მიტარბი

მიტარბის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია განათავსონ შესაბამისი  გვერდის ბოლოში, კომენტარების ველში ან ფეის-ჯგუფში “საქართველოს კურორტები” ( აუცილებელია გაწევრიანდეთ მითითებულ ჯგუფში) >>> 

მიტარბი – ადმინისტრაციული მდებარეობა – ბორჯომის რაიონი, მოიცავს ორ სოფელს (დიდი და პატარა მიტარბი). გეოგრაფიული მდებარეობა – ბორჯომის ხეობა, მდ. მიტარბულას ხეობა. დიდი მიტარბის სიმაღლე ზღვის დონიდან – 1480 მ. პატარა მიტარბის სიმაღლე ზღვის დონიდან – 1300 მ. რელიეფი – მთაგორიანი
კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი), გარდამავალი კონტინენტურ – სუბტროპიკულიდან ზღვის სუბტროპიკულზე. დიდ მიტარბში ზამთარი ზომიერად ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 2,90C, პატარა მიტარბში ზამთარი ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 3,10C. ორივე სოფელში ზამთრის პერიოდში აღინიშნება მდგრადი თოვლის საფარი. ზაფხული გრილი, ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა დიდ მიტარბში 180C, პატარა მიტარბში 18,20C. ნალექების წლიური რაოდენობა – 800 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 77%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2050-2100 საათი
მიტარბი – ფლორა – შერეული (ნაძვი, სოჭი, წიფელი და სხვ.) ტყეები
მიტარბი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8-4,2 გ/დმ3
მიტარბი – მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია... >> საქართველოს კურორტები

.

.