგენს მისი მატონიზირებელი მოქმედება. პრეპარატის მოქმედების დროს თავის ტვინის სტრუქტურაში აღინიშნება აღგზნებადი პროცესების და რეფლექტორული მოქმედების გაძლიერება. მისი პრეპარატები ამაღლებენ შრომისუნარიანობას და აქვეითებენ დაღლილობას ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას.
ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემის მატონიზირებელი საშუალება.
პრეპარატს იყენებენ, როგორც მატონიზირებელ და მასტიმულირებელ საშუალებას გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, გარემოს არასასურველი ზემოქმედების, გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში. ჟენ-შენი გამოიყენება ასტენიური მდგომარეობის დროს. ეფექტურია კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ნევრასტენიის ნიადაგზე სქესობრივი დარღვევისას.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია უძილობა, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა, იშვიათად ტაქიკარდია
უკუჩვენება
ნაყენის მიღება არ არის რეკომენდირებული არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა), მაღალი აღგზნებადობის, ეპილეფსიის, მწვავე ინფექციური, ვირუსული და ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს. არ მიიღება ორსულობის, ძუძუთი კვებისას და ბავშვებისთვის 12 წლამდე. მისი გამოყენება არ არის სასურველი დღის მეორე ნახევარში, უძილობის გამოწვევის თავიდან აცილების მიზნით.

Share this...Share on Facebook
Facebook