ზეთის სასარგებლო თვისებები და ქოლესტერინი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

მაღალი ქოლესტერინის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები გამოწერით ,,ამაზონიდან”
ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი


მცენარეული ზეთები საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის მიერ არა მარტო საკვებად, არამედ სამკურნალოდაც, რადგან ითვლებოდა, რომ ისინი აახალგაზრდავებენ და აჯანსაღებენ ადამიანის ორგანიზმს. ამჟამადაც ექიმი დიეტოლოგების აზრით ზეთები წარმოადგენენ საკვების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ორგანიზმს არა მარტო ენერგეტიკული და პლასტიკური მასალით, არამედ შეუცვლელი ნივთიერებებითაც (უჯერი ცხიმოვენი მჟავები, ფოსფოლიპიდები, A, D, E, F ვიტამინები, სტერინები), რითაც განაპირობებენ კვების ბიოლოგიურ ეფექტურობას.

მცენარეული ზეთები მიიღება ცხიმშემცველი მცენარეების თესლებისგან. საკვებად ადამიანი ძირითადად შემდეგი მცენარეების ზეთებს იყენებს: მზესუმზირა, ზეთისხილი, სიმინდი, სოიო, არაქისი, ბამბა. ყველაზე გავრცელებულია მზესუმზირის ზეთი. მას ზეთის ბაზრის 60% უკავია. თუმცა ყველაზე სასარგებლოა ზეითუნის ზეთი. იგი ერთადერთი ცხიმია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი მთლიანად (100%) ითვისებს.

მზესუმზირის ზეთის სისტემატურ გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკისათვის, მისი მოხმარება მიზანშეწონილია გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებისა და ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს. ხალხურ მედიცინაში მზესუმზირის ზეთი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ღვიძლის დაავადებების დროს. მას იყენებენ კოსმეტოლოგიასა და არომათერაპიაში.

ზეითუნის ზეთის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პროფილაქტიკას, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, ხასიათდება ნაღველმდენი თვისებებით, იცავს ორგანიზმს ნაადრევი სიბერისაგან, ზეითუნის ზეთი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაშიც. ზეითუნის ზეთი ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას, ნაკაწრებისა და მწერების ნაკბენების შეხორცებას, მისი სისტემატური მოხმარება აუმჯობესებს მხედველობას და ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს.

სიმინდის ზეთი გამოირჩევა E ვიტამინის მაღალი შემცველობით, აწესრიგებს სასქესო ჯირკვლების მუშაობას, განსაკუთრებით სასარგებლოა სიმინდის ზეთი ბავშვებისათვის და ფეხმძიმობის დროს. ზეთის ეს სახეობა აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ებრძვის გადაღლილობას და კუნთების მოდუნებას, ლეციტინის მაღალი შემცველობის გამო წარმოადგენს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის საშუალებას, ამცირებს თრომბის წარმოქმნის საშიშროებას, ასტიმულირებს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭ-ნაწლავის მუშაობას. სიმინდის ზეთის რეგულარული გამოყენება რეკომენდებულია ასთმის, შაკიკის, კანის აქერცვლის დროს

სტატია აღებულია საიტიდან: www.momxmarebeli.ge; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”