მაჭარწყალი – ადმინისტრაციული მდებარეობა – ბორჯომის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – მდ. გუჯარეთის წყლის ხეობა, წაღვერიდან 14 კმ-ის მანძილზე. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1350-1450 მ. რელიეფი – მთაგორიანი. კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი
იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 40C. ზაფხული ზომიერად თბილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 180C. ნალექების წლიური რაოდენობა – 800 მმ. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2200 საათი
მაჭარწყალი – ფლორა – წიწვოვანი ტყეები
მაჭარწყალი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-ქლორიდულ, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 7 გ/დმ3.
მკურნალობის სახეობები მაჭარწყალში: პასიური კლიმატოთერაპია, მინერალური წყლის მიღება (დალევა)... >> საქართველოს კურორტები
.
.