ბელადონას რექტალური სუპოზიტორია

თურმანიძის მალამო

ბელადონას რექტალური სუპოზიტორია. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):ბელადონას ექსტრაქტი/ belladonnae

ბელადონას რექტალური სუპოზიტორიას  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბუასილის სამკურნალო საშუალებები


ბელადონას რექტალური სუპოზიტორია აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
სუპოზიტორები შეფერილობით თეთრი მოკრემისფროდან ღია ყავისფერამდე.

შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორია შეიცავს ბელადონას ექსტრაქტი ბლანტი – 0,015გ, სინთეზურ ფენოლს სამედიცინო მიზნებისათვის – 0,0014გ, ფუძეები სუპოზიტორებისათვის (პოლიეთილენოქსიდი 1500 და პოლიეთილენოქსიდი-400) – საკმარისი ოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით 1,52-დან 1,68-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ტკივილდამაყუჩებელი მოქმედება

ჩვენებები
გამოიყენება ბუასილისა და ანუსის ნაპრალების დროს.

მიღების წესები და დოზები
კონტურულ შეფუთვას ჭრიან მაკრატლით და ამოაქვთ სუპოზიტორები.
მიიღება რექტალურად 1 სუპოზიტორია დღე-ღამეში 2-3-ჯერ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10 სუპოზიტორია

გვერდითი მოვლენები
მომატებული მგრძნობელობისას ან პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ყაბზობა, გულისცემის შეგრძნება, გუგების გაფართოება, მხედველობის დარღვევა, იშვიათ შემთხვევებში – ფსიქომოტორული აღგზნება, კრუნჩხვები, შარდის შეკავება.
ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება წყდება_საჭიროა ექიმთან კონსულტაცია

უკუჩვენება
პრეპარატი უკუნაჩვენებია გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სავარაუდო სარგებლობა დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ყურადღების მაღალი კონცენტრაციის, სწრაფი ფსიქიკური და მოძრაობის რეაქციების აუცილებლობასთან (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, დაზგებზე მუშაობა და სხვ.)

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლამდე.

გამოშვების ფორმა: 15მგ რექტალური სუპოზიტორია #10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: შტადა, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook