კრიმინალური აბორტი
კანონმდებლობის მიხედვით ლეგალურად ითვლება სტაციონარულ პირობებში გინეკოლოგის მიერ ჩატარებული აბორტი ორსულობის არაუმეტეს 12 კვირაზე. ასევე აუცილებელია, რომ არ არსებობდეს სამედიცინო უკუჩვენება. ორსულობის შეწყვეტის შემდეგ ქალი უნდა დაყოვნდეს სტაციონარში არანაკლებ ერთი დღისა, ხანგრძლივობას წყვეტს პაციენტის მკურნალი ექიმი. >>>
12 კვირის შემდეგ აბორტის ჩატარებისათვის უნდა არსებობდეს სამედიცინო ჩვენება, დედის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების მაღალი რისკი, ნაყოფის სერიოზული მუტაციები და დარღვევები. ასევე მხედველობაში მისაღებია რიგი სოციალური მდგომარეობები: მეუღლესთან განქორწინება, 3 ან მეტი შვილის ყოლა და ა.შ. 12 კვირაზე მეტი ორსულობისას აუცილებელია აბორტის ჩატარებამდე მოხდეს ქალის გულმოდგინედ გამოკვლევა სტაციონარის პირობებში. სხვადასხვა ანთებითი პროცესის გამოვლენისას, მათ შორის არაგინეკოლოგიური დაავადებების დროს, ინფექციური ხასიათის პათოლოგიის შემთხვევაში მწვავე ფორმა წარმოადგენს აბორტის ჩატარების უკუჩვენებას. ამგვარი უკუჩვენების არსებობისას ორსულობის შეწყვეტა ითვლება კრიმინალურ აბორტად და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოაგდენს.
კრიმინალური აბორტი – ეს არის არასპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ან არასათანადო განათლების პირის მიერ ჩატარებული აბორტი, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებულია სტაციონარულ პირობებში, გინეკოლოგის მიერ, მაგრამ წესების დარღვევით. წესების დარღვევად მიიჩნევა პაციენტის არასათანადო გამოკვლევა, ორსულობის პროცედურის ჩატარება საღამოს საათებში ან არასამუშაო დროს. არასრულწლოვანის შემთხვევაში საჭიროა მშობლის ან აპეკუნის თანხმობა.
ძალიან ხშირად კრიმინალური აბორტი ტარდება ორსულობის დიდ ვადაზე, 6-7 თვეზე, ორსულობის უკუჩვენებების არარსებობის ფონზე. ისეთი მდგომარეობების მიუხედავად, როგორიცაა ორსულობის შეწყვეტის ჩვენების არსებობა ან თვითონ ორსულის თანხმობა, აბორტის ჩატარება არასამედიცინო დაწესებულებაში ნებისმიერ შემთხვევაში ითვლება კანონდარღვევად და ექიმი დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ. თუმცა არის გამონაკლისებიც: სიტუაცია, როდესაც დედის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და აბორტი ტარდება ორსულის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით.
კრიმინალური აბორტი შეიძლება ჩატარდეს, როგორც მექანიკური ხერხით, ისე ქიმიური და მედიკამენტური საშუალებებით. საკმაოდ პოპულარულია პრეპარატების, რომლებიც შეიცავენ ჰორმონებს ან მათ სინთეზურ ანალოგებს. ასეთი აბორტების ნახევარზე მეტი ტარდება სახლის პირობებში. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება არალეგალური აბორტის ჩატარებისათვის ნებისმიერ პირს, მათ შორის მედიცინის მუშაკებს, რომლებიც არ არიან სპეციალიზირებულნი ოპერაციულ ჩარევაში. მათ უნდა მივაკუთვნოთ ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსის მიუხედავად. ქალის სიკვდილის შემთხვევაში დამსჯელი ღონისძიებები მკაცრდება. კრიმინალური აბორტის ჩატარებისას თვითონ ორსულს არანაირი პასუხისმეგებლობა არ ეკისრება.
არცთუ იშვიათად პაციენტის სიკვდილის მიზეზი ხდება სისხლდენა, სისხლის კონტამინაცია, ჰაეროვანი ემბოლია. წარმატებით დასრულებული პროცედურის დროსაც კი არსებობს სერიოზული გართულებების მაღალი რისკი. ჰორმონული პრეპარატები, რომელიც გამოიყენება კრიმინალური მედიკამენტოზური აბორტის დროს შესაძლოა გახდეს ჰორმონული უშვილობის მიზეზი. არ უნდა ჩაითვალოს, რომ მედიკამენტოზური აბორტს არალეგალურ პირობებში ნაკლები გართულებები მოყვება.
ხშირად მიმართავენ ორსულობის შეწყვეტის მიზნით მარილისა და გლუკოზის კონცენტრირებულ ხსნარს, რომელიც ნემსის საშუალებით შეყავთ სანაყოფო წყლების ახლოს. შედეგად ხდება საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება მისი შემდგომი დაღუპვით. ხსნარის დიდი დოზა შესაძლოა მოხვდეს სისხლძარღვებში იწვევს ნატრიუმის დონის მომატებას სისხლში და შედეგად არტერიული წნევის დაქვეითებას. ხსნარის ორგანიზმზე ზემოქმედება ქალის სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს. როგორც მექანიკურ, ისე მედიკამენტოზური აბორტს სისხლდენისა და შემდგომ უნაყოფობის განვითარების დიდი რისკი ახლავს. საფრთხე მნიშვნეოვნად იზრდება სახლის პირობებში ჩატარებული აბორტის დროს, როდესაც ქალს ვერ გაეწევა საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური დახმარება.
ორსულობის ადრეულ ვადაზე მედიკამენტოზური აბორტი შეიძლება ჩატარდეს ისეთი საშუალებებით, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს შეკუმშვას და შედეგად ნაყოფის გამოძევებას. ამგვარი პროცედურების შედეგების პროგნოზირება საკმაოდ რთული საკითხია. ხშირ შემთხვევაში მედიკამენტოზური აბორტის შესახებ ახალგაზრდა გოგონები თავიათი მეგობრებისგან იგებენ და არ არიან ინფორმირებულები, რა შედეგი შეიძლება მოყვეს.
აბორტი საკმაოდ სერიოზულ ოპერაციას წარმოადგენს, გართულებების რისკი მაღალია საავადმყოფოს კედლებში ჩატარების შემთხვევაშიც კი, აღარ ვსაუბრობთ ორსულობის თვითნებურ შეწყვეტაზე, რომელიც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988