მხარ – გოჯის ინდექსი

  • თურმანიძის მალამოები

..

მხარ – გოჯის ინდექსი – მხარ – გოჯის ინდექსი წარმოადგენს ქვემო კიდურზე სისტოლური არტერიული წნევის ფარდობას ზემო კიდურზე არტერიულ წნევასთან. მხარ – გოჯის ინდექსის მეშვეობით ფასდება  ქვემო კიდურებში სისხლის მიმოქცევის ადექვატურობა. ჩვეულებრივ ქვემო კიდურზე სისტოლური არტერიული წნევა აღემატება ზემო კიდურზე სისტოლურ არტერიულ წნევას და ნორმაში მხარ – გოჯის ინდექსი მერყეობს 0.9-1.2-ის ფარგლებში. მხარ – გოჯის ინდექსის 0.9-ზე დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს არტერიულ დაავადებაზე, ძირითადად აორტის ან ქვემო კიდურის სისხლძარღვების ობსტრუქციულ პროცესზე, რისი მიზეზიც უმეტეს შემთხვევაში ათეროსკლეროზული დაზიანებაა. მხარ – გოჯის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი > 1.2, ასევე პათოლოგიური ცვლილების მაჩვენებელია და ძირითადად მიუთითებს არტერიების კედლის კალციფიკაციაზე და ელასტიურობის დაქვეითებაზე.

..

გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

..

Share this...Share on Facebook
Facebook