სანდოსტატინ ლარი

თურმანიძის მალამო

  სანდოსტატინ ლარი

სანდოსტატინ ლარის ზოგადი ინფორმაცია

სანდოსტატინ ლარი. SANDOSTATIN LAR. ჰიპოფიზის ჰორმონების პროდუქციაზე მოქმედი პრეპარატების – სომატოტროპინის ანალოგების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ოქტრეოტიდი. Octreotide. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – H01CB. მწარმოებელი ფირმა – Pharma – Onco (ავსტრია).

სანდოსტატინ ლარის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

სანდოსტატინ ლარი. SANDOSTATIN LAR გამოდის საინექციო სუსპენზიის მოსამზადებელი 10მგ,  20მგ და 30მგ ფხვნილის (ფლაკონში) და  გამხსნელის (შპრიცში) ფორმით. აქტიური ნივთიერება არის ოქტრეოტიდი* თავისუფალი პეპტიდი. 10მგ, 20მგ ან 30მგ ნომინალური წონის 4,15% 4,65% ოქტრეოტიდ აცეტატის ექვივალენტური ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიისათვის. ფხვნილი: თეთრი ან მოთეთრო ფხვნილი.

სანდოსტატინ ლარის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

სანდოსტატინ ლარის ფასები ფარმადეპოში
სანდოსტატინ ლარის ფასები ავერსში
სანდოსტატინ ლარის ფასები psp-ში
სანდოსტატინ ლარის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც სანდოსტატინ ლარი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია სანდოსტატინ ლარის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

სანდოსტატინ ლარის აქტიური ნივთიერება

ოქტრეოტიდი. Octreotide. ქიმიური დასახელება – სინთეთიკური ოქტაპეპტიდი, სომატოსტატინის წარმოებული. ბრუტო–ფორმულა: C49H66N10O10S2. ოქტრეოტიდს მიაკუთვნებენ ჰიპოთალამუსის,ჰიპოფიზის ჰორმონების, ჰონადოტროპინების და მათი ანტაგონისტების, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებების და ჰორმონების ანტაგონისტების ჯგუფებს. CAS-კოდი:83150-76-9.

სანდოსტატინ ლარის სინონიმები

სანდოსტატინი (SANDOSTATIN, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია).

სანდოსტატინ ლარის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • აკრომეგალია
  • კარცინოიდული სიმსივნეები კარცინოიდის სინდრომის თვისებებით
  • ვიპომები (კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულოვანი უჯრედების სიმსივნეები, რომლებიც გამოყოფენ ვაზოაქტიურ ინტესტინალურ პოლიპეპტიდს)
  • გლუკაგონომა
  • გასტრინომა
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი
  • ინსულინომა
  • სომატოლიბერინომა (სიმსივნეები, რომლებიც ხასიათდებიან ზრდის ჰორმონის რილიზინგ–ფაქტორის ჰიპერპროდუქციით)

სანდოსტატინ ლარის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოქტრეოტიდი ბუნებრივად არსებული სომატოსტატინის ოქტაპეპტიდის სინთეზური წარმოებულია მსგავსი ფარმაკოლოგიური ეფექტებით, მაგრამ უფრო ხანგრძლივი მოქმედებით. იგი თრგუნავს გასტრო-ენტერო-პანკრეასულ ენდოკრინულ სისტემაში ზრდის ჰორმონის პათოლოგიურად მომატებულ სეკრეციას.

ცხოველებში, ოქტრეოტიდი ზრდის ჰორმონის, გლუკაგონისა და ინსულინის გამოყოფის უფრო ძლიერი ინჰიბიტორია, ვიდრე სომატოსტატინი, უფრო დიდი სელექტიურობით ზრდის ჰორმონის და გლუკაგონის დათრგუნვის მიმართ. ჯანმრთელ პირებში ოქტრეოტიდი სომატოსტატინის მსგავსად აინჰიბირებს:

– არგინინით, ფიზიკური ვარჯიშითა და ინსულინით გამოწვეული ჰიპოგლიკემიით სტიმულირებული ზრდის ჰორმონის გამომუშავებას;

– ჭამის შემდგომი ინსულინის, გლუკაგონის, გასტრინის საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პეპტიდებს და არგინინით სტიმულირებული ინსულინისა და გლუკაგონის გამომუშავებას;

– თიროტროპინ-რილიზინგ ჰორმონით (TRH) სტიმულირებული თირეოტროპული ჰორმონის (TSH) გამონთავისუფლებას.

სომატოსტატინისაგან განსხვავებით, ოქტრეოტიდი აინჰიბირებს ზრდის ჰორმონს უფრო ძლიერად, ვიდრე ინსულინს და მისი გამოყენება არ იწვევს ჰორმონების ჰიპერსეკრეციას (მაგ. ზრდის ჰორმონისა პაციენტებში აკრომეგალიით).

პაციენტებში აკრომეგალიით სანდოსტატინი LAR, ოქტრეოტიდის გალენური პრეპარატი, მოსახერხებელია განმეორებითი გამოყენებისათვის 4 კვირიანი ინტერვალით, მუდმივად აწვდის ოტრეოიტიდის თერაპიულ კონცენტრაციებს, რითაც მუდმივად აქვეითებს ზრდის ჰორმონის სეკრეციას და აწესრიგებეს შრატში IGF1 კონცენტრაციებს პაციენტთა უმრავლესობაში. პაციენტების უმეტესობაში სანდოსტატინი LAR შესამჩნევად ამცირებს დაავადების კლინიკურ სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, ოფლიანობა, პარესთეზიები, სისუსტე, ოსტეოართრალგია და „კობრის გვირაბის“ სინდრომი. ცალკეულ პაციენტებში ზრდის ჰორმონის მასეკრეტირებელი ჰიპოფიზის ადენომით, სანდოსტატინი LAR იწვევდა სიმსივნური მასის შემცირებას. პაციენტებისათვის გასტრო-ენტერო-პანკრეასული ენდოკრინული სისტემის ფუნქციური სიმსივნეებით, სანდოსტატინი LAR-ით მკურნალობა უზრუნველყოფს არსებული დაავადების სიმპტომების გამუდმებულ კონტროლს. გასტრო-ენტერო-პანკრეასული სიმსივნეების სხვადასხვა ტიპის დროს ოქტრეოტიდის ეფექტები შემდეგნაირია:

კარცინოიდული სიმსივნეები:

ოქტრეოტიდის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების, განსაკუთრებით წამოხურებისა და ფაღარათის ნიველირება. მრავალ შემთხვევაში ამას თან ახლავს პლაზმური სეროტონინის დაქვეითება და 5 ჰიდროქსიინდოლძმარმჟავას შარდში გამოყოფის შემცირება.

VIPომები ამ სიმსივნეების ბიოქიმიური თავისებურებაა ვაზოაქტიური ინტესტინური პეპტიდის (VIP) ჭარბი სეკრეცია. შემთხვევათა უმრავლესობაში, ოქტრეოტიდის გამოყენება იწვევს ამ მდგომარეობისათვის ტიპიური მძიმე სეკრეტორული ფაღარათის შემსუბუქებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით. ამას თან მოჰყვება ელექტროლიტური დისბალანსის, მაგ. ჰიპოკალიემიის გაქრობა, რაც ენტერული და პარენტერული სითხეებისა და ელექტროლიტური ხსნარების მოხსნის საშუალებას იძლევა. კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებით ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება სიმსივნის პროგრესირების შეჩერება ან სიმსივნის ზომის შემცირებაც კი. ეს განსაკუთრებით ღვიძლის მეტასტაზებშია თვალსაჩინო. კლინიკურ გაუმჯობესებას ხშირად თან ახლავს VIP დონის შემცირება, რომელიც შეიძლება ნორმას დაუბრუნდეს.

გლუკაგონომები ოქტრეოტიდის გამოყენება უმეტეს შემთხვევაში იწვევს ამ მდგომარეობისათვის დამახასიათებელი ნეკროზული მიგრირებადი ერითემის მნიშვნელოვან შემცირებას. მსუბუქი შაქრიანი დიაბეტის მდგომარეობაზე ოქტრეოტიდის ეფექტი არ იწვევს ინსულინის ან ჰიპოგლიკემიური საშუალებებისადმი მოთხოვნილებების შემცირებისას. ოქტრეოტიდი სპობს ფაღარათს და, მაშასადამე, ხელს უწყობს წონაში მატებას. მიუხედავად იმისა, რომ ოქტრეოტიდი გამოყენება ხშირად იწვევს გლუკაგონის პლაზმური დონის სწრაფ დაქვეითებას, ეს დაქვეითება ვერ ნარჩუნდება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას. თუმცა კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესება ხანგრძლივი და მდგრადია.

გასტრინომები/ზოლინგერ-ელისონი სინდრომი მიუხედავად იმისა, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით ან H2 რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალებებით მკურნალობით კონტროლდება მორეციდივე პეპტიური წყლული, რომელიც გამოწვეულია კუჭის წვენის ქრონიკული გასტრინ-სტიმულირებული ჰიპერსკრეციით, ასეთი კონტროლი შეიძლება არასრული იყოს, ფაღარათი ასევე შეიძლება გამოხატული სიმპტომი იყოს, რომელიც ამ თერაპიით ყველა პაციენტში არ მოიხსნება. მხოლოდ ოქტრეოტიდმა კომბინაციაში პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ან H2 რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალებებთან ერთად შეიძლება შეამციროს კუჭის წვენის ჰიპერსეკრეცია და გაუმჯობესოს სიმპტომები, ფაღარათის ჩათვლით. სხვა სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა სიმსივნის მიერ წარმოებული პეპტიდებით იყოს გამოწვეული, მაგ. წამოხურება, ასევე შეიძლება შემცირდეს. ზოგიერთ პაციენტში გასტრინის პლაზმური დონე შეიძლება დაქვეითდეს.

ინსულინომები ოქტრეოტიდი გამოყენება იწვევს მოცირკულირე იმუნორეაქტიული ინსულინის შემცირებას. პაციენტებში ოპერაბელური სიმსივნეებით, ოქტრეოტიდი ხელს უწყობს პრე-ოპერაციულ პერიოდში ნორმოგლიკემიის აღდგენასა და შენარჩუნებას. პაციენტებში არაოპერაბელური კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნეებით, გლიკემიური კონტროლი შეიძლება გააუმჯობესდეს მოცირკულირე ინსულინის დონის ხანგრძლივი დაქვეითების გარეშეც.

GRFომა ეს იშვიათი სიმსივნეები ხასიათდება ზრდის ჰორმონის გამომანთავისუფლებელი ფაქტორის (GRF) ცალკე ან კომბინაციაში სხვა აქტიურ პეპტიდებთან წარმოქმნით. ოქტრეოტიდი აუმჯობესებს აკრომეგალიის მიმდინარეობას და სიმპტომებს. ეს სავარაუდოდ GRF-ისა და ზრდის ჰორმონის სეკრეციის ინჰიბირების შედეგია, რასაც შეიძლება თან მოჰყვეს ზომაში მომატებული ჰიპოფიზის შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა

სანდოსტატინ LAR–ის ერთჯერადი კუნთში ინექციის შემდეგ, შრატში ოქტრეოტიდის კონცენტრაცია ტანზიტორულ საწყის პიკს ინექციიდან ერთი საათის განმავლობაში აღწევს, რასაც თან სდევს 24 საათის განმავლობაში მისი კონცენტრაციის პროგრესული დაქვეითება. პირველი დღის ამ საწყისი პიკის შემდეგ, ოქტრეოტიდი რჩება სუბთერაპიულ დონეზე პაციენტთა უმრავლესობაში მომდევნო 7 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ ოქტრეოტიდის კონცენტრაცია კვლავ მატულობს, და აღწევს პლატოს დაახლოებით მე-14 დღისათვის, ხოლო შემდგომი 3–4 კვირის განმავლობაში შედარებით მუდმივი რჩება. პირველი დღის პიკური დონე უფრო დაბალია, ვიდრე მისი კონცენტრაცია პლატო ფაზის დროს. პირველ დღეს გამოთავისუფლდება მთელი ოდენობის მხოლოდ 0.5%. 42–ე დღის შემდეგ, ოქტრეოტიდის კონცენტრაციას თანდათან კლებულობს, რაც გამოწვეულია სამკურნალო საშუალების პოლიმერული მატრიცის დეგრადაციის საბოლოო ეტაპის დადგომით.

პაციენტებში აკრომეგალიით, ოქტრეოტიდის პლატო კონცენტრაციები სანდოსტატინ LAR-ის 10მგ, 20მგ და 30მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ შეადგენდა 358ნგ/ლ, 926ნგ/ლ და 1710ნგ/ლ შესაბამისად. შრატში ოქტრეოტიდის წონასწორობის კონცენტრაციები, მიღწეული სანდოსტატინ LAR-ის 20მგ და 30მგ-ის 3 ინექციით 4 კვირიანი ინტერვალებით, იყო 1.6-1.8–ჯერ უფრო მაღალი და შეადგენდა 1557 ნგ/ლ-ს და 2384ნგ/ლ-ს შესაბამისად.

პაციენტებში კარცინოიდული სიმსივნეებით სანდოსტატინ LAR-ის 10მგ, 20მგ და 30მგ-ის მრავალჯერადი ინექციების შემდეგ 4 კვირიანი ინტერვალებით ოქტრეოტიდის კონცენტრაცია შრატში დოზის მატებასთან ერთად იზრდებოდა შესაბამისად და შეადგენდა 1231 (894) ნგ/ლ, 2620 (2270) ნგ/ლ და 3928 (3010) ნგ/ლ შესაბამისად.

ოქტრეოტიდის კუმულაცია სანდოსტატინ LAR-ის 28-თვიანი ინექციების პერიოდში (1 ინექცია/თვეში) არ აღინიშნებოდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო ფარმაკოკინეტიკური მრუდების ნაწილობრივი გადაფარვის შედეგად.

ოქტრეოტიდის ფარმაკოკინეტიკური პროფილი სანდოსტატინ LAR-ის ინექციების შემდეგ ასახავს მისი პოლიმერული მატრიციდან გამონთავისუფლების პროფილს და მის ბიოდეგრადაციას. სისტემურ ცირკულაციაში მოხვედრის შემდეგ, ოქტრეოტიდის გადანაწილება ხდება მსგავსად კანქვეშ შესაყვანი სამკურნალო საშუალებისათვის აღწერილი ფარმაკოკინეტიკური თვისებებისა. ოქტრეოტიდის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში 0.27 ლ/კგ-ია, ხოლო საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 160მლ/წთ, პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი 65%–ია. სისხლის ფორმიან ელემენტებს ოქტრეოტიდი არ უკავშირდება.

ჩვენებები

აკრომეგალიის მქონე პაციენტების მკურნალობა:

– პაციენტები, რომლებიც სათანადო კონტროლის ქვეშ იმყოფებიან სანდოსტატინის® კანქვეშა მკურნალობით,

– პაციენტები, რომლებშიც ქირურგია ან რადიოთერაპია არაშესაფერისია ან არაეფექტური, ან შუალედურ პერიოდში რადიოთერაპიულ სეანსებს შორის, სანამ რადიოთერაპიის ეფექტი გახდება თვალსაჩინო (იხ. დოზირება და გამოყენების მეთოდები).

პაციენტების მკურნალობა გასტრო-ენტერო-პანკრეასულ ენდოკრინულ სიმსივნეებთან დაკავშირებული სიმპტომებით, რომლებშიც სიმპტომები ადექვატურად კონტროლდება სანდოსტატინის® კანქვეშა მკურნალობით:

– კარცინოიდული სიმსივნეები კარცინოიდის სინდრომის თვისებებით.

– ვიპომები (კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულოვანი უჯრედების სიმსივნეები, რომლებიც გამოყოფენ ვაზოაქტიურ ინტესტინალურ პოლიპეპტიდს)

– გლუკაგონომა

– გასტრინომა/ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

– ინსულინომა, ჰიპოგლიკემიის პრე-ოპერაციული კონტროლისათვის და შემანარჩუნებელი თერაპიისათვის.

– სომატოლიბერინომა (სიმსივნეები, რომლებიც ხასიათდებიან ზრდის ჰორმონის რილიზინგ–ფაქტორის ჰიპერპროდუქციით)

მიღების წესები და დოზები

სანდოსტატინი LAR შეყვანა საჭიროა ღრმა ინექციით. დუნდულოში განმეორებითი ინექციის ადგილი უნდა მონაცვლეობდეს მარცხენა და მარჯვენა დუნდულა კუნთს შორის (იხ. გამოყენებისა და მოხმარების წესები).

აკრომეგალია – პაციენტებისათვის, რომლებიც ადექვატურად კონტროლდებიან კანქვეშა სანდოსტატინით მკურნალობის დაწყება რეკომედებულია 20მგ სანდოსტატინი LAR-ით 4 კვირიანი ინტერვალებით 3 თვის განმავლობაში. სანდოსტატინი LAR-ით მკურნალობა შეიძლება დაიწყოს კანქვეშა სანდოსტატინის ბოლო დოზიდან მომდევნო დღესვე. დოზირების შემდგომი რეგულირება ხდება შრატში ზრდის ჰორმონისა და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორ 1-ის/სომატომედინ C (IGF1) კონცენტრაციებისა და კლინიკური სიმპტომების მიხედვით. თუ სამთვიანი მკურნალობის შემდგომ ვერ იქნა მიღწეული შესაბამისი კლინიკური და ბიოქიმიური ეფექტი (კერძოდ თუ ზრდის ჰორმონის კონცენტრაცია რჩება 2.5 მკგ/ლ მაღალ მაჩვენებელზე) რეკომენდებულია დოზის გაზრდა 30 მგ–მდე, რომელსაც შევიყვანთ ყოველ 4 კვირაში.

პაციენტებისათვის, რომელთაც სანდოსტატინ ლარის 20 მგ დოზით სამთვიანი მკურნალობის ფონზე ზრდის ჰორმონის კონცენტრაციები მუდმივად 1 მკროგრამ/ლ–ზე დაბალ დონეზეა, IGF1 შრატის კონცენტრაციები ნორმალიზებულია და რომლებშიც აკრომეგალიის შექცევადი კლინიკური ნიშნების გაქრობა აღინიშნება, შესაძლებელია დოზის შემცირება 10მგ–მდე ყოველ 4 კვირაში. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით პაციენტების ამ ჯგუფში, სავალდებულოა შრატში ზრდის ჰორმონისა, IGF1 კონცენტრაციებისა და აკრომეგალიის კლინიკური ნიშნების/სიმპტომების საგულდაგულო კონტროლი.

სანდოსტატინი LAR-ის სტაბილურ დოზაზე მყოფ პაციენტებისათვის, შრატში ზრდის ჰორმონისა და IGF1 კონცენტრაციების კონტროლი უნდა მოხდეს ყოველ 6 თვეში.

პაციენტებისათვის, რომლებშიც ქირურგიული ოპერაცია ან რადიოთერაპია ვერ უტარდებათ ან უშედეგოა ან რადიოთერაპიის კურსებს შორის შუალედურ პერიოდში, სანამ რადიოთერაპიის ეფექტი გამოვლინდება, სანდოსტატინი LAR-ით მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდებულია სანდოსტატინის კანქვეშ საცდელი დოზების გამოყენება, რათა შეფასდეს ოქტრეოტიდის სისტემური ტოლერანტობა და ორგანიზმის საპასუხო რეაქცია და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს სანდოსტატინ ლარით მკურნალობის დაწყების საკითხი.

გასტრო-ენტერო-პანკრეასული ენდოკრინული სიმსივნეები პაციენტებისათვის, რომლებიც დამყოლნი არიან სანდოსტატინის კანქვეშა ინექციებისადმი, რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება 20მგ სანდოსტატინი LAR-ით (4 კვირიანი ინტერვალებით). ამასთან მკურნალობა სანდოსტატინის კანქვეშა ინექციებით უნდა გაგრძელდეს წინა ეფექტური დოზირებით 2 კვირის განმავლობაში სანდოსტატინი LAR-ის პირველი ინექციიდან.

პაციენტებისათვის, რომლებსაც ადრე არ უმკურნალიათ სანდოსტატინის კანქვეშა ინექციებით, რეკომენდებულია კანქვეშა სანდოსტატინით დაწყება დოზით 0,1მგ დღეში სამჯერ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით 2 კვირა), რათა შეფასდეს მკურნალობის დაწყებამდე ოქტრეოტიდის სისტემური ტოლერანტობა და საპასუხო რეაქცია.

პაციენტებისათვის, რომლებშიც სიმპტომები და ბიოლოგიური მარკერები კარგად კონტროლდება მკურნალობის 3 თვის შემდეგ, დოზა შეიძლება შემცირდეს სანდოსტატინი LAR-ის 10მგ-მდე, პერიოდულობით ყოველ 4 კვირაში ერთხელ.

პაციენეტებისათვის, რომლებშიც სიმპტომები მკურნალობის 3 თვის შემდეგ მხოლოდ ნაწილობრივ კონტროლდება, დოზა შეიძლება გაიზარდოს სანდოსტატინი LAR-ის 30მგ-მდე ყოველ 4 კვირაში.

სანდოსტატინ LAR-ით მკურნალობის ფონზე შესაძლოა განვითარდეს გასტრო-ენტერო-პანკრეასული ენდოკრინული სიმსივნეების კლინიკური ნიშნების გამოვლინება. ეს უმეტესწილად ხდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 2 თვის განმავლობაში, სანამ ოქტრეოტიდის კონცეტრაცია პლაზმაში მიაღწევს თერაპიულ მაჩვენებლებს. ასეთ დღეებში რეკომენდებულია სანდოსტატინის კანქვეშა ინექციები იმ დოზით, რომელიც გამოიყენებოდა სანდოსტატინ LAR-ით მკურნალობის დაწყებამდე.

გამოყენება პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით თირკმლის ფუნქციის დარღვევა ზეგავლენას არ ახდენს ოქტრეოტიდის საერთო ექსპოზიციაზე (AUC). ამიტომ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა სანდოსტატინი LAR-ის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება პაციენტებში ღვიძლის დარღვეული ფუნქციით კვლევებში, სადაც სანდოსტატინი გამოიყენებოდა კანქვეშ და ინტრავენურად, ნაჩვენები იყო, რომ პრეპარატის გამოყოფა შეიძლება შემცირდეს პაციენტებში ღვიძლის ციროზით, თუმცა ეს არ აღინიშნებოდა პაციენტებში ცხიმოვანი ჰეპატოზით. ოქტრეოტიდის ფართო თერაპიული დიაპაზონის გამო, პაციენტებში ღვიძლის ციროზით სანდოსტატინი LAR-ის დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.

გამოყენება ხანდაზმულებში კვლევებში, კანქვეშა სანდოსტატინის გამოიყენებისას, დოზის კორექცია ≥65 წლის ასაკის პირებში საჭირო არ იყო. ამიტომ, პაციენტების ამ ჯგუფში არც სანდოსტატინ LAR-ის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება ბავშვებში ბავშვებში სანდოსტატინი LAR-ის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. უკუჩვენებები ჰიპერმგრძნობელობა ოქტრეოტიდის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების (იხ. დამხმარე ნივთიერებები) მიმართ.

გამოყენებისა და მოხმარების წესები

სანდოსტატინ LAR-ის კუნთში ინექციის ინსტრუქციები:

მხოლოდ დუნდულა კუნთში ღრმა ინექციისათვის

შემადგენლობა: ერთი ბოთლი სანდოსტატინ LAR-ით, ერთი შპრიცი გამხსნელი ხსნარით + ორი ნემსი.

დაიცავით ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები, რათა უზრუნველყოთ კუნთში ინექციამდე ფხვნილის სრული გახსნა და მისი ერთგვაროვანი სუსპენდირება.

სანდოსტატინ LAR-ის სუსპენზია უნდა დამზადდეს უშუალოდ გამოყენების წინ.

სანდოსტატინ LAR შეჰყავს მხოლოდ კარგად ტრენირებულ მედმუშაკს.

1. აცალეთ სანდოსტატინ LAR-ის ბოთლსა და შპრიცს მიიღოს ოთახის ტემპერატურა. სანდოსტატინ LAR-ის ბოთლს მოხსენით თავსახური. დარწმუნდით, რომ ფხვნილი ბოთლის ფსკერზეა დალექილი.

2. შპრიცს მოაცილეთ თავსახური, შპრიცს მიამაგრეთ ერთ-ერთი ნემსი.

3. მოახდინეთ ბოთლის რეზინის საცობის დეზინფექცია ალკოჰოლის ტამპონით. შეიყვანეთ ნემსი სანდოსტატინ LAR-ის ბოთლის რეზინის საცობის ცენტრში.

4. ფაქიზად, ისე რომ არ შევეხოთ ფხვნილს, გადავიტანოთ შპრიცის შიგთავსი ბოთლში. გამხსნელს ნუ შევიყვანთ პირდაპირ ფხვნილში. ამოიღეთ ნემსი ბოთლიდან.

5. ხელს ნუ ახლებთ ბოთლს, მანამ სანამ გამხსნელი ბოლომდე არ გაჟღინთავს სანდოსტატინ LAR-ის ფხვნილს (სულ მცირე 2-5 წუთი). ბოთლის გადმოყირავების გარეშე, შეამოწმეთ ფხვნილი ბოთლის კედლებსა და ფსკერზე. მშრალი წერტილების არსებობისას, დააცადეთ ცოტა ხანი. ამ ეტაპზე, მოამზადეთ პაციენტი ინექციისათვის.

6. დასველების დასრულების შემდეგ, ბოთლი უნდა დატრიალდეს 30-60 წამის განმავლობაში რძისმაგვარი სუსპენზიის მისაღებად. ძლიერად ნუ შეანჯღრევთ ბოთლს, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს სუსპენზიიდან ფიფქების გამოთავისუფლება და ის უვარგისი გახადოს.

7. დაუყოვნებლივ შეიყვანეთ ნემსი რეზინის საცობში და ნემსის წაკვეთილი ნაწილი შეიყვანეთ სუსპენზიაში და ბოთლის დაჭერით 45 გრადუსის დახრით, ნელა გადმოიტანეთ ბოთლის შიგთავსი შპრიცში. ნუ გადმოაბრუნებთ ბოთლს შპრიცის ავსებისას, ვინაიდან ამან შეიძლება პრეპარატის რაოდენობაზე იქონიოს ზეგავლენა.

8. ნორმალურია სუსპენზიის მცირე რაოდენობა დარჩეს ბოთლის კედლებსა და ფსკერზე. 9. დაუყოვნებლივ შეცვალეთ ნემსი.

10. ინექცია სუსპენზიის დამზადებისთანავე უნდა გაკეთდეს. ნელა გადმოაბრუნეთ შპრიცი, ერთგვაროვანი სუსპენზიის შენარჩუნებით გამოდევნეთ შპრიციდან ჰაერი.

11. მოახდინეთ საინექციო ადგილის დეზინფექცია ალკოჰოლით გაჟღენთილი ტამპონით.

12. შეიყვანეთ ნემსი მარჯვენა ან მარცხენა დუნდულა კუნთში და დარწმუნდით, რომ სისხლძარღვი არ არის დაზიანებული, ნელა შეიყვანეთ პრეპარატი მუდმივი წნევით, თუ ნემსი გაიჭედა გამოიყენეთ იგივე დიამეტრის ახალი ნემსი (1.1 მმ 19 კალიბრიანი) სანდოსტატინ LAR შეჰყავთ მხოლოდ ღრმა ინექციით დუნდულა კუნთში, არასოდეს ინტრავენურად, სისხლძარღვის დაზიანების შემთხვევაში, გამოცვალეთ ნემსი და შეარჩიეთ სხვა საინექციო ადგილი.

რეკომენდაციები პაციენტების მართვისათვის სანდოსტატინ LAR-ით მკურნალობის დროს ნაღველ-კენჭობანი დაავადების განვითარებასთან მიმართებაში.

1. ოქტრეოტიდით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა.

2. სანდოსტატინ LAR-ით მკურნალობის მსვლელობისას რეკომენდებულია ნაღვლის ბუშტის განმეორებითი პერიოდული ულტრაბგერითი გამოკვლევა. სასურველია 6 თვიანი ინტერვალებით.

3. თუ მკურნალობის დაწყებამდე ნაღვლის ბუშტში უკვე არსებობს კენჭები, უნდა შეფასდეს სანდოსტატინ LAR-ის პოტენციური სარგებელი, და ნაღვლკენჭოვან დაავადებასთან დაკავშრებული რისკი. დღეისათვის არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ სანდოსტატინი LAR უარყოფით ზეგავლენას ახდენს უკვე არსებული ნაღვლკენჭოვან დაავადებების მიმდინარეობასა თუ პროგნოზზე.

4. პაციენტების მკურნალობის ტაქტიკა სანდოსტატინ LAR-ის გამოყენების დროს ნაკღვლკენჭოვანი დაავადებების განვითარებისას:

ა. ასიმპტომური

სანდოსტატინ LAR-ით მკურნალობის გაგრძელება შეიძლება, სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ. ამ დროს არანაირი ქმედება არ არის აუცილებელი, მონიტორინგის გაგრძელების გარდა.

ბ. სიმპტომური

სანდოსტატინ LAR-ის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს ან შეწყდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ. სხვა მხრივ, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების მკურნალობა შეიძლება ისევე, როგორც ნებისმიერი სიმპტომატური ნაღვლკენჭოვანი დაავადებისა. ეს შეიძლება მოიცავდეს ნაღვლის მჟავებით კომბინირებულ მკურნალობას (მაგ. ქენოდეზოქსიქოლის მჟავა კომბინაციაში ურსოდეზოქსიქოლის მჟავასთან, ან მონოთერაპიას ურსოდეზოქსიქოლის მჟავით) ულტრაბგერითი მონიტორინგით – კენჭების საბოლოოდ გაქრობამდე. დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ გთხოვთ იხილოთ ადგილობრივად დამტკიცებული ინფორმაცია.

გვერდითი მოვლენები

ოქტრეიტიდით მკურნალობის დროს ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენები მოიცავს: კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევებს, ნერვული სისტემის დარღვევებს, ჰეპატობილიარულ დარღვევებსა და მეტაბოლიზმისა და კვებით დარღვევებს. ოქტრეოტიდის გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში აღინიშნებოდა: ხშირად – დიარეა, მუცლის არეში სპასტიური ტკივილები, შეკრულობა, მეტეორიზმი; ხანდახან – ქოლეცისტიტი; იშვიათად – სტეატორეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერვა, კენჭების წარმოქმნა ნაღვლის ბუშტში; ძალიან იშვიათად – მწვავე პანკრეატიტი, ანორექსია, ფაღარათი, მწვავე ჰეპატიტი ქოლესტაზის გარეშე, ჰიპერბილირუბინემია, ტუტე ფოსფატაზას, გამა გლუტამილ ტრანსფერაზას და ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მოვლენები, რომლებიც მწვავე გაუვალობას მოგვაგონებს: მუცლის პროგრესული შებერილობა, ეპიგასტრიუმში გამოხატული ტკივილი, მუცლის ფარის დაჭიმულობა, კუნთოვანი „დაცვა“.

ენდოკრინული სიტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ჰიპოგლიკემია, ჰიპერგლიკემია.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანდახან – ბრადიკარდია, ტაქიკარდია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – ქოშინი.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობა, გამონაყარი; ძალიან იშვიათად – ანაფილაქსია.

დერმატოლოგიური რეაქციები: იშვიათად – თმის დროებითი გაცვენა.

ადგილობრივი რეაქციებიდან: ხშირად – ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება და გაღიზიანება. სხვა: მართალია ცხიმის გამოყოფა განავალით შესაძლოა გაიზარდოს, დღემდე არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ოქტრეოტიდით ხანგრძლივი მკურნალობა იწვევს კვების დეფიციტის განვითარებას შეწოვის დარღვევის გამო (მალაბსორბციას).

აკრომეგალიისა და კარცინოიდული სინდრომის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა ეკგ ცვლილებები QT გახანგრძლივებით, ღერძის გადახრით, ადრეული რეპოლარიზაციით, დაბალი ვოლტაჟით, R/T გადასვლით, R ტალღის ადრეული პროგრესიით და არასპეციფიკური ST-T ტალღის ცვლილებებით. ამ მოვლენების კავშირი ოქტრეოტიდ აცეტატთან არ არის დადგენილი, ვინაიდან მრავალ ამ პაციენტს გულის დაავადება აწუხებდა (იხ. განსაკუთრებული მითითებანი). შემდეგი გვერდითი მოვლენები, რომლებიც მოცემული 1 ცხრილში, აღინიშნებოდა ოქტრეოტიდის კლინიკურ კვლევებში:

გვერდითი მოვლენები (ცხრილი 1) წარმოდგენილია სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი ( ≥ 1/10); ხშირი ( ≥ 1/100, < 1/10); არახშირი ( ≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი ( ≥ 1/10000, < 1/1000); ძალიან იშვიათი ( ≥ 1/10000), ერთეული შემთხვევების ჩათვლით სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი მოვლენები სიმძიმის კლებადობის მიხედვით.

ცხრილი 1 კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენები

გასტროინტესტინალური დარღვევები

ძალიან ხშირი:ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, შეკრულობა, მეტეორიზმი.

ძალიან ხშირი:დისპეფსია, ღებინება, მუცლის შებერილობა, სტეატორეა, თხიერი განავალი, განავლის გაუფერულება.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან ხშირი:თავის ტკივილი

ხშირი:თავბრუ

ენდოკრინული დარღვევები

ხშირი:ჰიპოთირეოიდოზი, ფარისებრი ჯირკვლის დისფინქცია (მაგ. დაქვეითებული TSH, დაქვეითებული საერთო T4 და თავისუფალი T4)

ჰეპატობილიარული დარღვევები

ძალიან ხშირი:ქოლელითიაზი

ხშირიქოლეცისტიტი, ჰიპერბილირუბინემია

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ძალიან ხშირი:ჰიპერგლიკემია

ხშირი:ჰიპოგლიკემია, გლუკოზის მიმართ დარღვეული ტოლერანტობა, ანორექსია

არახშირიდეჰიდრატაცია

ზოგადი და რეაქციები ინექციის ადგილას

ძალიან ხშირი:მომატებული ტრანსამინაზების დონე

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები

ხშირი:ქავილი, გამონაყარი, ალოპეცია

სასუნთქი სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი:დისპნოე

გულსისხლძარღვოვანი დარღვევები

ხშირი:ბრადიკარდია

არახშირი:ტაქიკარდია

პოსტმარკეტინგული სპონტანურად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები მოცემულია ცხრილ 2-ში, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი განვითარების სიხშირისა და წამალთან მიზეზებრივი კავშირის დადგენა.

სპონტანურად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები

იმუნური დარღვევებიანაფილაქსია, ალერგიული/ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევებიჭინჭრის ციება

ჰეპატობილიარული დარღვევებიმწვავე პანკრეატიტი, მწვავე ჰეპატიტი ქოლესტაზის გარეშე, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ქოლესტაზი, სიყვითლე, ქოლესტაზური სიყვითლე

გულსისხლძარღვთა დარღვევებიარითმიები

გამოკვლევებიმომატებული ტუტე ფოსფატაზას დონე, მომატებული გამა გლუტამილ ტრანსფერაზას დონე

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა ორსულებში სათანადო და კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. პოსტმარკეტინგული გამოცდილებით, მონაცემები ორსულობათა შეზღუდულ რაოდენობაზე მოიპოვება პაციენტებში აკრომეგალიით, თუმცა შემთხვევათა ნახევარში გამოსავალი უცნობი იყო. ქალების უმეტესობა იმყოფებოდა ოქტრეოტიდის ზემოქმედების ქვეშ ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, დოზით 100-დან 300 მიკროგრამამდე დღეში კანქვეშ ან სანდოსტატინი LAR-ის მიღებით 20–30მგ/თვეში. შემთხვევათა დაახლოებით 70%–ში ცნობილი გამოსავალით, შერჩეულმა ქალებმა თვითნებურად გადაწყვიტეს ორსულობის დროს ოქტრეოტიდით მკურნალობის გაგრძელება. შემთხვევათა უმრავლესობაში დაიბადნენ ჯანმრთელი ახალშობილები, თუმცა პირველ ტრიმესტრში ასევე ადგილი ჰქონდა სპონტანური აბორტისა და ხელოვნური აბორტის რამდენიმე შემთხვევას.

არ აღინიშნებოდა ოქტრეოტიდით გამოწვეული თანდაყოლილი ანომალიები ან დეფექტები.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებენ ოქტრეოტიდის პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე ორსულობის დროს ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა თუ პოსტნატალურ განვითარებაზე, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ფიზიოლოგიური განვითარების მხრივ ტრანზიტორული ჩამორჩენის რამდენიმე შემთხვევას (იხ. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).

სანდოსტატინი ორსულებში მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება (იხ. განსაკუთრენული მითითებანი).

ლაქტაცია უცნობია გამოიყოფა თუ არა ოქტრეოტიდი დედის რძეში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენეს ოქტრეოტიდის გამოყოფა დედის რძეში. სანდოსტატინით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება არ შეიძლება.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე სანდოსტატინი LAR-ის ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები

ზოგადი ჰორმონის მასეკრეტირებელი ჰიპოფიზის სიმსივნეები შეიძლება გაიზარდონ და გამოიწვიონ მძიმე გართულებები (მაგ. მხედველობის ველის დეფექტები), მნიშვნელოვანია, ყველა პაციენტის სათანადო მონიტორინგი. სიმსივნის ზრდის რაიმე ნიშნის გამოვლენისას, რეკომენდებულია ალტერნატიული პროცედურები. ზრდს ფაქტორის 1 (ICF-1) კონცენტრაციის ნორმალიზაციის თერაპიულმა ეფექტმა მდედრობითი სქესის პაციენტებში აკრომეგალიით, შეიძლება პოტენციურად აღადგინოს ფერტილობა.

რეპროდუქციული ასაკის ქალებს ეძლევათ რეკომენდაცია, საჭიროების შემთხვევაში ოქტრეოტიდით მკურნალობის დროს, გამოიყენონ სათანადო კონტრაცეპტიული საშუალებები (იხ. ასევე ორსულობა და ლაქტაცია).

ოქტრეოტიდით ხანგრძლივი მკურნალობის დროს პაციენტებში სასურველია ფარისებრი ჯირკვლის მონიტორინგი.

სისხლძარღვოვანი მოვლენები აღინიშნება ბრადიკარდიის იშვითი გამოვლინება. შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი წამლების დოზების კორექცია, როგორიცაა ბეტა ბლოკატორები, კალციუმის არხების ბლოკატორები ან სითხისა და ელექტროლიტების წონასწორობის მაკონტროლებელი საშუალებები.

ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული მოვლენები სანდოსტატინის ხანგრძლივი მიღებისას რეციპიენტების 15-30%-ს შეიძლება განუვითარდეს ნაღვლკენჭოვანი დაავადება. ნაღველ–კენჭოვანი დაავადების ზოგად პოპულაციაში (40-60 წლის) გავრცელება დაახლოებით 5-20%–ია. აკრომეგალიით ან გასტრო-ენტერო-პანკრეასული სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტებში სანდოსტატინი LAR-ის ხანგრძლივი მკურნალობის სედეგების შეფასება მეტყველებს იმაზე, რომ სანდოსტატინი LAR-ით მკურნალობა, კანქვეშა სანდოსტატინით მკურნალობასთან შედარებით, არ ზრდის ნაღვლკენჭოვანი დაავადების სიხშირეს. თუმცა რეკომენდებულია ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევა სანდოსტატინი LAR-ით მკურნალობის დაწყებამდე და შემდგომ 6 თვიანი ინტერვალებით. ნაღვლის კენჭების წარმოქმნისას, ისინი ხშირად ასიმპტომატურია; სიმპტომატური კენჭების მკურნალობა ხდება ან ნაღვლის მჟავებით გახსნის თერაპიით ან ქირურგიული ოპერაციით (იხ. „სანდოსტატინი LAR-ით მკურნალობის დროს ნაღვლკენჭოვანი დაავადების განვითარებასთან მიმართებაში პაციენტთა მკურნალობის რეკომენდაციები“).

გლუკოზის მეტაბოლიზმი ზრდის ჰორმონზე, გლუკაგონსა და ინსულინის გამოყოფაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების გამო, სანდოსტატინი LAR-მა შეიძლება ზეგავლენა იქონიოს გლუკოზის ცვლაზე. ჭამის შემდგომი გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა შეიძლება დაირღვეს. როგორც აღნიშნულია, პაციენტებში სანდოსტატინი LAR-ით მკურნალობის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში, ხანგრძლივი გამოყენების შედეგად შეიძლება განვითარდეს პერსისტული ჰიპერგლიკემიის მდგომარეობა.

პაციენტებში თანმხლები I ტიპის შაქრიანი დიაბეტით, სანდოსტატინი LAR ნაკლებად ახდენს ზეგავლენას გლუკოზის რეგულაციაზე და ინსულინის მოთხოვნილება შეიძლება შემცირდეს. დიაბეტის არ მქონე პაციენტებსა და მე-II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში ნაწილობრივ ინტაქტური ინსულინის რეზერვებით, სანდოსტატინი LAR-ის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭამის შემდგომი გლიკემიის მომატება. ამიტომ რეკომენდებულია გლუკოზის ტოლერანტობისა და ანტიდიაბეტური მკურნალობის მონიტორინგი.

პაციენტებში ინსულინომათი, ოქტრეოტიდით მკურნალობის ფონზე შეიძლება გაძლიერდეს და უფრო გამოხატული გახდეს ჰიპოგლიკემია (რადგან ზრდის ჰორმონისა და გლუკაგონის სეკრეციაზე მისი დამთრგუნველი ზემოქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე ინსულინის სეკრეციაზე. ამასთან ინსულინის სეკრეციაზე მისი მაინჰიბირებელი ზემომოქმედება უფრო ხანმოკლეა). აუცილებელია ასეთი პაციენტების სათანადო მონიტორინგი.

კვება ოქტრეოტიდმა ზოგიერთ პაციენტში შეიძლება შეცვალოს ცხიმების აბსორბცია კუჭ–ნაწლავში.

ზოგიერთ პაციენტეში აღინიშნება B12 დაქვეითენული დონე და პათოლოგიური შილინგის ტესტი ოქტრეოტიდით მკურნალობის დროს. B12 ვიტამინის დონის მონიტორინგი რეკომენდებულია სანდოსტატინი LAR-ით მკურნალობის დროს, ასევე პაციენტებში B12 ვიტამინის დეფიციტით.

ლიკვიდაციის განსაკუთრებული მითითებანი

ნებისმიერი გამოუყენებელი ან ნარჩენი მასალები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნილებების შესაბამისად.

ჭარბი დოზირება

სანდოსტატინი LAR-ით შემთხვევითი ჭარბი დოზირების შემთხვევათა შეზღუდული რაოდენობა აღინიშნება.

სანდოსტატინი LAR-ის დოზა აღწევდა 100მგ-163მგ/თვეში. ერთადერთი გამოვლენილი გვერდითი მოვლენა იყო წამოხურებები. აღინიშნებოდა კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სანდოსტატინი LAR-ის 60 მგ/თვეში და 90მგ/2 კვირაში. ეს დოზები ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება; თუმცა, აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ხშირი შარდვა, სისუსტე, დეპრესია, შფოთვა, კონცენტრაციის უნარის დაკარგვა. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატურია.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

მწვავე ტოქსიურობა თაგვებში ჩატარებულმა ოქტრეოტიდის მწვავე ტოქსიურობის შემსწავლელმა კვლევებმა გამოავლინეს LD50 მაჩვენებლები 72მგ/კგ მისი ინტრავენურად და 470მგ/კგ კანქვეშა გზით გამოყენებისას. ოქტრეოტიდის ინტრავენური მწვავე ტოქსიკურობის LD50 მაჩვენებელი ვირთაგვებში იყო 18მგ/კგ. ოქტრეოტიდს კარგად იტანენ ძაღლები, რომლებიც მას ღებულობდნენ 1მგ/კგ წონაზე ინტრავენური ბოლუსური ინექციებით.

განმეორებითი დოზების ტოქსიურობა განმეორებითი დოზირების შესწავლისას ვირთაგვებში სანდოსტატინ LAR-ის 2.5 მგ კუნთში ინექციებით 50მგ-იანი მიკროსფეროებით ყოველ 4 კვირაში 21 კვირის განმავლობაში, ნეკროფსიით 26-ე კვირაზე, წამალთან დაკავშირებული ნეკროფსიის ნიშნები არ აღინიშნებოდა. ერთადერთი მნიშვნელოვანი ჰისტოლოგიური ნიშანი აღინიშნებოდა ინექციის ადგილას ნამკურნალებ და საკონტროლო ცხოველებში. ნამკურნალებში მიკროსფეროები იწვევდნენ შექცევად გრანულომატოზურ მიოზიტს. სანდოსტატინ LAR-ის ერთჯერადი ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ ვირთაგვებსა და ბოცვრებში მიკროსფეროების ბიოდეგრადაცია სრული იყო ინექციიდან 75-ე დღეს ორივე სახეობაში.

მუტაგენობა in vitro გამოკვლევებისას ბაქტერიულ და ძუძუმწოვართა უჯრედების ტესტ სისტემებში ოქტრეოტიდს და/ან მის მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ მუტაგენური პოტენციალი. ქრომოსომული ცვლილებების მომატებული სიხშირე აღინიშნებოდა V75 ჩინური ზაზუნას უჯრედებში in vitro, თუმცა მხოლოდ მაღალი და ციტოტოქსიური კონცენტრაციებით. ქრომოსომული აბერაციები არ იყო მომატებული ადამიანის ლიმფოციტებში ოქტრეოტიდ აცეტატთან ერთად in vitro. კლასტროგენური აქტივობა არ აღინიშნებოდა თაგვების ძვლის ტვინში ოქტრეოტიდს ინტრავენური ინექციების დროს (მიკრობირთვის ტესტი). ასევე არ აღინიშნებიდა გენოტოქსიურობა სპერმატოზოიდების თავებზე მამრ თაგვებში დნმ-ს აღდგენის ანალიზის გამოყენებით. In vitro ბაქტერიული ანალიზებით ტესტირებისას მიკროსფეროები მოკლებულნი იყვნენ მუტაგენურ პოტენციალს.

კანცეროგენობა/ქრონიკული ტოქსიურობა გამოვლინდა ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში, როდესაც კანქვეშა სანდოსტატინი გამოიყენებოდა დოზით 125მგ/კგ წონაზე. აღინიშნებოდა ფიბროსარკომები, უპირატესად მამრ ცხოველებში, კანქვეშა ინექციის ადგილას 52, 104 და 113/166 კვირის შემდეგ. ადგილობრივი სიმსივნეები ასევე განვითარდა საკონტროლო ვირთაგვებზე, თუმცა გამაღიზიანებელი ეფექტით გამოწვეული ფიბროპლაზიით, გაძლიერებული ლაქტატის/მანიტოლის მჟავე გამხსნელით. ქსოვილის ეს არასპეციფიკური რეაქციები სპეციფიკური აღმოჩნდა ვირთაგვებისათვის. სიმსივნური დაზიანებები არ გამოვლინდა არც თაგვებში, რომლებიც დღიურად ღებულობდნენ სანდოსტატინის კანქვეშა ინექციებს დოზით 2მგ/კგ 98 კვირის განმავლობაში, და არც ძაღლებში, რომლებიც მკურნალობდნენ დღიური კანქვეშა დოზებით 52 კვირის განმავლობაში. კანცეროგენობის 116 კვირიანმა კვლევამ ვირთაგვებზე კანქვეშა სანდოსტატინით გამოავლინა საშვილოსნოს ენდომეტრიული ადენოკარცინომები, მათი სიხშირე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო მაქსიმალური დოზის 1.25მგ/კგ დღეში გამოყენებისას. ეს მონაცემები დაკავშირებული იყო ენდომეტრიტის მომატებულ სიხშირესთან, საკვერცხის corpora lutea-ს შემცირებულ რაოდენობასთან, სარძევე ჯირკვლების ადენომების შემცირებასა და საშვილოსნოს ჯირკვლოვან და სანათურის გაფართოებასთან, რაც ჰორმონალური დისბალანსის მანიშნებელი მდგომარეობაა. არსებული ინფორმაცია ნათლად უჩვენებს, რომ ენდოკრინული სიმსივნეების მახასიათებლები ვირთაგვებში არის სახეობა-სპეციფიკური და უმნიშვნელო ადამიანებში წამლის გამოსაყენებლად.

რეპროდუქციული ტოქსიურობა როგორც პრე-, პერი – და პოსტნატალური კვლევით იქნა დადგენილი დღეში 1 მგ/კგ წონაზე კანქვეშა დოზებით პრეპარატის გამოყენება მდედრ ვირთაგვებში, მათ ფერტილობაზე, რეპროდუქციაზე და შთამომავლების განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენას არ ახდენდა. ფიზიოლოგიურ ზრდაში ჩამორჩენა აღინიშნებოდა ზოგიერთ ლეკვში, რაც ტრანზიტორული იყო და დაკავშირებული იყო ზრდის ჰორმონის ჭარბი ფარმაკოლოგიური აქტივობით გამოწვეულ ინჰიბირებასთან.

დამხმარე ნივთიერებები

ბოთლი პოლი (DL-ლაქტიდ-კო-გლიკოლიდი) 78.35% ნომინალური წონისა; სტერილური მანიტოლი 17.0% ნომინალური წონისა.

შპრიცი ერთი შპრიცი (გამხსნელი პარენტერალური გამოყენებისათვის) შეიცავს: ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზას 12.5მგ, მანიტოლს 15მგ და საინექციო წყალს q.s.ad 2.5მლ. სხვადასხვა ქვეყნებში ფარმაცევტული ფორმულა შეიძლება განსხვავდებოდეს.

შეუთავსებლობა სანდოსტატინ LAR-ის საინექციო მიკროსფეროები გამოიყენება ერთჯერადი დოზის კონტეინერებით, სხვა პრეპარატებთან განზავების გარეშე. ამიტომ სხვა პრეპარატებთან შეთავსებადობის მონაცემები არ მოიპოვება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ოქტრეოტიდი აქვეითებს ციკლოსპორინის ნაწლავებში შეწოვას და აყოვნებს ციმეტიდინის შეწოვას. ოქტრეოტიდისა და ბრომოკრიპტინის თანმხლები გამოყენება ზრდის ბრომოკრიპტინის ბიოშეღწევადობას. არსებობს მონაცემები, რომ სომატოსტატინის ანალოგებს შეუძლიათ ისეთი ნავთიერებების მეტაბოლური კლირენსის დაქვეითება, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომ P450 იზოფერმენტების სისტემის მონაწილეობით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ზრდის ჰორმონის სუპრესიით. ვინაიდან არ შეიძლება ოქტრეოტიდის ამ ეფექტის გამორიცხვა, სხვა წამლები, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ით და რომლებსაც დაბალი თერაპიული ინდექსი გააჩნიათ (მაგ. ქინიდინი, ტერფენადინი) სიფრთხილით უნდა დაინიშნოს.

შენახვის პირობები და ვადები

შეინახეთ 2-80C ტემპერატურაზე (მაცივარში). შეინახეთ ბოთლი ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას. სანდოსტატინ LAR შეიძლება დარჩეს 250C – მდე ინექციის დღეს. მიუხედავად ამისა, სუსპენზია შეიძლება დამზადდეს კუნთში ინექციისთანავე. სანდოსტატინ LAR არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები სანდოსტატინ LAR ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით.

 

Share this...Share on Facebook
Facebook