✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
მაღალი ქოლესტერინის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები გამოწერით ,,ამაზონიდან”
ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი
საერთო ქოლესტერინი
ქოლესტერინი ცხიმოვანი ცვლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, მონაწილეობს ყველა ორგანოსა და ქსოვილის უჯრედების მემბრანების შენებაში; ქოლესტერინისაგან სინთეზირდება მთელი რიგი ჰორმონები – სასქესო ჰორმონები, ვიტამინი D.
ქოლესტერინისაგან წარმოიქმნება ნაღვლის მჟავები, რომლებიც შედიან ნაღვლის შემადგენლობაში და მათი მეშვეობით ხდება ნაწლავებიდან ცხიმების შეწოვა. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა ზრდის ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს.
ქოლესტერინი, ისევე როგორც ტრიგლიცერიდები წყალში უხსნადი ნივთიერებაა, რის გამოც მისი გადაადგილება ორგანიზმში ხდება წყალში ხსნადი ფორმით, აპოლიპოპროტეინებთან (ApoC, ApoE და ა.შ) ერთად კომპლექსში, რომელთაც ლიპოპროტეიდები ეწოდებათ.
სისხლში ცირკულირებს რამდენიმე ტიპის ლიპოპროტეიდები:
1. ქილომიკრონები;
2. ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები;
3. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები;
4. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები.
დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები ე.წ. „ცუდ ქოლესტერინს“ წარმოადგენენ, რადგან ისინი განაპირობებენ არტერიებში ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნას უწყობენ ხელს.
საერთო ქოლესტერინი მოიცავს სისხლში მოცირკულირე ყველა სახის ლიპოპროტეიდების სუმარულ კონცენტრაციას.
საერთო ქოლესტერინი დისლიპიდემიის დიაგნოსტიკისათვის აუცილებელ მაჩვენებელს წარმოადგენს. გამოკვლევის ჩატარებამდე 12 საათის განმავლობაში არ უნდა მივიღოთ საკვები, თავი უნდა ავარიდოთ ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას, ასევე 30 წუთით ადრე თამბაქოს მოწევას.
საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა აუცილებელია, რათა შეფასდეს ათეროსკლეროზის განვითარების რისკი და მოხდეს მასთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკა.
საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა აუცილებელია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- 20 წელზე ზევით ასაკის პირებში ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ (ჩვეულებრივ შედის პროფილაქტიკური გამოკვლევების სტანდარტული გამოკვლევების ჩამონათვალში)
- ლიპოპროტეიდებისა და ტრიგლიცერიდების გამოკვლევასთან ერთად – ე.წ. ლიპიდოგრამა
- მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრისათვის წელიწადში რამდენჯერმე, თუ დანიშნულია ცხოველური ცხიმებით შეზღუდული დიეტა ან მედიკამენტები ქოლესტერინის დონის შემცირებისათვის
- იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე რისკ ფაქტორი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისათვის:
- თამბაქოს წევა
- გარკევული ასაკობრივი პერიოდი (მამაკაცები 45 წელზე ზევით, ქალები 55 წელზე ზევით)
- არტერიული ჰიპერტენზია
- ქოლესტერინის მომატებული დონის ან გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების არსებობა ოჯახის სხვა რომელიმე წევრში
- გულის იშემიური დაავადება
- გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი
- შაქრიანი დიაბეტი
- სხეულის ჭარბი წონა
- ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება
- დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმის შემცველი პროდუქტების მიღება
- დაბალი ფიზიკური აქტივობა
- 2-10 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ახალგარზდა ასაკში ავადობდა გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით ან აღენიშნებოდა ქოლესტერინის მომატებული დონე.
ჰიპერქოლესტერინემიის მიზეზები:
მოზრდილებში პროფილაქტიკური გამოკვლევებისას შედეგების მიხედვით განარჩევენ სამ ჯგუფს გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკის ხარისხის მიხედვით:
1. ქოლესტერინის მისაღები დონეა < 200 მგ/დლ – დაბალი რისკი
2. ქოლესტერინის ზღვრული დონე – 200-239 მგ/დლ – საშუალო რისკი
3. ქოლესტერინის მაღალი დონე – > 240 მგ/დლ – მაღალი რისკი
საშუალო და მაღალი რისკის შემთხვევაში დამატებით უნდა განისაზღვროს ლიპიდური სპექტრი, რათა გაირკვეს ქოლესტერინის რომელი ფრაქციის (მაღალი სიმკვრივის თუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) ხარჯზეა გაზრდილი საერთო ქოლესტერინი.
ქოლესტერინის დონის მატების მიზეზი შეიძლება იყოს:
1. ქოლესტაზი – ნაღვლის შეგუბება, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ღვიძლის დაავადებებით (ჰეპატიტი, ციროზი) ან ნაღვლის ბუშტში ქვების არსებობით
2. ნეფროზული სინდრომი
3. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
4. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)
5. არანამკურნალები შაქრიანიდიაბეტი
6. ალკოჰოლიზმი
7. გაცხიმოვნება
8. პროსტატის ან თირკმელზედა ჯირკვლის კიბო
ჰიპოქოლესტერინემიის მიზეზები:
1. მემკვიდრული ფაქტორი
2. ღვიძლის მძიმე დაავადებები
3. ძვლის ტვინის ონკოლოგიური დაავადებები
4. ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია (ჰიპერთირეოზი)
5. ნაწლავში შეწოვის პროცესების დარღვევა
6. ფოლიუმდეფიციტური ან B 12 ვიტამინდეფიციტური ანემია
7. გავრცელებული დამწვრობა
8. ტუბერკულოზი
9. მწვავე ინფექციური დაავადებები
10. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
ქოლესტერინის დონის განსაზღვრისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს, რომ დროთა განმავლობაში მისი დონე იცვლება, რაც არ წარმოადგენს პათოლოგიას, ამიტომ მხოლოდ ერთჯერადი გამოკვლევით არ უნდა მოხდეს მდგომარეობის შეფასება.
გარდა ამისა მხედველობაში უდა მივიღოთ ისეთი ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენს ქოლესტერინის დონეზე.
ქოლესტერინის დონის მატებას განაპირობებს:
1. ორსულობა (ქოლესტერინზე ტესტის ჩატარება უნდა მოხდეს არანაკლებ ექვსი კვირისა მშობიარობის შემდეგ)
2. ხანგრძლივი შიმშილობა
3. სისხლის აღება ანალიზისათვის მდგომიარე პოზიციაში
4. ანაბოლური სტეროიდების, ანდროგენების, კორტიკოსტეროიდების მიღება
5. თამბაქოს მოწევა
საერთო ქოლესტერინის დონეს ამცირებს:
1. სისხლის აღება მწოლიარე პოზიციაში
2. ალოპურინოლი, კლოფიბრატი, კოლხიცინი, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, სტატინები, ქოლესტერინამინი, ერითრომიცინი, ესტროგენები
3. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა
4. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი დიეტა.
გადასვლა >>ქოლესტერინი
საერთო ქოლესტერინი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🫀 ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა ზრდის ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს
🔬 საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა აუცილებელია შემდეგი მდგომარეობების დროს:
➡ 20 წელზე ზევით ასაკის პირებში ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ (ჩვეულებრივ შედის პროფილაქტიკური გამოკვლევების სტანდარტული გამოკვლევების ჩამონათვალში);
➡ ლიპოპროტეიდებისა და ტრიგლიცერიდების გამოკვლევასთან ერთად – ე.წ. ლიპიდოგრამა;
➡ მკურნალობის ეფექტურობის განსაზღვრისათვის წელიწადში რამდენჯერმე, თუ დანიშნულია ცხოველური ცხიმებით შეზღუდული დიეტა ან მედიკამენტები ქოლესტერინის დონის შემცირებისათვის;
➡ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისათვის
🔎 ქოლესტერინის დონის მატების მიზეზი შეიძლება იყოს:
✔️ ქოლესტაზი – ნაღვლის შეგუბება, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ღვიძლის დაავადებებით (ჰეპატიტი, ციროზი) ან ნაღვლის ბუშტში ქვების არსებობით
✔️ ნეფროზული სინდრომი
✔️ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
✔️ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი)
✔️ არანამკურნალები შაქრიანი დიაბეტი
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#ქოლესტერინი #საერთოქოლესტერინი #ქოლესტერინისმომატება #ქოლესტერინისშემცირება #ჰიპერქოლესტერინემია #ჰიპოქოლესტერინემია #სწრაფადდაღლა #შაკიკი #ჰიპერტენზია #ძილიანობა #ღვიძლისტკივილი #ყაბზობა #დიარეა #მადისდაკარგვა #აგზნებადობა #ნეფროზულისინდრომი #თირკმლისუკმარისობა #ჰიპოთირეოზი #შაქრიანიდიაბეტი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.