რენტგენოლოგიური გამოკვლევა ორსულობისას

რენტგენოლოგიური გამოკვლევა ორსულობისას

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


ჩავიტაროთ თუ არა რენტგენოლოგიური გამოკვლევა?

რენტგენოლოგიური გამოკვლევა ხშირად კვლევის ერთადერთი მეთოდია, რომელსაც შეუძლია სრული და ობიექტური ინფორმაცია მოგვცეს პაციენტის კბილის მდგომარეობაზე მისი მკურნალობის წინ. ძირითადად, სტომატოლოგი რენტგენზე მიმართვას წერს ანთებითი პროცესების, ტრავმების, ორთოდონტული მკურნალობის დროს. ამავდროულად, გამოკვლევის ამ მეთოდს აქვს უკუჩვენებები, რომელთაგან ერთ-ერთია ორსულობა.

სამედიცინო საზოგადოების მიერ მიღებულია, არ დანიშნოს რენტგენოლოგიური გამოკვლევა პირველ ტრიმესტრში, მიზანშეწონილი არ არის მისი ჩატარება მე-20 კვირამდე. მეორე ტრიმესტრში ვიყენებთ დასაბუთების პრინციპს: რენტგენოლოგიურ კვლევაზე უარის თქმის რისკი უნდა აღემატებოდეს მისი ჩატარების დროს მიღებული დასხივების რისკს. მოგვიანებით ნებადართულია ცალკეული კბილების დენტალური სურათების გადაღება, 38 კვირის შემდეგ – პანორამული სურათი.

საინტერესოა, რომ სტომატოლოგები ჯერ კიდევ არ მისულან საერთო აზრამდე, შეიძლება თუ არა რენტგენის გადაღება მომავალი დედებისთვის. მედიკოსების აზრთა სხვაობა რენტგენოლოგიურ გამოკვლევასთან დაკავშირებით ძალიან ადვილი ასახსნელია. საქმე იმაშია, რომ ისეთი თანამედროვე აღჭურვილობა, როგორიც არის რადიოვიზიოგრაფი, წერტილოვნად მოქმედებს, ხოლო დასხივების დოზები ამ დროს მინიმალურია. დამცავი საშუალებების, მაგალითად, წინსაფრის გამოყენებისას ნაყოფის დასაცავად, დასხივება ნულამდეა დასული. აღსანიშნავია, რომ ვერც ერთი სტომატოლოგი ვერ გეტყვით, როგორ იმოქმედებს რენტგენის გადაღება ბავშვის ჯანმრთელობაზე და იმოქმედებს თუ არა საერთოდ.

პულპიტის მკურნალობის დროს აუცილებელია არხების დამუშავება და დაბჟენა. ამ შემთხვევაში რენტგენოლოგიური სურათი აუცილებელია სამუშაოს ხარისხის შესაფასებლად. თუ რენტგენოგრაფია შეუძლებელია, იფარგლებიან მიკროსკოპის და სპეციალური ხელსაწყოს მუშაობით, რომელიც გვეხმარება არხის სიგრძის განსაზღვრაში და არ აქვს ორგანიზმზე გვერდითი მოქმედება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, მშობიარობის შემდეგ რეკომენდებულია ორსულობის დროს ნამკურნალები კბილისთვის საკონტროლო სურათის გადაღება.
თუ მომავალი დედისთვის აუცილებელია რენტგენოლოგიური სურათის გადაღება, შეიძლება რადიოვიზიოგრაფიის გამოყენება. დასხივების დოზა ამ შემთხვევაში არ აღემატება ფონურს, რის გამოც გამოკვლევა პრაქტიკულად უსაფრთხოა მომავალი დედისა და ნაყოფისთვის.

კამათი რენტგენის შესახებ

ცოტა ხნის წინ აშშ-ის მეცნიერებმა უარყვეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სუსტი რენტგენი უსაფრთხოა ორსულთათვის, თუ რეპროდუქციული ორგანოები არ განიცდიან რადიაციულ ზემოქმედებას. გამოკვლევის შედეგებით ქალებში, რომლებსაც დანტისტები უღებდნენ რენტგენის სურათს, 3,5-ჯერ უფრო ხშირად იბადებიან 2,5 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები, ვიდრე ქალებში, რომლებსაც ორსულობის პერიოდში არ გაუკეთებიათ კბილის რენტგენი.
„ჩვენ არ ვიცით მართლა მოქმედებს თუ არა რადიაცია ნეიროჰორმონულ მექანიზმზე თავისა და კისრის მიდამოში, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე, თუ ჩვენ აქ ვხედავთ სხვა ფაქტორების ზემოქმედებას” – ამტკიცებს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ფილიპ ხაჯელი.
მათი აზრით, ორსულობის დროს რენტგენზე უარის თქმამ შეიძლება პოტენციურად დააქვეითოს არასაკმარისი წონის მქონე ახალშობილების რაოდენობა 5%-მდე. მეცნიერები აღიარებენ, რომ მრავალი ქალი სტომატოლოგთან მიდის ისე, რომ ჯერ კიდევ არ იცის თავისი ორსულობის შესახებ.

ბრიტანეთის რადიოლოგთა სამეფო კოლეჯის დანტისტების განყოფილების წარმომადგენელი, პროფესორი კიტ ჰორნერი ეჭვის ქვეშ აყენებს ამერიკელი მეცნიერების დასკვნებს. „ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ნამდვილად ასეა, რადგან საუბარია რადიაციის იმ დოზებზე, რომლებიც არ აღემატება ჩვეულებრივ რადიაციულ ფონს” – ამბობს ის.
„მას შემდეგ, რაც ჰიროსიმაში ჩამოგდებული იქნა ატომური ბომბი, იყო ცნობები არასაკმარისი წონის მქონე ბავშვების დაბადების შესახებ, მაგრამ მაშინ რადიაციის დოზები სრულიად განსხვავებული იყო” – თქვა პროფესორმა ჰორნერმა. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ქალებს, რომლებსაც შეეძინათ დაბალი წონის მქონე ბავშვები, არ აქვთ ჯანმრთელობის კარგი ზოგადი მდგომარეობა და ამიტომ ისინი უფრო ხშირად საჭიროებენ მკურნალობას, მათ შორის დანტისტთანაც.

ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა რადიოლოგიური დაცვის ბრიტანული კომიტეტის დირექტორის მოადგილემ, დოქტორმა ჯილ მირამ: „ძნელი წარმოსადგენია, ბუნებრივ რადიაციულ ფონთან მიახლოებულ რადიაციის დოზებს როგორ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგები”.

ამის მიუხედავად, ორსულებმა სასურველია თავიდან აიცილონ კბილების რენტგენი და იგი ჩაიტარონ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.  გადასვლა >>>სტომატოლოგია 2. ორსულობა და მშობიარობა

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.