ლებარდე – ადმინისტრაციული მდებარეობა – მარტვილის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – სამეგრელოს ქედის სამხრეთი ფერდობის განშტოება, მდ. ტეხურას (მდ. რიონის მარჯვენა შენაკადი) ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1500-1600 მ. რელიეფი – ვაკე. კლიმატი – საშუალო მთის (ზედა სარტყელი). ზამთარი ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 40C. მდგრადი თოვლის საფარია ნოემბრიდან მაისამდე. ზაფხული ზომიერად თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 15,40C
ნალექების წლიური რაოდენობა – 2000-2050 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 75%. მზის ნათების ხანგრძლოვობა წელიწადში – 2150-2000 საათი
ლებარდე – ფლორა – წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) ტყეები
ლებარდე – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, კალციუმიან-ნატრიუმიანი (ან ნატრიუმიან-კალციუმიანი) (ნარზანის ტიპის) და რკინის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,4-0,6 გ/დმ3
ლებარდე – მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.. >> საქართველოს კურორტები
.
.