✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
- ტანსაცმელი ახალშობილებისათვის
- ტანსაცმელი ახალშობილი ბიჭუნებისათვის
- ტანსაცმელი ახალშობილი გოგონებისათვის
- ბოდეები ახალშობილი ბიჭისთვის
- ბოდეები ახალშობილი გოგოსთვის
- ქუდები ახალშობილი ბიჭისთვის
- ქუდები ახალშობილი გოგოსთვის
- ახალშობილის თათმანები
- წინდები ახალშობილი ბიჭისთვის
- წინდები ახალშობილი გოგოსთვის
- პამპერსები
- ჭურჭელიახალშობილებისათვის
- მატყუარა საწოვარა ბისფენოლA -ს გარეშე
- ბავშვის ფრჩხილების მაკრატელი
- ახალშობილის მოვლის ნივთები
- ბავშვის სველი სალფეთქები
- ბავშვის აბაზანები
- აბაზანის თერმომეტრები
- აბაზანის პირსახოცი გოგოსთვის
- აბაზანის პირსახოცი ბიჭისთვის
- ბავშვის აბაზანის ღრუბელი
- აბაზანის ქუდის განყოფილება
- აბაზანის“ ბავშვის თერმომეტრები
ოფლიანობა ბავშვებში — ნასიცხები
ნასიცხები ბავშვს ჩვეულებრივ გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში, განსაკუთრებით ზაფხულში უვითარდება, როდესაც ბავშვი ჩვეულებრივზე მეტად ოფლიანობს.
თუ თქვენს პატარას, უფრო ხშირად სეირნობის ან ძილის შემდეგ, გაწითლებულ კანზე წვრილი ვარდისფერი ლაქები უჩნდება, შესაძლოა ეს ბავშვებში ნასიცხების ერთერთი სიმპტომი იყოს. ბავშვების და ზრდასრულებიც სხვადასხვაგვარად ოფლიანობენ, მაგრამ ბავშვებში ნასიცხები უფრო ხშირად გადახურების გამო ვითარდება. რათქმაუნდა, ოფლიანობა ბავშვს შეიძლება არც უშლიდეს ხელს იყოს აქტიური და მხიარული, მაგრამ ნასიცხებს მაინც უნდა ვუმკურნალოთ და ვეცადოთ არ გავართულოთ. ამაში კი ბავშვის სწორი მოვლა დაგეხმარებათ, რაც ნასიცხების მკურნალობის საიმედო საშუალებაა. თქვენ შეიძლება არც კი დაგჭირდეთ რთული წამლების გამოყენება, საკმარისია არ დაივიწყოთ ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურების ჩატარება და ბავშვს ოფლიანობა შეუმცირდება ან სრულად გაუვლის.
ნასიცხები ბავშვს ჩვეულებრივ გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში, განსაკუთრებით ზაფხულში უვითარდება, როდესაც ბავშვი ჩვეულებრივზე მეტად ოფლიანობს. ბავშვის კანზე ნასიცხების შემჩნევა შესაძლებელია კანის ნაკეცებში, იღლიების მიდამოში, ზურგის ან მკერდის ზედა ნაწილში, კისერზე, ასევე დუნდულოებზე. მაგრამ, ნუ შეგეშინდებათ, სწორი მოვლისას ხომ ეს წვრილი წითელი ლაქები, რაც ნასიცხების სიმპტომია, სწრაფად და იოლად ქრება.
დაიცავით ბავშვის მოვლის ძირითადი წესები:
-
ეცადეთ პატარას ნატურალური ქსოვილის სამოსი უყიდოთ, რომელშიც კანი შეძლებს თავისუფლად ისუნთქოს. ასეთებია ბამბის ქსოვილი, სელი, ჩითი. ასევე ეს ეხება თეთრეულსაც.
-
ბავშვის ოთახში აკონტროლეთ ჰაერის ტემპერატურა. ძალიან არ უნდა ცხელოდეს, იდეალური იქნებოდა +20°C ტემპერატურა. პატარას ამინდის მიხედვით ჩააცვით, მაგრამ ძალიან სქლადაც არა. ასევე ნუ იჩქარებთ, პატარას ბანაობის შემდეგ მაშინვე ტანსაცმლის ჩაცმას, აცადეთ, რომ მის სხეულზე სისველე გაშრეს.
-
აირჩიეთ არა ძლიერ ზეთოვან ფუძეზე დამზადებული საბავშვო კრემი, უკეთესია უპირატესობა წყალზე დამზადებულ, ნატურალურ კრემს მიანიჭოთ, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. გაწითლებული კანი უმჯობესია ტალკით დაამუშაოთ.
-
პატარა უპირატესად ძუძუთი კვებეთ, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ბავშვებს რომლებიც დედის რძით იკვებებიან ნასიცხები უფრო სწრაფად ურჩებათ.
ბავშვის სწორი მოვლა დაგეხმარებათ უკვე 2-3 დღეში დააღწიოთ თავი ნასიცხებს. რათქმაუნდა თუ ცხელი ზაფხულია და ბავშვი მოძრავია, ოფლიანობა ბავშვს ასე იოლად არ გაუვლის, ოფლის გამოყოფა ხომ გადახურებაზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ბავშვი მზეზე დიდხანს არ იყოს, არამედ ეზოში ჩრდილში ითამაშოს, სახლში ასევე არ უნდა თამაშობდეს ფანჯრებთან სადაც პირდაპირი მზის სხივები აჭერს, ან ცხელ ზაფხულში ფანჯრებზე სქელი ფარდები ჩამოაფარეთ. თუ მაინც ნასიცხები გახანგრძლივდა და გართულდა, უმჯობესია პედიატრს მიმართოთ. გადასვლა >,ბავშვი
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.