კიბოსწინარე დაავადება

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ თეთრეული ქალებისათვის მასტექტომიის (სარძევე ჯირკვლის მოკვეთის) შემდგომი პერიოდისათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან” (ჟოლოსფერი ტექსტები).

კიბოსწინარე დაავადება წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროს მოცემული დაავადების  ავთვისებიან სიმსივნეში გადასვლის  დიდი საშიშროება აღინიშნება. მაგრამ კიბოსწინარე დაავადების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაავადება გადავა ავთვისებიან სიმსივნეში, რაც მხოლოდ 3%-ში აღინიშნება.

♦♦  მასტექტომიის შემდგომი ეგზოპროთეზები ,,ამაზონზე” >>>
♦♦ მასტექტომიის შემდგომი კომპრესიული სახელოები
♦♦ ბიუსჰალტერები მასტექტომიის შემდგომ
♦♦ ტანსაცმელი მასტექტომიის შემდგომ
♦♦ საცურაო კოსტიუმები მასტექტომიის შემდგომი პერიოდისათვის

კიბოსწინარე დაავადების მრავალსახეობა

კიბოსწინარე დაავადების მრავალსახეობა შეიცავს ქრონიკული მსვლელობის თითქმის ყველა სპეციფიკურ და არასპეციფიკურ ანთებით პროცესს. მაგალითად, კუჭის კიბოსწინარე დაავადებად გამოყოფენ სხვადასხვა წარმოშობის გასტრიტს. ღვიძლის შემთხვევაში-ქრონიკული ციროზები და ჰეპატიტები. სარძევე ჯირკვალში შეიძლება წარიმართოს ისეთი პროცესები, რომელიც იწვევენ ჰორმონალური ფონის შეცვლას, მაგ.მასტოპათია. ასევე კიბოსწინარე დაავადებას მიეკუთვნება ენდომეტრიუმის ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს ყელის ეროზია და ლეიკოპლაზია, კვანძები ფარისებრ ჯირკვალზე, ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევით გამოწვეული დისტროფიები, რადიაციით და ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული ქსოვილების დაზიანება. ამის პარალელურად, სიმსივნისწინა დაავადებად ონკოლოგიაში მიჩნევენ ასევე მექანიკურ ტრავმებს, რომელიც თანდართულია ლორწოვანი გარსების გაღიზიანებით-კბილების იმპლანტატი, საშვილოსნოს ღრუს დამჭერი პროთეზი, ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ქრონიკული დერმატიტის ანდა ლორწოვანას დამწვრობის მიზეზი შეიძლება იყოს.

ასევე კიბოსწინარე დაავადებას შეიძლება მივაკუთვნოთ ადამიანის პაპილომა ვირუსი, რომელიც აზიანებს საშვილოსნოს ყელს, იწვევს ნაყოფის ზრდის პათოლოგიას, კეთილთვისებიან წარმონაქმნებს, მაგ. პოლიპები და ფიბრომები, დაავადებებს, რომლებიც გამოიწვევა ორგანიზმში არსებული მრავალი პარაზიტით.

პაციენტები, რომლებშიც აღინიშნება კიბოსწინარე დაავადება, იმყოფებიან სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო კონტროლის ქვეშ, იმასთან დამოკიდებულებით თუ რა ორგანო ან სისტემაა საშისშროებიებს, გინეკოლოგებს, ოტოლარინგოლოგებს, გასტროენტეროლოგებს და სხვ. ამასთან დაკავშირებით, კიბოსწინარე მდგომარეობა განიხილება, როგორც ონკოლოგიური მდგომარეობის პროფილაქტიკა. მკურნალობის მიმდინარეობაში ინიშნება ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალებები, ვიტამინების კომპლექსები, მიმდინარეობს ჰორმონალური ფონის ნორმალიზება  და იმუნიტეტის მხარდაჭერა.

კიბოსწინარე დაავადების დაყოფა

ფაკულტატურ და ობლიგატურ სახეობებად. ადრეული კიბოს კატეგორია მოიცავს პრეინვაზიურ ონკოლოგიას და ინვაზიურ ონკოლოგიურ დაავადებებს. სხვა სიტყვებით, ადრეულ ონკოლოგიურ მდგომარეობაში გამოიყოფა შემდეგი ხარისხები:

  • ფაკულტატური კიბოსწინარე დაავადება ან კიბოსწინარე მდგომარეობა;
  • ობლიგატური კიბოსწინარე დაავადება ან კიბოსწინარე პირობები;
  • პრეინვაზიური ონკოლოგია;
  • ინვაზიური ონკოლოგიური დაავადებები

კიბოსწინარე მდგომარეობა -კიბოსწინარე პირობები-ეს ყველაფერი დისპლაზიის მრავალსახეობაა, რომელიც მიმდინარეობს დისრეგენერაციის მიმდინარე პროცესის საფუძველზე. ასეთი მოვლენა, როგორც წესი, თანდართულია ღეროვანი ხასიათის ქსოვილოვანი ელემენტების დეფიციტით ან უკმარისობით. 


კიბოსწინარე დაავადება – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 კიბოსწინარე დაავადება – მდგომარეობა, რომლის დროსაც მოცემული დაავადების ავთვისებიან სიმსივნეში გადასვლის დიდი საშიშროება აღინიშნება.
❗️ კიბოსწინარე დაავადების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაავადება გადავა ავთვისებიან სიმსივნეში, რაც მხოლოდ 3%-ში აღინიშნება.
📌 კიბოსწინარე დაავადების მრავალსახეობა შეიცავს ქრონიკული მსვლელობის თითქმის ყველა სპეციფიკურ და არასპეციფიკურ ანთებით პროცესს. მაგ.:
➡️ კუჭის კიბოსწინარე დაავადებად გამოყოფენ სხვადასხვა წარმოშობის გასტრიტს;
➡️ ღვიძლის შემთხვევაში – ქრონიკული ციროზები და ჰეპატიტები;
➡️ სარძევე ჯირკვალში შეიძლება წარიმართოს ისეთი პროცესები, რომელიც იწვევენ ჰორმონალური ფონის შეცვლას, მაგ.მასტოპათია.
🔎 ასევე კიბოსწინარე დაავადებას მიეკუთვნება ენდომეტრიუმის ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს ყელის ეროზია და ლეიკოპლაზია, კვანძები ფარისებრ ჯირკვალზე და სხვა.
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძის სტატიიდან –
#კიბოსწინარედაავადება #კიბოსწინარეუჯრედები #რაარისკიბოსწინარედაავადება #კიბო #სიმსივნე #ავთვისებიანისიმსივნე #კეთილთვისებიანისიმსივნე #ანომალიურიუჯრედები #კიბოსუჯრედები #ჰიპერპლაზია #გასტრიტი #ციროზი #ჰეპატიტი #ენდომეტრიუმისჰიპერპლაზია #საშვილოსნოსყელისეროზია #ლეიკოპლაკია #ლალიდათეშიძე #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


>>> სიმსივნური დაავადებები

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ორთოპედიული საქონელი >>