✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ქცევითი დარღვევები
რა იგულისხმება ქცევითი დარღვევების ქვეშ? რით შეიძლება იყოს განპირობებული ქცევითი დარღვევები?
ქცევითი დარღვევების ქვეშ იგულისხმება არაფსიქოტროპული ქცევითი დარღვევების სხვადასხვა ფორმები, რაც არ შეესაბამება, ზოგჯერ ეწინააღმდეგება კიდეც საზოგადოდ არსებულ ქცევით ნორმებს.
ქცევითი დარღვევები უმეტესად აღინიშნება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში (9:1). გონებრივი განვითარება ამ დროს ნორმის ფარგლებშია, თუმცა გვხვდება შემთხვევები, როდესაც აღინიშნება როგორც გონებრივი განვითარების მომატება, ისე დაქვეითება.
ქცევითი დარღვევების შეფასებისას ყურადღებას აქცევენ ორ კრიტერიუმს: სოციალიზაციისა და აგრესიულობის ხარისხს.
ამის საფუძველზე გამოყოფილია ქცევის ოთხი დამახასიათებელი ტიპი:
სოციალიზირებული-არასოციალიზირებული, აგრესიული -არააგრესიული ან მათი განსხვავებული კომბინაციები.
უფრო მეტად კეთილსაიმედო პროგნოზით გამოირჩევა არააგრესიული ტიპი, მიდრეკილი საზოგადოებასთან ურთიერთობისაკენ.
მკვლევარების მიერ გამოყოფილია საზოგადოებისათვის საშიში სამი სინდრომი, სხვადასხვა ხარისხის დარღვევებით:
- არასტაბილურობის სინდრომი, მიდრეკილი დეპრესისაკენ, საზოგადოებასთან კონტაქტის უარყოფით, განმარტოების ტენდენციით. საფრთხე საზოგადოებისათვის არცთუ ისე დიდია;
- ანტისაზოგადოებრივი ქცევის სინდრომი – სწავლის სურვილის არარსებობა, ნებისიმიერ სამუშაოსათვის თავის არიდება, გაკვეთილების გაცდენისაკენ მიდრეკილება, ალკოჰოლის მოხმარება, კონფლიქტურობა, სახლიდან გაქცევის მცდელობები. აღნიშნული სინდრომი საზოგადოებისათვის საშუალო ხარისხის საფრთხეს წარმოადგენს;
- დამნაშავეობის სინდრომი აგრესიის მაღალი დონით, პასუხისმგებლობის არარსებობა და სუსტების აბუჩად აგდების ტენდენცია, მიდრეკილება ტყუილებისადმი, ქურდობის, ძარცვის, თავდასხმის, ცეცხლის წაკიდების და ვანდალიზმისადმი, ასევე სხვა ადამიანებით მანიპულირება ანგარების მიზნით. ეს სინდრომი საზოგადოებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ქცევითი დარღვევების მიზეზები
განსხვავებულია და მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის არსებით როლს თამაშობს გარემო ფაქტორები: ოჯახი, თანატოლები, ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებები, მშობიარობის ან ადრეულ ასაკში ტრავმების შედეგად განვითარებული თავის ტვინის ორგანული დაზიანებები, გენეტიკური წინასწარგანწყობა (მეტნაკლებად შესწავლილი ფაქტორი).
ოჯახური ფაქტორი მოიცავს არასწორ აღზრდას, დიქტატორული მეთოდების გამოყენებას, ფიზიკურ დასჯას, ფსიქოლოგიური დამცირებას, ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური მოთხოვნილებების იგნორირებას. მნიშვნელობა ენიჭება მშობლების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას, ფსიქიკურ დაავადებებს, ოჯახის არახელსაყრელ მატერიალურ მდგომარეობას.
ქცევითი დარღვევები როგორც უკვე ავღნიშნეთ შეიძლება იყოს თავის ტვინის ადრეული ორგანული დაზიანების შედეგი, რაც კლასიფიცირდება როგორც ტვინის მინიმალური დისფუნქცია. ხასიათდება ემოციური დარღვევებით, ფსიქომოტორული ჰიპერაგზნებადობითა და ყურადღების დეფიციტით.
სოციალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ბავშვი ძალიან იოლად ექცევა თანატოლების უარყოფითი ზეგავლენის, დემორალიზებული გარემოს ზემოქმედების ქვეშ. შესაძლოა ეს განპირობებულია გენეტიკური წინასწარგანწყობით. რათქმაუნდა ამასთან უნდა გამოირიცხოს ტვინის მინიმალური დისფუნქცია და ოჯახის მხრივ ეთიკური ნორმების დარღვევა. ზოგიერთი ფსიქიატრი მიუთითებს, რომ გენეტიკური ფაქტორი გარკევულ როლს თამაშობს მხოლოდ დამნაშავეობის სინდრომის დროს.
როგორ უნდა მოხდეს ქცევითი დარღვევების კორექცია?
ასოციალური დარღვევები უნდა განვასხვავოთ შიზოფრენიული ფსიქოზისაგან (გებეფრენია), ასევე ენდოგენური დეპრესიისაგან, რომელიც ბავშვთა ადრეულ ასაკში შეიძლება მიმდინარეობდეს აგრესიით, ცხოველების მიმართ სისასტიკით, ფსიქიკური აგზნებით, სახლიდან გაქცევით, მაწანწალობით და კანონთან კონფლიქტებით. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ბავშვის მკურნალობა ფსიქიატრიულ განყოფილებაში. მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ბავშვის გამოკვლევის, მისი განვითარების დონის განსაზღვრის, პიროვნული თავისებურებების და ოჯახური სიტუაციის შესწავლის შემდეგ. აუცილებელია ასევე აპარატული კვლევის მეთოდების გამოყენება, რადგან გამოირიცხოს ორგანული დაზიანება: ქალას რენტგენოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია, თავის ტვინის ტომოგრაფია, და სხვა. გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის სასკოლო მახასიათებლები: შეფასებები, მეცადინეობებზე დასწრების რეგულარობა, თანატოლებთან ურთიერთობა როგორც სკოლაში, ისე მის გარეთ. ზოგჯერ აუცილებელი ხდება სკოლის შეცვლა, მთელი ოჯახის ფსიქოთერაპია ან შეთავსებით ფარმაკოლოგიური საშუალებებით მკურნალობა. უკიდურეს შემთხვევაში ანტისოციალური ქცევის დროს იძულებული ვხდებით მოვათავსოთ ბავშვი გამოსასწორებელ დაწესებულებაში. პედიატრიული დაავადებები
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.