სისხლში ქოლესტერინის დაქვეითების რამდენიმე საშუალება

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

  1. მაღალი ქოლესტერინის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები გამოწერით ,,ამაზონიდან”
  2. ომეგა-3 ,,ამაზონზე”
  3. სელის ზეთი
  4. ქოლესტერინის გასაზომი აპარატი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები დღეს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მასიური მკვლელის როლში გვევლინება. მათი განვითარების მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა ძალიან ხშირად ყველაფრის მიზეზად ქოლესტერინის მაღალი დონე გვევლინება, რომლის ფონზეც ვითარდება ქოლესტერინული ბალთები, რომლებიც მოგვიანებით იწვევენ თრომბების წარმოქმნას და სისხლძარღვთა სანათურის შევიწროებასა და დახშობას.
გასაგებია, რით შეიძლება ეს პროცესი დამთავრდეს, თუმცა შესაბამისი სურვილის არსებობის პირობებში, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია. აი, რამდენიმე მარტივი საშუალება სისხლში ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად:

1. ფიზიკური ვარჯიში – ჩატარებული იქნა კვლევა, რომლის დროსაც იმ ადამიანებმა, რომლებიც პრაქტიკულად იმყოფებოდნენ გულის შეტევის განვითარების ზღურბლზე, დაიწყეს სპორტული აქტივობა მცირე დატვირთვებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. რამდენიმე თვეში ასეთი თერაპიის ფონზე აღინიშნა ინფარქტის განვითარების რისკის შემცირება საშუალოდ 25%-ით.

2. სტატინები – ეს არის ნივთიერებები, რომლებიც შედის სპეციალიზებული სამკურნალწამლო პრეპარატების შამადგენლობაში. მედიკოსების ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, ამ პრეპარატების კურსობრივი მიღების ფონზე შესაძლებელია სისხლში ”ცუდი” ქოლესტერინის დონის დაქვეითება საშუალოდ 50%-ით. ამასთან ერთად, მეცნიერები გვირჩევენ არჩევანი მაინც ქოლესტერინის დონის დაქვეითების უფრო ნატურალური საშუალებების სასარგებლოდ გავაკეთოთ.

3. უჯრედისით მდიდარი საკვები – შედარებით იაფფასიანი, მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა. უჯრედისით მდიდარია მრავალი სახის ბოსტნეული და ხილი, ასევე ზოგიერთი ბურღულეული. საკვებში მათი რეგულარული მოხმარება დაგვეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის 5%-ით შემცირებაში. ეს შედარებით პატარა ციფრია, თუმცა საკვები ბოჭკოების მოხმარება, როგორც ცნობილია, საკამოდ მნიშვნელოვანი და სასარგებლოა მთლიანად ორგანიზმისთვის.

4. პროდუქტები ცხიმების დაბალი შემცველობით – ჯანსაღი კვება დაგვეხმარება ქოლესტერინის დონის 20%-ით შეცირებაში. აქ ყველაფერი მარტივადაა – უნდა ვთქვათ უარი ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა წითელი ხორცი, კარტოფილი ფრი და გადავიდეთ სხვადასხვა სახის თევზეულზე და ქათმის ხორცზე.

5. ფიბრატები – ეს არის სპეციალური პრეპარატები, რომლებიც დაგვეხმარებიან სისხლში ქოლესტერინის დონის 25-დან 50%-მდე შემცირებაში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ისევე, როგორც სტატინების შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული მათი ძალიან ხშირი მოხმარება, თუმცა ისინი ჯანმრთელობისათვის ხიფათის მომტანად არ ითვლება.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან; გადასვლა >> ქოლესტერინი