პროგრაფი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტაკროლიმუსი/TACROLIMUS

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფის იმუნოდეპრესანტი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.
1 კაფს.
ტაკროლიმუსი…………        0.5 მგ
1 კაფს.
ტაკროლიმუსი ……………  1 მგ
1 კაფს.
ტარკოლიმუსი…………..      5 მგ
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
ტაკროლიმუსი………….       5 მგ
ფარმაკოლოგიურ თვისებები:
მოლეკულურ დონეზე ტაკროლიმუსის ეფექტები ვითარდება ციტოზოლური ცილის (FKBP12) (რომელიც პასუხისმგებელი უჯრედშიდა აკუმულაციაზე) მიერთების  მეშვეობით, კომპლექსი (FKBP12)  – ტაკროლიმუსი უერთდება კალცინევრინს სპეციფიკურად და კონკურენტულად და აინჰიბირებს მას, რასაც მივყავართ ტრანსდუქციის T უჯრედოვანი სასიგნალო გზების კალციუმდამოკიდებულ ინჰიბირებასთან და ამ გზით ლიმფოკინური გენების დისკრეტული ჯგუფის ტრანკრიპციის თავიდან აცილებასთან.
ტაკროლიმუსი წარმოადგენს მაღალაქტიურ იმუნოსუპრესორულ პრეპარატს: თრგუნავს ციტოტოქსიკური ლიმფოციტების ფორმირებას, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ტრანპლანტატის მოცილებაზე. დაბლა სწევს: T უჯრედების აქტივაციას (რომელიც დამოკიდებულია T ჰელპერებზე), B უჯრედების პროლიფერაციას, ასევე ლიმფოკინების ფორმირებას (ისეთის როგორიცაა ინტერლეიკინები-2, -3 γ-ინტერფერონი), ინტერლეიკინ-2-ის რეცეპტორის ექსპრესიას.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია: ტაკროლიმუსი აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. აბსორბციის ძირითადი ადგილია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა განყოფილება. ტაკროლიმუსის (Cmax) კონცენტრაცია სისხლში, პიკს აღწევს დაახლოებით 1-3 საათში. ზოგიერთ პაციენტებში კი აბსორბირდება განუწყვეტლივ, დიდი ხნის განმავლობაში და ადგილი აქვს აბსორბციის თანაბარ პროფილს.
ღვიძლის ტრანსპლანტატიან პაციენტებში, პრეპარატის პერორალური მიღებისას, (0.30 მგ/კგ-დღე-ღამეში) ავადმყოფთა უმეტესობაში პროგრაფის კონცენტრაციების თანაბარზომიერობა მიიღწეოდა 3 დღეში. სტაბილურ მდგომარეობაში მყოფი ღვიძლის ტრანსპლანტატიან პაციენტებში ცხიმების ზომიერი შემცველობის საკვების მიღების შემდეგ, პროგრაფის პერორალური მიღებისას, მისი ბიოშეღწევადობა მცირდებოდა. ასევე აღინიშნებოდა AUC ფარმაკოკინეტიკური მრუდისქვეშა ფართობის შემცირება 27%-ით. სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის Cmax-ის (50%-ით) და Tmax-ის გაზრდა (173%-ით). საკვებთან ერთობლივი მიღებისას მცირდებოდა პროგრაფის აბსორბციის სიჩქარე და ხარისხი.
ნაღვლის გამოყოფა პროგრაფის აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს. წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას შეიმჩნევა AUC-ს და მთლიანად სისხლში პრეპარატის მინიმალური დონის კორელაცია, ამასთან დაკავშირებით, პრეპარატის მინიმალური დონეების მონიტორინგი შეიძლება გამოდგეს პრეპარატის სისტემური მოქმედების ადექვატური შეფასებისათვის.
გადანაწილება: ადამიანის ვენაში შეყვანის შემდეგ ტაკროლიმუსის გადანაწილებას გააჩნია ორფაზიანი ხასიათი. სისტემურ სისხლის ნაკადში ტაკროლიმუსი მნიშვნელოვანი ხარისხით უერთდება ერითროციტებს. სისხლში პლაზმური კონცენტრაციების გადანაწილების შეფარდებაა დაახლოებით 20:1 სისხლის პლაზმაში პრეპარატი უპირატესად უერთდება ცილებს (98.8%) ძირითადად შრატის* ალბუმინს და α-მჟავა გლიკოპროტეინს.
ტაკროლიმუსი ღრმად ნაწილდება ორგანიზმში და განაწილების წონასწორული მოცულობა პლაზმური კონცენტრაციის საფუძველზე შეადგენს დაახლოებით 1300 ლ-ს (ჯანმრთელი მოხალისეები) შესაბამისი მოცულობა მთლიან სისხლში საშუალოდ შეადგენს 47.6 ლ-ს.
ტაკროლიმუსი წარმოადგენს დაბალი კლირენსის მქონე პრეპარატს. ჯანმრთელ მოხალისეებში საერთო კლირენსის საშუალო მაჩვენებელმა, შეადგინა 2.25 ლ/სთ.
ღვიძლის და თირკმლის ტრაპლანტატების მქონე მოზრდილ პაციენტებში ამ პარამეტრის მაჩვენებელმა შეადგინა შესაბამისად – 4.1 ლ/სთ და 6.7 ლ/სთ.
ღვიძლის ტრანსპლანტატის მქონე ბავშვებში, საერთო კლირენსის მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.
ტაკროლიმუსის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგძლივი და ცვალებადია.
ჯანმრთელ მოხალისეებში, სისხლიდან ნახევარგამოყოფის პერიოდის მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 43 სთ-ს.
მოზრდილი და ბავშვი პაციენტების (ღვიძლის ტრანსპლანტატით) ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ შესაბამისად – 11.7 სთ-ს და 12.4 სთ-ს, ხოლო თირკმლის ტრანპლანტატის მქონე მოზრდილ პაციენტებში კი 15.6 სთ-ს.
მეტაბოლიზმი: in vitro მოდელების გამოყენებისას გამოვლენილია 8 მეტაბოლიტი, რომელთა შორის იმუნოსუპრესორული მოქმედება გააჩნია მხოლოდ ერთს. ტაკროლიმუსი უმეტესწილად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომალური ციტოქრომით, P-4503A4 და იზოენზიმით (CYP3A4).
ექსკრეცია: 14C იზოტოპით ნიშნული ტაკროლიმუსი ვენური და პერორალური შეყვანისას რადიაქტიურ-ნიშნული პრეპარატის უმეტესობა გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად. დაახლოებით 2% გამოიყოფა შარდით. 1%-ზე ნაკლები შეუცვლელი ტაკროლიმუსი გამოვლენელია შარდში და განავალში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტაკროლიმუსი ელიმინაციამდე თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება. ელიმინაციის ძირითად გზას წარმოადგენს ნაღველი.
ჩვენებები:
ღვიძლის, თირკმლის და გულის ალოტრანსპლანტატის (მათ შორის, იმუნოსუპრესორული თერაპიის სტანდარტული რეჟიმების მიმართ რეზისტენტულის) თავიდან აცილება და მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
– პროგრაფის მიღება შეიძლება როგორც პერორალურად, ისე ვენაში შეყვანით. თუ საჭიროება მოითხოვს კაფსულის შიგთავსი შეიძლება გაიხსნას წყალში და შეიყვანოს ნაზოგასტრალური ზონდით. პროგრაფის დოზირების კორექტირება აუცილებელია მოხდეს პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად, ავადმყოფის სისხლში პრეპარატის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით.
პროგრაფი კაფსულები 0.5 მგ. პროგრაფი კაფსულები 1 მგ. პროგრაფი კაფსულები 5 მგ.
– რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის ორ მიღებაზე განაწილება (მაგალითად, დილას და საღამოს) კაფსულა უნდა დაილიოს ბლისტერიდან გამოღებისთანავე. ის უნდა გადაიყლაპოს სითხის დაყოლებით (უმჯობესია წყლით.)
– მაქსიმალური აბსორბციის მისაღწევად საჭიროა კაფსულების მშიერ კუჭზე მიღება (უზმოზე) ან როგორც მინიმუმ ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2-3 საათით გვიან.
– პროგრაფი საინექციო ხსნარის მოსამზადებელი 5 მგ/მლ ინტრავენური ინფუზიის მოსამზადებელი კონცენტრატი გამოიყენება მხოლოდ მისი შესაბამის გამხსნელში გახსნის შემდეგ.
– პროგრაფი საინფუზიო კონცენტრატის 5 მგ/მლ უნდა გაიხსნას 5%-იან დექსტროზის ან ფიზიოლოგიურ ხსნარში, შუშის, პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის ფლაკონებში. უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ გამჭვირვალე და უფერო ხსნარები.
– რეკომენდებული არ არის პრეპარატის სწრაფი შეყვანა, ხსნარის კონცენტრაცია უნდა მერყეობდეს 0.004-0.100 მგ/მლ-ის, ხოლო ინფუზიის საერთო მოცულობა კი 20-500 მლ-ის ფარგლებში.
! აუცილებელია გამოუყენებელი მომზადებული ხსნარი და საინფუზიო კონცენტრატის გახსნილი ამპულა დროულად გადავაგდოთ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ მისი დაბინძურება (კონტამინაცია).
პრეპარატის დოზის კორექცია, განსაკუთრებული პოპულაციის პაციენტებში.
პაციენტის გადაყვანის შემდეგ ციკლოსოპორინის დონის მონიტორინგი მისი კლირენსის შესაძლო დარღვევის გამო, უნდა გაგრძელდეს. რეკომენდაციები სისხლში პრეპარატის აუცილებელი კონცენტრაციის შესანარჩუნებლად:
• ოპერაციის ადრეულ პერიოდში საჭიროა სისხლში ტაკროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციების მონიტორინგი, პერორალური ხმარებისას პრეპარატის მინიმალური დონის განსაზღვრისათვის, სისხლის ნიმუშები უნდა ავიღოთ პრეპარატის მიღებიდან 24 საათში, უშუალოდ შემდგომი დოზის მიღების წინ.
• სისხლში პრეპარატის მონიტორინგის სიხშირე დამოკიდებული უნდა იყოს კლინიკურ მოთხოვნილებებზე. იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრაფი წარმოადგენს დაბალი კლირენსის პრეპარატს, დოზირების კორექციას შეიძლება დასჭირდეს გარკვეული დრო, მანამ სანამ სისხლში პრეპარატის დონე რეალური არ გახდება.
• სისხლში პრეპარატის მინიმალური დონეები უნდა გაკონტროლდეს დაახლოებით კვირაში 2-ჯერ. ადრეულ ტრანპლანტაციურ პერიოდში და შემდეგ პერიოდულად შემანარჩუნებელი თერაპიისას. ასევე აუცილებელია სისხლში პრეპარატის მინიმალური დონის კონტროლი პრეპარატის დოზის, იმუნოსუპრესორული რეჟიმის და სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციაზე მოქმედი სხვა პრეპარატების ერთობლივი მიღების დროს.
• კლინიკურ პრაქტიკაში ტრანსპლანტაციის ჩატარებას ადრეულ პერიოდში, ღვიძლის ტრანსაპლანტანტის რეციპიენტებში, სისხლში პრეპარატის დონე მერყეობდა 5-20 ნგ/მლ-ის, ხოლო თირკმლის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში 10-20 ნგ/მლ-ის ფარგლებში. აქედან გამომდინარე შემანარჩუნებელი თერაპიისას, სისხლში პრეპარატის კონცენტრაციები უნდა იყოს 5-15 ნგ/მლ, როგორც ღვიძლის ისე თირკმლის ტრანსპლანტანტის რეციპიენტებში.
ორსულობა და ლაქტაცია:
ადამიანებზე ჩატარებული წინაკლინიკური და კლინიკური კვლევები აჩვენებენ, რომ პრეპარატს შეუძლია გაიაროს პლაცენტარული ბარიერი. იმასთან  დაკავშირებით, რომ პროგრაფის უსაფრთხოება ორსულებში დამტკიცებულია არასაკმარისი ხარისხით, ამ პრეპარატის დანიშვნა ფეხმძიმეებში არ ხდება.
გვერდითი მოვლენები:
ქვემოთმოყვანილი არასასურველი რეაქციების უმეტესობა შექცევადი ან/და შემცირებადია დოზის დაწევისას. პერორალური მიღებისას, არასასურველი რეაქციების სიხშირე უფრო დაბალია, ვიდრე ვენური შეყვანისას.
ქვემოთ მოყვანილია (ქვემოთ მიმავალ რიგში) განვითარების სიხშირიდან გამომდინარე რეაქციები: ძალიან ხშირად (>1/10); ხშირად (>1/100, ბ1/10); არც ისე ხშირად (>1/1000, <1/100). იშვიათად (>1/10000, <1/1000). ძალიან იშვიათად (>1/10000 მათ შორის ერთეული შემთხვევები).
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ ძალიან ხშირად: ჰიპერტონია. ხშირად: ჰიპოტონია, ტაქიკარდია, არითმია, გამტარებლობის დარღვევა, თრომბოემბოლიური და იშემიური გამოვლინებები, სტენოკარდია, სისხლძარღვოვანი დაავადებები, არც ისე ხშირად: ეკგ-ს პარამეტრების გადახრები, ინფარქტი, გულის უკმარისობა, შოკი, მიოკარდის ჰიპერტროფია, გულის აგჩერება.
სმტ და ღვიძლის დაავადებები: ძალიან ხშირად: დიარეა, გულისრევა ან პირღებინება. ხშირად: სმტ-ის დისფუნქცია (მაგალითად დისპეფსია) ღვიძლის ფერმენტების დონის გადახრა, ტკივილი მუცლის არეში, შეკრულობა, წონის და მადის შეცვლა, წყლული, სიყვითლე, სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის დაავადებები. არც ისე ხშირად: ასციტი, ნაწლავური გაუვალობა (ილეუსი) ღვიძლის ქსოვილის დაზიანება, პანკრეატიტი; იშვიათად: ღვიძლის უკმარისობა.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემორაგია, ლეიკოციტოზი, კოაგულაციის დარღვევა; არც ისე ხშირად: ჰემატოპოეზური სისტემის უკმარისობა, მათ შორის პანციტოპენია, თრომბოციტული მიკროანგიოპათია.
თირკმლების მხრივ: ძალიან ხშირად: თირკმელის ფუნქციების მოშლა (მაგალითად კრეატინინის დონის მომატება სისხლის შრატში).
ხშირად: თირკმლის ქსოვილის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა. არც ის ხშირად: პროტეინურია.
მეტაბოლიზმი და ელექტროლიტები: ძალიან ხშირად: ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალიემია, შაქრიანი დიაბეტი. ხშირად: ჰიპომაგნიემია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერკალიემია, ჰიპერრურიკემია, ჰიპოკალციემია, აციდო-ზი, ჰიპონატრიემია, ჰიპოვოლემია, ელექტროლიტური ბალანსის სხვა დარღვევები, დეჰიდრატაცია. არც ისე ხშირად: ჰიპოპროტეინურია, ჰიპერფოსფატემია, ამილაზის დონის მომატება, ჰიპოგლიკემია.
საყრდენმამოძრავებელი სისტემის მხრივ: ხშირად: კრუნჩხვები, არც ისე ხშირად: მიასთენია, სახსრების დაავადება.
ნერვული სისტემა: გრძნობათა სისტემა: ძალიან ხშირად: ტრემორი, თავის ტკივილი, უძილობა. ხშირად შეგრძნების დარღვევა (მაგალითად პარესთეზიები) მხედველობის დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, თავბრუსხვევა, განგაში, ნევროზულობა, ძილის დარღვევა, ემოციური ლაბილობა, ჰალუცინაციები, სმენის დარღვევა, აზროვნების მოშლა, ენცეფალოპათიები. არც ისე ხშირად: ჰიპერტონია, თვალის დაავადებები, ამნეზია, კატარაქტა, მეტყველების დარღვევა, დამბლა, კომა, სიყრუე. ძალიან იშვიათად – სიბრმავე.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად: რესპირაციული ფუნქციის დარღვევა, მაგალითად (ქოშინი) პლევრალური ექსუდაცია. არც ისე ხშირად: ატელექტაზი, ბრონქოსპაზმი.
კანის მხრივ: ხშირად: ქავილი, ალოპეცია, გამონაყარი, ოფლიანობა, აკნე, ფოტომგრძნობელობა. არც ისე ხშირად: ჰირსუტიზმი. იშვიათად – ლეიელის სინდრომი. ძალიან იშვიათად: სტივენს-ჯონსის სიმპტომი.
შერეული გამოვლინებები: ძალიან ხშირად: ლოკალიზებული ტკივილი (მაგალითად ართრალგია). არცთუ ისე ხშირად: ცხელება, პერიფერიული შეშუპება, ასთენია, მოშარდვის დარღვევა. არც ისე ხშირად: გენიტალიების შეშუპება ქალებში.
ახალწარმონაქმნები: პაციენტები, რომლებიც იტარებენ იმუნოსუპრესორულ თერაპიას, მიეკუთვნებიან ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკის ჯგუფს. ტაკროლიმუსის გამოყენებისას აღინიშნება როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, მათ შორის ეპშტეინ-ბარის ვირუსი. ასოცირებული (EBV) ლიმფოპროტეინული დაავადებები და კანის კიბო.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ტაკროლიმუსის მომხმარებელ პაციენტებს აღენიშნებოდათ ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები.
ინფექციები: ისევე როგორც სხვა იმუნოსუპრესორული პრეპარატების მკურნალობისას, ასევე ტაკროლიმუსის მიღებისას აწეულია ინფექციური დაავადებების (ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული) რისკი. შესაძლებელია გართულდეს ადრე დიაგნოსტირებული ინფექციური დაავადებები.
იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს პარკუჭის და პარკუჭთაშორისი ძგიდის ჰიპერტროფიას (დარეგისტრირებულია როგორც კარდიომიოპათიები) უმეტეს შემთხვევებში ამ გამოვლინებებს გააჩნიათ წარმავალი ხასიათი,  და ძირითადად ვითარდება ბავშვებში, რომელთა სისხლში ტაკროლიმუსის მინიმალური კონცენტრაციები, მნიშვნელოვნად აჭარბებს რეკომენდებულ მაქსიმალურ დონეებს.
– სხვა ფაქტორებს, რომლებიც მაღლა სწევენ ასეთი გამოვლინებების რისკს, მიეკუთვნება: გულის ადრე არსებული დაავადება, კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ჰიპერტონია, თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქცია, ჭარბი სითხე ორგანიზმში და შეშუპება.
– ისევე, როგორც სხვა იმუნოსუპრესორული პრეპარატების გამოყენებისას პაციენტებშიც, რომლებიც იღებენ პროგრაფს, აღინიშნება EBV ლიმფოპროტეინული დარღვევების განვითარება. პაციენტებში, რომლებიც გადაიყვანეს პროგრაფით თერაპიაზე ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მკურნალობის დაწყებამდე არსებული გადაჭარბებული იმუნოსუპრესიით.
– პაციენტებს, რომლებიც გადაიყვანეს პროგრაფით თერაპიაზე ეკრძალებათ, თანმხლები ანტილიმფოციტარული თერაპიის გამოყენება. ძალიან პატარა EBV- სერო-ნეგატიურ ბავშვებში (2 წლამდე ასაკის) აღენიშნებათ ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების მომატებული რისკი (ავადმყოფების ამ ჯგუფში პროგრაფის გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია EBV ვირუსზე სეროლოგიური გამოკვლევა).
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ტაკროლიმუსზე ან სხვა მაკროლიდებზე. ასევე პოლი-ექსიეთილირებულ ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთზე (HCO-60) ან სტრუქტურულად დაკავშირებულ კომპონენტებზე.
განსაკუთრებული მითითებები:
ტრანსპლანტაციის ჩატარების საწყისი პერიოდის განმავლობაში, აუცილებელია შემდეგი პარამეტრების რუტინული მონიტორინგის განხორციელება:
◄არტერიული წნევა, ეკგ, ნევროლოგიური და ოფთალმოლოგიური სტატუსი, გლუკოზის დონე უზმოზე, ელექტროლიტები (განსაკუთრებით კალიუმი), ღვიძლის და თირკმლის ფუნქციები, სისხლის კლინიკური ანალიზის პარამეტრები, კოაგულაციის მაჩვენებლები და სისხლის პლაზმაში ცილების განსაზღვრა.
◄ ისევე როგორც სხვა იმუნოსუპრესორული პრეპარატების მიღებისას, კანზე ავთვისებიანი წარმონაქმნების პოტენციური განვითარების რისკის გამო, საჭიროა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების მოქმედება და უი დასხივება. კანი დაფარული უნდა იყოს ტანსაცმლით, ან მაღალი დაცვის ფაქტორის მქონე კრემით.
◄ პროგრაფის 5 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს პოლიექსიეთილირებულ ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელიც როგორც უკვე იქნა აღნიშნული, იწვევს ანაფილაქსიურ რეაქციებს. ანაფილაქსიური რეაქციის რისკი შეიძლება შევამციროთ პროგრაფ 5 მგ/მლ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის დაბალი სიჩქარით, ან წინასწარ ანტიჰისტამინური პრეპარატის შეყვანით.
◄ პროგრაფი კაფსულები 0.5 მგ პროგრაფი კაფსულები 1 მგ, პროგრაფი კაფსულები 5 მგ: ტაკროლიმუსი შეუთავსებელია პოლივინილქლორიდთან. თუ კაფსულის შიგთავსის შეყვანა აუცილებელია ნაზოგასტრალური ზონდით, ეს უკანასკნელი არ უნდა შეიცავდეს პოლივინილქლორიდს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე და მექანიზმებთან მუშაობაზე: ტაკროლიმუს შეუძლია გამოიწვიოს ვიზუალური და ნევროლოგიური დარღვევები. პაციენტებმა, რომლებსაც განუვითარდათ ასეთი დარღვევები არ უნდა ატარონ ავტომობილი და არ უნდა იმუშაონ მექანიზმებთან. ასეთი მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს პროგრაფის ალკოჰოლთან ერთობლივი მიღებისას.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების მკურნალობის კლინიკური გამოცდილება – მწირია აღნიშნულია პრეპარატის დოზის გადაჭარბების რამოდენიმე შემთხვევა. ამ დროს აღინიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: ტრემორი, თავის ტივილი, გულისრევა, პირღებინება, ინფექციები, ჭინჭრის ცხელება*, ლეთარგია, სისხლში შარდოვანას აზოტის, შრატში კრეატინინის კონცენტრაციის დონის და ასევე ალანინ ამინოტრანსფერაზის მომატება.
პროგრაფის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, თუ ადგილი აქვს დოზის გადაჭარბებას საჭიროა გამოვიყენოთ კუპირების სტანდარტული მეთოდები, ჩავატაროთ სიმპტომური თერაპია.
დოზის გადაჭარბებისას, მაღალმოლეკულური მასიდან, წყალში ცუდი ხსნადობიდან, ერითროციტებთან და პლაზმის ცილებთან მნიშვნელოვანი წილით დაკავშირებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ დიალიზი არ იქნება ეფექტური. ზოგიერთ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებოდათ სისხლის პლაზმაში პრეპარატის ძალიან მაღალი დონეები, ჰემოფილტრაცია და დიფილტრაცია, წამლის ტოქსიკური კონცენტრაციის დაწევის ხარჯზე, ეფექტური აღმოჩნდა პრეპარატის პერორალური მიღების შემდეგ, ინტოქსიკაციის განვითარებას  შეიძლება უშველოს კუჭის ამორეცხვამ ან/და აბსორბენტების (როგორიცაა აქტივირებული ნახშირი) მიღებამ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ტაკროლიმუსი უმეტესწილად მეტაბოლიზდება ღვიძლის მიკროსომალური ციტოქრომით, P4503A4 და იზოენზიმით (CYP3A4); სამკურნალოდ მცენარეული წარმოშობის ისეთ პრეპარატებთან ერთობლივმა გამოყენებამ, რომლებიც აინჰიბირებენ ან ინდუცირებენ CYP3A4-ს, შეიძლება გავლენა მოახდინოს ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმზე და ამგვარად შეამციროს ან გაზარდოს ტაკროლიმუსის კონცენტრაცია სისხლში.
ტაკროლიმუსი ასევე ძლიერ მოქმედებას ახდენს CYP3A4-ზე დამოკიდებულ მეტაბოლიზმზე; ამგვარად, ტაკროლიმუსის ერთობლივმა გამოყენებამ, იმ პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4 დამოკიდებული გზებით შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ წამლების მეტაბოლიზმზე (მაგალითად, კორტიზონი, ტესტოსტერონი).
ტაკროლიმუსი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება პლაზმის ცილებს. საჭიროა გავითვალისწინოთ შესაძლო ურთიერთმოქმედება სხვა წამლებთან, რომლებსაც ახასიათებს პლაზმის ცილების მიმართ მაღალი აფინება* (მაგალითად, პერორალური ანტიკოაგულანტები და პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები).
ფარმაკოდინამიკური ურთიერთმოქმედება
ნეფროტოქსიკური და ნეიროტოქსიკური ეფექტების მქონე პრეპარატებთან ტაკროლიმუსის ერთობლივი გამოყენებისას, შეიძლება გაიზარდოს ტოქსიკურობის დონე (მაგალითად, ამინოგლიკოზიდები, ვანკომიცინი, კო-ტრიმოქსაზოლი, ასს, განციკლოვირი, ანაციკლოვირი).
იმის გამო, რომ ტაკროლიმუსით მკურნალობას შეიძლება თან ახლდეს ჰიპერკალიემია,  ან ადრე არსებული ჰიპერკალიემიის გაძლიერება, საჭიროა მოვერიდოთ: ჭარბი კალიუმის მიღებას, ან კალიუმის შემნახველი დიურეტიკების მიღებას (მაგალითად, ამილორიდი ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი).
**ვარსკვლავით აღნიშნული პრეპარატები ითხოვენ ტაკროლიმუსის დოზირების შეცვლას თითქმის ყველა პაციენტში. სხვა პრეპარატები კი დოზის კორექციას ითხოვენ მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში.
შემდეგი პრეპარატები აინჰიბირებენ CYP3A4-ს და აღმოჩნდა რომ ისინი მაღლა სწევენ სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციას: კეტოკონაზოლი*, ფლუკონაზოლი*, იტრაკონაზოლი*, კლოტრიმაზოლი*, ვორიკონაზოლი*, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ერითრომიცინი*, კლარიტრომიცინი, ჯოზამიცინი, აივ პროტეაზის ინჰიბიტორები, დანაზოლი, ეთინილესტრადიოლი, ომეპრაზოლი, კალციუმის არხების ანტაგონისტები, როგორიცაა დილთიაზემი, ნეფაზოდინი.
შემდეგი პრეპარატები ახდენენ CYP3A4-ის ინდიცირებას და აღმოჩნდა, რომ დაბლა სწევენ სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციას: რიფამპიცინი* (რიფამპინი), ფენიტოინი*, ფენობარბიტალი, კრაზანა პროდირავლენნი*. ტაკროლიმუსი მაღლა სწევდა სისხლში ფენიტოინის დონეს.
აღმოჩნდა, რომ მეთილპრედნიზოლონი სისხლში ტაკროლიმუსის კონცენტრაციას ხან დაბლა სწევდა ხან ზრდიდა. შეიმჩნეოდა ტაკროლიმუსთან ერთად ხმარებისას შემდეგი მედიკამენტების ნეფროტოქსიურობის გაძლიერება: ამფოტერიცინი, იბუპროფენი.
ნაჩვენებია, რომ ციკლოსპორინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ტაკროლიმუსთან ერთობლივი ხმარებისას იზრდება. ამის გარდა შეიძლება განვითარდეს სინერგულ-ადიტიური ეფექტები. ამასთან დაკავშირებით, ციკლოსპორინის და ტაკროლიმუსის კომბინირებული გამოყენება რეკომენდებული არ არის, იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე ღებულობდნენ ციკლოსპორინს.
ურთიერთმოქმედება საკვებთან
აღნიშნულია, რომ გრეიფრუტის წვენი CYP3A4-ის აქტიურობის ინჰიბირების ხარჯზე მაღლა სწევს სისხლში ტაკროლიმუსის დონეს.
პოტენციური ურთიერმოქმედება
ციტოქრომ P4503A-ის ინჰიბიტორები: in vitro გამოკვლევების შედეგების საფუძველზე შემდეგი ნივთიერებები შეიძლება განხილულ იქნას როგორც მეტაბოლიზმის პოტენციური ინჰიბიტორები: ბრომოკრიპტინი, კორტიზონი, დაპსონი, ერგოტამინი, ჰესტოდენი, ლიდოკაინი, მეფენიტოინი, მიკონაზოლი, მიდაზოლამი, ნილვადიპინი, პორეტიდრონი, ქინიდინი, ტამოქსიფენი(ტრიაცეტილი) ოლეანდომიცინი, ვერაპამილი. ციტოქომ E-450 სისტემის მაინდუცირებელი ნივთიერებები. კარბამაზეპინი მეტამიზოლი, იზონიაზიდი. ტაკროლიმუსის მიერ ციტოქრომ E-450 სისტემით და სხვა ნივთიერებებით გაპირობებული მეტაბოლიზმის ინჰიბირება. რადგან ტაკროლიმუსს შეუძლია გავლენა იქონიოს სტეროიდული კონტრაცეპტივების მეტაბოლიზმზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს გადაწყვეტილებას ორსულობისგან თავის დაცვის შესახებ.
ტუტე არეში ტაკროლიმუსი არასტაბილურია, საჭიროა მოვერიდოთ პროგრაფ 5 მგ/მლ მზა საინფუზიო კონცენტრაციის ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთობლივ გამოყენებას, რომლებიც მნიშვნელოვნად ატუტიანებენ ხსნარს (მაგალითად, აციკლოვირი, განციკლოვირი).
შენახვის პირობები:
ვარგისიანობის ვადა: აღნიშნულია შეფუთვაზე
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook