ოლიგოკრინ – T

ოლიგოკრინ – T

გამოყენების ინსტრუქცია

ოლიგოკრინ – T საინექციო ხსნარი 0.5 მლ /1 მლ

Oligocrin – T Solution for injection 0.5 ml/1 ml

სავაჭრო დასახელება:

ოლიგოკრინ – T

Oligocrin – T

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

არ აქვს .

წამლის ფორმა:   საინექციო ხსნარი

შემადგენლობა:

1 მლ ხსნარი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები: ოლიგოკრინ – 100% თხევადი სუბსტანცია – 0.5 მლ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი    9.0 მგ

საინექციო წყალი         1 მლ – მდე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციისა და რეპარაციის პროცესებისმასტიმულირებელის საშუალება, იმუნომოდულატორი .

ათქ – კოდი: G02CX

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

ოლიგოკრინი – T მცენარეული წარმოშობის კომბინირებული საინექციო პრეპარატია ( თხევადისუბსტანცია ოლიგოკრინი – 100% შედგება მაყვლის ფოთლების, კომშის ფოთლების, ასკილისფოთლებისა და   ფითრის ყლორტების სპირტიანი ექსტრაქტებისაგან ), რომელიც შეიცავს ბიოლოგიურადაქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს – ორგანული მჟავები ( ნაჯერი მონოკარბონმჟავები – პროპიონის მჟავა,იზოვალერიანის მჟავა; ცხიმოვანი მჟავები, მათ შორის უჯერი ცხიმოვანი მჟავა – ოლეინის მჟავა;ალიფატური და არომატული ჰიდროქსიმჟავები – რძემჟავა, ვაშლის მჟავა, ლინომჟავა, სალიცილის მჟავა; ტრიტერპენული მჟავა – ურსოლის მჟავა ), ფლავონოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, სტეროიდები,ალკალოიდები ( მათ შორის პურინული ალკალოიდი – კოფეინი ), შაქრები ( გლუკოზა, ფრუქტოზა დასხვ .), სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინები ( კაროტინები ( A პროვიტამინები ), ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი ), ქოლინი ( ვიტამინი B4 ), რიბოფლავინი ( ვიტამინი B2 ), ფილოქინონი ( K ვიტამინი ), Pვიტამინი, E ვიტამინი ) და მინერალური ნივთიერებები ( მიკროელემენტები: Se, Cu, Zn, Fe;მაკროელემენტები: K, Mg ). პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება, რომელიც გამოიხატებამამაკაცებში სერტოლისა და ლეიდეგის უჯრედების ფუნქციის აქტივაციით, სპერმატოგენეზისსტიმულაციით, ეაკულატში სპერმატოზოიდების კონცენტრაციისა და სიჩქარის მომატებით, ლიბიდოსგაძლიერებით, ქალებში მენსტრუაციული ციკლის ჩამოყალიბებით, ლიპიდების ცვლისა დაქოლესტერინის დონის მოწესრიგებით, ასევე ძლიერი ანტიოქსიდანტური და იმუნომამოდულირებელიმოქმედებით, რომელიც მყარი თერაპიული მოქმედებით ხასიათდება, განპირობებულია პრეპარატისშემადგენლობაში შემავალი უნიკალური ნივთიერებათა კომპლექსით .

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატ ოლიგოკრინ – T – ს მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების   ურთიერთშერწყმულიქმედებით, ამიტომაც ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების ჩატარება არ არის შესაძლებელი .

ჩვენება:

ოლიგოკრინ – T – ს გამოიყენება მამაკაცებში ოლიგოსპერმიის სხვადასხვა ფორმების სამკურნალოდ, მათშორის ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი პათოლოგიით გამოწვეული სპერმატოგენეზის დარღვევის დროს. დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობისას . პრეპარატიინიშნება მწვავე და ქრონიკული პროსტატიტების სამკურნალოდ .

ქალებში პრეპარატი ინიშნება ოვულაციის სტიმულირებისათვის, პრემენსტრუალური სინდრომის დროს,საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და მცირე მენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესების სამკურნალოდ .

ოლიგოკრინ – T გამოიყენება ASA – ანტისპერმული ანტისხეულების მომატებით გამოწვეულიიმუნოლოგიური უნაყოფობის ( შეუთავსებლობის ) დროს .

ოლიგოკრინ – T ინიშნება როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება სხვადასხვა ინფექციურიდაავადებების ( ქლამიდიოზი, ციტომეგალოვირუსი, ჰერპეს ვირუსი და სხვ .) მკურნალობისასანტიბიოტიკებთან ერთად .

უკუჩვენება:

უკუნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს .

გაფრთხილება:

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ .

გვერდითი ეფექტი:

არ არის დადგენილი .

გამოყენება და დოზები:

მამაკაცებში: სპერმატოგენეზის დარღვევისა და სქესობრივი დისფუნქციის დროს ინიშნება თითო ამპულა(1.0 მლ ) კუნთებში კვირაში 1 – 2 – ჯერ 2 – 6 კვირის განმავლობაში; ეფექტის შენარჩუნების მიზნითმკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს იმავე დოზით სპერმოგრამის მაჩვენებლებსა და კლინიკურ ეფექტზედაკვირვებით .

ქალებში: ოლიგოკრინ – T ინიშნება პრემენსტრუალური სინდრომის შემთხვევაში   მენსტრუალურიციკლის მე – 12, მე – 14 და მე – 16 დღიდან, ციკლის ხანგრძლივობის შესაბამისად ( ლუთეინური ფაზისდასაწყისიდან ), თითო ინექცია (1.0 მლ ) კუნთებში ხუთი დღის განმავლობაში .

ინფექციურ – ანთებითი პროცესებისა და იმუნოლოგიური უნაყოფობის შემთხვევებში, როგორცმამაკაცებში, ასევე ქალებში ინიშნება თითო ამპულა (1.0 მლ ) კუნთებში კვირაში 1 – 2 – ჯერ ან მეტჯერ2 – 6 კვირის განმავლობაში; შემდგომი ეფექტის შესანარჩუნებლად თითო ამპულა (1.0 მლ ) კვირაში 1-ჯერ ოთხი კვირის განმავლობაში .

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზირება ინდივიდუალური ხასიათისაა .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატი ავლენს სინერგისტულ ეფექტს ანდროგენულ, ანტიესტროგენულ, ანტიჰისტამინურ დაგლუკოკორტიკოსტეროიდულ საშუალებებთან, ასევე ანტიბიოტიკებთან და იმ პრეპარატებთან, რომელიცგამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კორეგირებისათვის .

გამოშვების ფორმა:

#10 1.0 მლ ამპულა, მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

შენახვის პირობები:პრეპარატი უნდა ინახებოდეს სინათლისაგან დაცულ ადგილზე, 15 – 20 ° C ტემპერატურაზე .

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი .

გაცემის პირობა: ექიმის რეცეპტით .

მწარმოებელი:     შ . პ . ს .,, გეომედი ”

მისამართი:        ქ . თბილისი, გოთუას ქ . #3