ოჯახის დაგეგმვა

ოჯახის დაგეგმვა (ინგ. family planning) – მოსახლეობის რიცხოვნების სტაბილიზაციის  გლობალური დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტის მეთოდი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტების მიხედვით, ოჯახის დაგეგმვა გულისხმობს ღონისძიებების კომპლექსს, რომლებიც ხელს უწყობენ ერთდროულად რამდენიმე ამოცანის გადაწყვეტას:

  1. არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება;
  2. ორსულობის დაგეგმვა;
  3. ორსულობებს შორის ინტერვალის რეგულირება;
  4. ბავშვის დაბადების დროის კონტროლი, მშობლების ასაკის მიხედვით;
  5. ოჯახში ბავშვების რაოდენობის დადგენა.

არჩილ შენგელია,  ლალი დათეშიძე. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!

 

 

Share this...Share on Facebook
Facebook