დმანისი – ადმინისტრაციული მდებარეობა – ქვემო ქართლი, რაიონული ცენტრი
გეოგრაფიული მდებარეობა – საქართველოს სამხრეთ მთიანეთი, მდინარე მაშავერას ორივე ნაპირი, თბილისიდან 90 კმ-ის მანძილზე. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1250 მ. რელიეფი – მთაგორიანი
კლიმატი – ზომიერად ნოტიო. ზამთარი ზომიერად ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 2,70C. დეკემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე აღინიშნება თოვლის საფარი. ზაფხული ხანგრძლივი და ზომიერად თბილი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,20C. ნალექების წლიური რაოდენობა – 698 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 73%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1760 საათი
დმანისი – ფლორა – შერეული (წიფელი, მუხა, ფიჭვი) ტყეები
დმანისი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და დმანისის მიდამოებში არსებული სუსტად სულფიდური, ქლორიდულ – ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი, სუსტი ტუტე (pH-7,9) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,8 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები დმანისში: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია ….. >> საქართველოს კურორტები
.
.