ლოპოტა – მდინარე ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, ალაზნის მარცხენა შენაკადი.
მდინარე ლოპოტა იწყება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, 2560 მ სიმაღლეზე. სიგრძე 33 კმ, აუზის ფართობი 263 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარსა და ზაფხულში.
ლოპოტას წყალმოვარდნები ზოგჯერ ღვარცოფულია. საშუალო წლიური ხარჯი 6,58 მ³/წმ.
ლოპოტის წყალი გამოიყენება სარწყავად.… >> საქართველოს კურორტები
.
.