ფლებოდია 600

  • თურმანიძის მალამოები

ფლებოდია 600. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დიოსმინი/DIOSMIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვენების მატონიზირებელი და ანგიოპროტექტორული საშუალება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთაში 15 ან 30 ც
1 ტაბ.
დიოსმინი…………… 600 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი აძლიერებს ვენების ტონუსს და ამცირებს მათ გაგანიერებას, რის ხარჯზეც უმჯობესდება ვენური ნაკადი (იგი აძლიერებს ნორადრენალის ტროპიზმს ვენების მიოციტების მიმართ). აუმჯობესებს მიკროცირკულაციას (აძლიერებს კაპილარების რეზისტენტობასა და მცირებს მათ განვლადობას). აღადგენს ქსოვილების ტროფიკას; აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მიოციტების კუმშვადი ცილის (ალფააქტინის) შემცველობის მომატების ხარჯზე იცავს ვენურ კედელს.

ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მაქსიმალურია პრეპარატის მიღებიდან 5 საათის შემდეგ. პრეპარატი თანაბრად ნაწილდება ვენური კედლის ყველა შრეში, განსაკუთრებით ღრუ ვენებში, ქვედა კიდურების ვენებში, ნაკლებად – ღვიძლში, თირკმელებსა და ფილტვებში. სხვა გამოკვლეულ ქსოვილებში პრეპარატი აღწევს უმნიშვნელო რაოდენობით.
დიოსმინით შერჩევითი დაგროვება ვენურ სისხლძარღვებში მაქსიმუმს აღწევს პრეპარატის მიღებიდან 9 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 96 საათის განმავლობაში. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად შარდით (79%), განავლით (11%), ნაღველით (2.4%).

ჩვენებები:
ქვედა კიდურების ქრონიკული ვენურ-ლიმფური უკმარისობა, მათ შორის გართულებულ სტადიაში (აუმჯობესებს ქსოვილების კვებას, ხსნის ტკივილს, სიმძიმის შეგრძნებას, დიმსკომფორტს, შეშუპებასა და სხვა ფუნქციონალურ სიმპტომებს);
ფუნქციური გენეზის ლიმფური დინების დარღვევა;
კაპილარების მომატებული განვლადობა;
ბუასილის გამწვავების პროფილაქტიკა და სიმპტომური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:
ლიმფოვენური უკმარისობის დროს: 1 ტაბლეტი დღეში, დილით, საუზმემდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 დღისა, რეკომენდებულია წელიწადში 2-3 მკურნალობის კურსის ჩატარება.
მწვავე ბუასილის დროს: 3 ტაბლეტი 3 დღის განმავლობაში და შემდეგ – 2 ტაბლეტი დღეში 4 დღის განმავლობაში ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში დისპეფსიური მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
დღემდე პრაქტიკაში არ არის აღნიშნული პრეპარატის არც ერთი უარყოფითი გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე და ნაყოფის განვითარებაზე, ვინაიდან იგი არ ხასიათდება ტოქსიკურობით და არ აღწევს პლაცენტურ ბარიერში. ორსულობის პერიოდში პრეპარატი უნდა დაინიშნოს ექიმს მეთვალყურეობის ქვეშ.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, რადგან არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გადადის თუ არა დიოსმინი დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:
არსებობს მონაცემები პრეპარატის ეფექტურობაზე სისხლდენების პროფილაქტიკისათვის, რომელიც ვითარდება საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენებისას, აგრეთვე ფლებექტომიის შემდგომ.

ჭარბი დოზირება:
არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL, INNOTERA CHOUZY, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook