სექსუალური დისფუნქცია ქალებში

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ლიბიდოს მოსამატებელი საშუალებები ,,ამაზონზე”
ლიბიდოს მოსამატებელი საშუალებები ქალებისათვის
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები

სექსუალური დისფუნქცია ქალებში – ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და პიროვნული ფაქტორების კომბინირებული მოქმედების შედეგად ვითარდება.
სექსუალური დისფუნქცია  ქალების 18% – 76% აღინიშნება, მათ შორის 33% ლიბიდოს დაქვეითებას უჩივის, 25% კი ორგაზმის უქონლობას.
ფსიქიკური დარღვევების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეოთხე გადახედვის (DSM-IV) მიხედვით სექსუალური დისფუნქცია ქალებში იყოფა შემდეგ ჯგუფებად;

  • სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური დარღვევები
  • სექსუალური აღგზნების დარღვევები
  • ორგაზმის დარღვევები
  • მტკივნეული სექსუალური დარღვევები

სექსუალური დისფუნქცია ქალებში  – სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური დარღვევებისას აღინიშნება სექსუალური ფანტაზიების მუდმივი ან პერიოდული უკმარისობა და სექსის მოთხოვნილების დაქვეითება ან არ ქონა.
სექსუალური სურვილების ჰიპოაქტიური დარღვევები ვარირებს მსუბუქი ფორმებიდან (ლიბიდოს დაქვეითება) პარტნიორის მიმართ სიძულვილის შეგრძნებამდე.
ლიბიდოს დაქვეითება შეიძლება იყოს თანდაყოლილი – სექსუალური სურვილის სრული უქონლობა, შეძენილი სექსუალური სურვილის ზოგადი დაქვეითება  და შეძენილი სიტუაციური  მდგომარეობა, როდესაც სექსუალური სურვილის დაქვეითება აღინიშნება მხოლოდ ჩვეულ სექსუალურ პარტნიორთან, ზოგადი სქესობრივი ლტოლვის შენარჩუნების ფონზე.

მიზეზები

სექსუალური სურვილის დარღვევების მიზეზები მრავალია და მოიცავს ბიოლოგიურ (დაავადების უშუალო ზემოქმედება), ფსიქოლოგიურ (დეპრესია, საკუთარი პიროვნების დეზორიენტაცია), სოციალურ (კომუნიკაციური სიძნელეები, ხანგრძლივი შეკავების შემდგომ სექსუალური ურთიერთობის დაწყების მხრივ სიძნელეები), მედიკამენტოზურ ფაქტორებს.
სექსუალური აღგზნების დარღვევები ხშირად დაკავშირებულია საშოს არასაკმარის ლუბრიკაციასთან. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სისხლმომარაგების დარღვევა, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, პარტნიორთა ურთიერთობებში პრობლემები, არასაკმარისი სექსუალური სტიმულაცია.
ორგაზმის დარღვევები ქალებში შეიძლება გამოვლინდეს  ორგაზმის მუდმივი ან პერიოდული დაქვეითებით ან სრული არქონით (ანორგაზმია) ნორმალური სექსუალური აღგზნების ფაზის შემდეგ.
მიზეზებს შორის უნდა გამოიყოს ფსიქოლოგიური ფაქტორები (მაგ.წარსულში სქესობრივი ძალადობის ფაქტი), სხვა განმაპირობებელი ფაქტორები მოიცავს არასაკმარის სექსუალურ სტიმულაციას, გარკვეული მედიკამენტების ზემოქმედებასა და ქრონიკულ დაავადებებს.
მტკივნეული სექსუალური დარღვევები;
და ბოლოს, მტკივნეულ სექსუალურ დარღვევებს მიეკუთვნება დისპარეუნია  და ვაგინიზმი.
დისპარეუნია სქესობრივ აქტთან დაკავშირებული გენიტალიების მიდამოში მდგრადი და მორეციდივე ტკივილის არსებობაა,  ვაგინიზმი კი საშოს ზედა მესამედის მუსკულატურის უნებლიე მუდმივი ან პერიოდული სპაზმია, რომელიც იწვევს ტკივილის შეგრძნებას მენჯის მიდამოში.
სქესობრივი აქტის დროს ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა პათოლოგიებთან, მათ შორის ენდომეტრიოზი, სიმსივნური წარმონაქმნი მცირე მენჯის ღრუში, საკვერცხეების კისტის არსებობა, ვაგინიტები, არასაკმარისი ლუბრიკაცია, ოპერაციის ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადების გადატანის შემდგომი ნაწიბურის არსებობა და სხვა.


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!