მილგამა 100მგ

  • თურმანიძის მალამოები

  მილგამა 100მგ

მილგამა 100მგ–ის ზოგადი ინფორმაცია

მილგამა 100მგ. Milgama 100mg. B ჯგუფის ვიტამინების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები  – პირიდოქსინი + ბენფოტიამინი. Pyridoxin + Benfotiamine..  მწარმოებელი ფირმა – ვიორვაგ ფარმა გმბჰ და კო. კგ, (გერმანია).

მილგამა 100მგ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მილგამა 100მგ. Milgama 100mgგამოდის 100მგ დრაჟეს ფორმით. ერთი დრაჟე შეიცავს ბენფოთიამინს 100მგ, პირიდოქსინ ჰიდროქლორიდს 100მგ, და აგრეთვე მიკროკრისტალური ცელულოზას, აეროსილს, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ ცელულოზას, ტალკს პოვიდონს, ცხიმოვანი მჟავების გლიცერიდებს, შელაქს, საქაროზას, კალციუმის კარბონატს, აკაციის ფხვნილს, სიმინდის სახამებელს, ტიტანის ორჟანგს, პოლიეთილენ გლიკოლს-6000, გლიცერინს, ტვინს-80, გლიკოლის ცვილს.

მილგამა 100მგ–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მილგამა 100მგ–ის ფასები ფარმადეპოში
მილგამა 100მგ–ის ფასები ავერსში
მილგამა 100მგ–ის ფასები psp-ში
მილგამა 100მგ–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მილგამა 100მგ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მილგამა 100მგ–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მილგამა 100მგ–ის აქტიური ნივთიერებები

პირიდოქსინი + ბენფოტიამინი. Pyridoxin + Benfotiamine. პირიდოქსინს + ბენფოტიამინს მიაკუთვნებენ ვიტამინების და ვიტამინების მსგავსი საშუალებების ჯგუფს.

მილგამა 100მგ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ნევრიტი
  • ნევრალგია
  • პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.)
  • მიალგია
  • რადიკულარული სინდრომები
  • ნევრიტი რეტრობულბარული
  • ჰერპესი  სარტყელშემოწერილი
  • პარეზი სახის ნერვის
  • სისტემური ნევროლოგიური დაავადებები, რომელიც გამოწვეულია და ვიტამინების დადასტურებული დეფიციტით

მილგამა 100მგ–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები ახდენენ დადებით ზემოქმედებას ნერვების და მამოძრავებელი აპარატისა დეგენერატიულ და ანთებით დაავადებებზე. ისინი გამოიყენებიან არა დეფიციტიურ მდგომარეობების აღმოსაფხვრელად, არამედ დიდ დოზებით ფლობენ ანალგეზიურ თვისებებს, ხელს უწყობენ სისხლისმიმოქცევას და ახდენენ ნერვული სისტემის მუშაობის და სისხლისწარმოქმნის პროცესის ნორმალიზებას (ვიტამინი ).
ჩვენებები
გამოიყენება სიმპტომატიური თერაპიისთვის ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისას: ნევრიტი, ნევრალგია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.), მიალგია, რადიკულარული სინდრომები, რეტრობულბარული ნევრიტეი, სარტყელშემოწერილი ჰერპესი , სახის ნერვის პარეზი. სისტემური ნევროლოგიური დაავადებები, რომელიც გამოწვეულია და ვიტამინების დადასტურებული დეფიციტით.
მიღების წესები და დოზები
1-2 დრაჟე სამჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში საჭირო რაოდენობის სითხესთან ერთად .
მძიმე შემთხვევებში და მწვავე ტკივილებისას, სისხლში პრეპარატის დონის სწრაფი ზრდისათვის საჭიროა ერთი ინექცია (2 მლ) ღრმად კუნთში. გამწვავების გავლის შემდეგ და დაავადების მსუბუქ შემთხვევების დროს საჭიროა 1 ინექცია 2-3 ჯერ კვირაში. შემდგომში მკურნალობის გაგრძელებისთვის მიიღება თითო დრაჟე ყოველდღე.
გვერდითი მოვლენები
შესაძლო ალერგიული რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ოფლიანობა, ტახიკარდია, ჩნდება გამონაყარი(აკნე). აისახება კანის რეაქცია ქავილის, ჭინჭრის ციების სახით. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობიარობა, მაგალითად გამონაყარი, გართულებული სუნთქვა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი. პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არითმია, კრუნჩხვები, ეს მოვლენები შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების შედეგი.
უკუჩვენება
დეკომპენსირებული გულის უკმარისობის მძიმე და გამწვავებული ფორმები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება
პრეპარატში ბენზილის სპირტის შემცველობის გამო არ შეიძლება დანიშვნა ახალშობილებისთვის და განსაკუთრებით დღენაკლული ბავშვებისათვის.
ორსულობა და ლაქტაცია
ვიტამინს არ აქვს არავითარი უკუჩვენება 25 მგ-მდე დოზის ყოველდღიური მიღებისას ორსულობის და ლაქტაციის დროს. დრაჟე და ხსნარი შეიცავს 100 მგ პრეპარატს, და ამიტომ ამ შემთხევაში მათი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას ხდება პრეპარატის გვერდითი მოქმედების სიმპტომების გაძლიერება. პირველი დახმარება მდგომარეობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ამორეცხვაში, აქტივირებული ნახშირის მიღებაში, სიმპტომატიური თერაპიის დანიშვნაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თიამინი მთლიანად იშლება სულფიტის შემცველ ხსნარებში. სხვა ვიტამინები განიცდიან ინაქტივაციას B ვიტამინის დაშლის პროდუქტების თანაარსებობისას. ლევოდოპა ასუსტებს ვიტამინის თერაპევტული დოზის ეფექტურობას. ასევე შეიძლება წარმოიშვას ურთიერთქმედება ციკლოსერინთან, Д-პენიცილამინთან, ადრენალინთან, ნორადრენალინთან, სულფონამიდთან. ლიდოკაინის პარენტერალურ მიღებისას ადრენალინის და ნორადრენალინის დამატებით გამოყენებისას შესაძლებელია გულზე გვერდითი მოქმედების გაძლიერება. ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებების დოზის გადამეტების შემთხვევაში არ შეიძლება ადრენალინის და ნორადრენალინის დამატებითი გამოყენება.
თიამინი შეუთავსებელია დამჟანგავ რედუცირებად ნივთიერებებთან: ვერცხლისწყლის ქლორიდი, იოდიდებთან, კარბონატებთან, აცეტატთან, ტანინის მჟავასთან, რკინა-ამონიუმის-ციტრატთან, და აგრეთვე ფენობარბიტალ ნატრიუმთან, რიბოფლავინთან, ბენზილ-პენიცილინთან, გლუკოზასთან და მეტაბისულფიტთან. სპილენძი აჩქარებს თიამინის დაშლას; ამის გარდა თიამინი კარგავს თავის მოქმედებას pH – ის მნიშვნელობის გაზრდასთან ერთად (pH 3 – ზე მეტი).
ვიტამინი შეუთავსებადია მძიმე მეტალების მარილებთან. ხსნარები, რომლებიც შეიცავენ თიამინს , ვიტამინ , ისევე როგორც ჯგუფის სხვა ვიტამინები, სწრაფად იშლება ტიამინის დაშლის პროდუქტების გამო (რკინის იონების დაბალ კონცენტრაციას შეუძლია ამის შეჩერება). რიბოფლავინს ასევე ახასიათებს დესტრუქციული ზემოქმედება, განსაკუთრებით სინათლესთან ერთდროულ ზემოქმედებისას; ნიკოტინამიდი აჩქარებს ფოტოლიზს, მაშინ როდესაც ანტიოქსიდანტებს ახასიათებთ შემაფერხებელი ზემოქმედება.
შენახვის პირობები და ვადები
დრაჟე: არაუმეტეს 25 oC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვისათვის მიუწდომელ ადგილას.
ვარგისისანობის ვადა 5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტით

Share this...Share on Facebook
Facebook