ურაველი – ადმინისტრაციული მდებარეობა – ახალციხის რაიონი. გეოგრაფიული მდე – 139 ბარეობა – თრიალეთის ქედის ფერდობი, მდ. ურაველის წყლის (მტკვრის შენაკადი) ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1200 მ. რელიეფი – მთაგორიანი. კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, მცირეთოვლიანი
იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 40C. ზაფხული ზომიერად თბილი და ზომიერად მშრალი. აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურაა 170C. ნალექების წლიური რაოდენობა – 520 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 73%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000 საათი
ურაველი – ფლორა – ძირითადად წიწვოვანი (კავკასიური ნაძვი, სოჭი) ტყეები
ურაველი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3 გ/დმ3, რომლებიც შეიცავენ ნახშირმჟავა გაზს (1,2 გ/დმ3-ზე მეტი), ბიოლოგიურად აქტიურ კაჟმჟავას (90 გ/დმ3-ზე მეტი) და ორვალენტიან რკინას (10 მგ/დმ3-ზე მეტი)
ურაველი – მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია. . >> საქართველოს კურორტები
..
..