მედულაკ-WM
გამოყენების ინსტრუქცია
მედულაკ – WM
MEDULAC – WM
სავაჭრო დასახელება: მედულაკ – WM, MEDULAC – WM
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ლაქტულოზა, Lactulose
წამლის ფორმა
შიგნით მისაღები სიროფი .
აღწერილობა: უფერო ან მკრთალი მოყავისფრო – მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ბლანტი სითხე ტკბილიგემოთი .
შემადგენლობა
სიროფის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზას 667 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საფაღარათო საშუალება . ათქ კოდი A06AD11
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლაქტულოზა წარმოადგენს ლაქტოზის სინთეზურ წარმოებულს . იგი არ იშლება კუჭსა და წვრილნაწლავში შესაბამისი ფერმენტების არარსებობის გამო, პრაქტიკულად არ შეიწოვება . კუჭ – ნაწლავისტრაქტში მოხვედრისას ასტიმულირებს პერისტალტიკას, აუმჯობესებს ფოსფატებისა და კალციუმისმარილების შეწოვას, ზრდის ამიაკის დიფუზიას სისხლიდან კუჭ – ნაწლავში და ხელს უწყობს მისგამოყოფას ორგანიზმიდან .
ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად, ლაქტულოზა მსხვილ ნაწლავში იშლებადაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავეებად – ძირითადად რძემჟავად, ნაწილობრივ ჭიანჭველმჟავად დაძმარმჟავად . ამ დროს მსხვილი ნაწლავის სანათურში მატულობს ოსმოსური წნევა და მცირდება pH,იზრდება განავლის მოცულობა, რაც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ახდენსგანავლის კონსისტენციის ნორმალიზაციას . ეს ხელს უწყობს ყაბზობის აღმოფხვრას, ნაწლავების დაცლისფიზიოლოგიური რიტმის აღდგენას .
ამონიუმის შეკავშირებული იონების გამოყოფა ხორციელდება საფაღარათო ეფექტის განვითარებისას .საფაღარათო ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ . გარდა ამისა, განავალთანერთად ლაქტულოზა გამოდევნის ნაღვლის მჟავებს, რის შედეგადაც მცირდება სისხლსა და ნაღველშიქოლესტერინის შემცველობა . გააჩნია მსხვილ ნაწლავში სალმონელების ზრდის დათრგუნვის უნარი . არამცირებს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას, არ იწვევს შეჩვევას .
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ან ღვიძლისმიერი კომის / პრეკომის დროს პრეპარატის ეფექტს მიაწერენაციდოფილური ბაქტერიების ( მაგალითად, ლაქტობაქტერიები ) რაოდენობის ზრდის ხარჯზეპროტეოლიზური ბაქტერიების დათრგუნვას; მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობის მატების ხარჯზეამიაკის იონურ ფორმაში გადასვლას; ოსმოსური ეფექტისა და pH – ის შემცირების ხარჯზე ნაწლავებისდაცლას; ასევე, აზოტშემცველი ტოქსიური ნივთიერებების შემცირებას იმ ბაქტერიების სტიმულაციისგზით, რომლებიც ახდენენ ამიაკის უტილიზაციას ბაქტერიული ცილის სინთეზისათვის .
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია დაბალია . არ შეიწოვება, აღწევს მსხვილ ნაწლავამდე, სადაც იშლება ნაწლავური ფლორისზემოქმედების შედეგად . 45-70 მლ – მდე დოზების შემთხვევაში მთლიანად მეტაბოლიზდება; უფრომაღალი დოზირებისას ნაწილობრივ გამოიყოფა შეუცვლელი სახით .
გამოყენების ჩვენებები
– ყაბზობა: მსხვილი ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულაცია;
– განავლის დარბილება სამედიცინო მიზნით ( ჰემოროიდული კვანძები, ოპერაცია მსხვილ ნაწლავზე დაანალურ მიდამოზე, პოსტოპერაციული პერიოდი );
– ნაწლავური დისბაქტერიოზი;
– ლპობითი დისპეფსიის სინდრომი ( ადრეული ასაკის ბავშვებში მწვავე კვებისმიერი მოწამვლის შედეგად);
– სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტი, სალმონელამტარებლობა;
– ღვიძლისმიერი პრეკომა და კომა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ჰიპერამონიემია .
უკუჩვენება – ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
– გალაქტოზემია;
– ლაქტოზას, გალაქტოზას ან ფრუქტოზას აუტანლობა;
– ნაწლავთა გაუვალობა .
გვერდითი მოქმედება
კუჭ – ნაწლავის სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება .
ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია წყალ – ელექტროლიტური ცვლის მოშლა .
გამოყენების წესი და დოზირება
მედულაკ – WM მიიღება შიგნით . მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზებს ექიმი ადგენს .
საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ სუფრის კოვზი შეესაბამება სიროფის 15 მლ, ჩაის კოვზი კი – 5 მლ .
ყაბზობის მკურნალობისას:
პრეპარატი მიიღება დღეში 1 – ჯერ დილით ჭამის დროს . კლინიკური ეფექტი ვლინდება 1-2 დღის შემდეგ .დოზას ზრდიან იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებიდან 2 დღის განმავლობაში პაციენტისმდგომარეობა არ გაუმჯობესდა .
მოზრდილებში:
საწყისი დოზა – 15-45 მლ, შემანარჩუნებელი – 10-25 მლ .
ბავშვებში:
3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5 მლ, შემანარჩუნებელი – 5 მლ .
3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მლ, შემანარჩუნებელი – 5-10 მლ .
7-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 15 მლ, შემანარჩუნებელი – 10 მლ .
როგორც წესი, დოზა შეიძლება შემცირდეს გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ, პაციენტის საჭიროებიდანგამომდინარე .
პრეპარატის გამოყენება განავლის დარბილების მიზნით:
ინიშნება იგივე დოზით, როგორც ყაბზობის დროს .
ნაწლავური დისბაქტერიოზის მკურნალობისას ( სადღეღამისო დოზები ):
მოზრდილებში: 10 მლ;
ბავშვებში: 7 წლიდან და ზემოთ – 10 მლ;
4-7 წელი – 5 მლ;
1-3 წელი – 3 მლ;
1 წლამდე – 1.5-3 მლ .
სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტის დროს: პირველი 10-12 დღის განმავლობაში 15 მლ3 – ჯერ დღეში .
ერთ კვირიანი შუალედის შემდეგ იგივე დოზით 5 – ჯერ დღეში .
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, ღვიძლისმიერი პრეკომისა და კომის დროს: დასაწყისში 30-45 მლ 3-ჯერ დღე – ღამეში . შემდეგ გადადიან ინდივიდუალურად შერჩეულ შემანარჩუნებელ დოზაზე იმგათვლით, რომ რბილი განავლის ( pH მაჩვენებლით 5.0-5.5 საზღვრებში ) სიხშირე არ აღემატებოდეს დღე – ღამეში 2-3 – ს .
მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე და მეტი .
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის შიგნით მიღება შეუძლებელია, იგი ინიშნება ოყნის სახით: პრეპარატის300 მლ იხსნება 700 მლ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში .
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შესაძლოა – დიარეა, ტკივილი მუცლის არეში .
მკურნალობა: პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მედულაკ – WM – ის და ნაწლავში ხსნადი pH – დამოკიდებული გამოთავისუფლების მქონე პრეპარატებისერთდროული გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ ლაქტულოზა ამცირებს კუჭ – ნაწლავისშიგთავსის pH – ს და ცვლის ამ პრეპარატების გამოთავისუფლებას .
განსაკუთრებული მითითებებიდოზა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ყაბზობის დროს, არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემასშაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის . ასეთ ავადმყოფებში პრეპარატი სიფრთხილითინიშნება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, პრეკომის / კომის მკურნალობისას .
მეტეორიზმის ( ჩვეულებრივ მეტეორიზმი ქრება თავისთავად მკურნალობიდან 2-3 დღის შემდეგ )თავიდან აცილების მიზნით გასტროკარდიალური სინდრომისას დოზის გაზრდა უნდა მოხდესთანდათანობით .
2 დღის განმავლობაში თერაპიული ეფექტის არარსებობის ან მკურნალობის შემდეგ ყაბზობის განახლებისშემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს .
მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას (6 თვეზე მეტი ) საჭიროა სისხლის შრატშიელექტროლიტების დონის რეგულარული კონტროლი .
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
მედულაკ – WM – ის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არის
უსაფრთხო .
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მედულაკი – WM არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე,რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს .
გამოშვების ფორმა
180 მლ სიროფი მუქი ფერის შუშის ფლაკონში . ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთადმოთავსებულია მუყაოს კოლოფში .
შენახვის პირობებიპრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე ( გაყინვადაუშვებელია ).
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .
ვარგისიანობის ვადა3 წელი წარმოების თარიღიდან .
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
ფლაკონის გახსნის შემდეგ სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია 12 თვის განმავლობაში .
აფთიაქიდან გაცემის წესირეცეპტის გარეშე (III ჟგუფი ).
მწარმოებელი
მედულაკ – WM წარმოადგენს კომპანიის „ ვორლდ მედიცინ “ ( დიდი ბრიტანეთი ) სავაჭრო მარკას .
დამზადებულია
,, ABC ფარმაჩეუტიჩი ს . პ . ა ’’- ს მიერ, კანტონ მორეტი, 29-10090 ც . ბერნარდო დი ივრეა, იტალია
,, ABC ფარმაჩეუტიჩი ს . პ . ა ’’- ს, ვიტორიო ემანუელე II გამზირი, 72-10121 ტურინი, იტალია,ლიცენზიით .