როგორ შევარჩიოთ საბავშვო კბილის ჯაგრისი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
♦ ნივთები ბავშვებისათვის ინტერნეტმაღაზიებში

კარიესისა და სხვა სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების პროფილაქტიკაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორად შერჩეული საბავშვო კბილის პასტა და ჯაგრისი. მშობლების გარკვეული ნაწილი არც ფიქრობს, რომ ბავშვებს საკუთარი ჰიგიენური საშუალებები სჭირდებათ და მათ კბილებს თავიანთი კბილის პასტით და ჯაგრისით უხეხავენ.

საბავშვო კბილის ჯაგრისი 

კბილის ჯაგრისი შედგება რამოდენიმე ნაწილისაგან: სახელური, სამუშაო ზედაპირი და ყელი. სახელური უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვს შეეძლოს მისი მოხერხებულად დაჭერა. ამიტომ სასურველია ბავშვიც ჩართოთ მის არჩევაში. სამუშაო ზედაპირი უნდა წვდებოდეს საშალოდ 2 კბილს. აგრეთვე მოსახერხებელია ელექტრული ჯაგრისიც.

ჯაგრისის ტიპები

კბილის ჯაგრისები  იყოფა ჯაგრულების სიხისტის მიხედვით: ძალიან რბილები, რბილები, საშუალო სიხისტის, მაგრები და ძალიან მაგრები. გვინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, რომ ბავშვებისათვის სასურველია შეირჩეს ჯაგრისები ძალიან რბილიდან საშუალომდე.
ყველაზე პატარებისათვის არსებობს სპეციალური, თითზე ჩამოსაცმელი ჯაგრულები – პირველი კბილებისა და ენის გასაწმენდად.
უმჯობესია შევიძინოთ ჩოთქი ხელოვნური ჯაგრულებით, ეს რჩევა არა მხოლოდ საბავშვო არამედ დიდების ჯაგრისებსაც ეხება.
ბავშვებისათვის სასურველია შეირჩეს მკვეთრი ფერების, ლამაზი ჯაგრისი, რათა კბილების ხეხვა სასიამოვნო თამაშად იქცეს.
არ დაგვავიწყდეს, რომ კბილის ჯაგრისები გამუდმებით უნდა ვცვალოთ, რადგან მათზე რჩება საჭმლის ნარჩენები და მიკროორგანიზმები კბილის ნადებიდან. კბილის ჯაგრისი სასურველია გამოიცვალოს ყოველ 2-3 თვეში.
ნუ გააკეთებთ შეღავათებს საკუთარ და მით უმეტეს თქვენი პატარას ჯანმრთელობაზე.
საჭიროების დროს და სტომატოლოგის რჩევით, სასურველია კბილის საწმენდი ძაფების გამოყენება.
გადავიდეთ ჰიგიენური პროცედურის, არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომლის გარეშეც ყველა ჩატარებული პროცედურის ეფექტი მცირდება. აღებულია: http://orthodont.ge/tpaste.htm; გადასვლა > ,,ბავშვი”


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.