ეპილატორის უპირატესობა და ნაკლი

ეპილატორის უპირატესობა და ნაკლი

ეპილატორის შესახებ იხილეთ სტატია >>> იქვე არის მითითებული როგორ შევარჩიოთ და შევიძინოთ ეპილატორი. აქ კი, როგორც მოხსენიებული მასალის შემავსებელ ალტერნატივას, გთავაზობთ სტატიას ძალიან საინტერესო ბლოგიდან  https://cactuslotus.wordpress.com -დან

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ეპილატორს ძალიან დიდი ხანია ვიყენებ, ალბათ 5-6 წელია. დაბადების დღეზე დედამ მაჩუქა და აღფრთოვანებული ვიყავი ამ პაწუკა აპარატით.

თავიდან ცოტა რთულია კანი შეაჩვიო ეპილატორს, მტკივნეულია და ცოტა მოთმინებას მოითხოვს. ეპილაციის შემდეგ კანი წითლდება, მაგრამ რამდენიმე საათში ცხრება. ყველაზე დიდი მინუსი კი ისაა, რომ შეიძლება თმა ჩაბრუნდეს, რაც ნამდვილად არაა სასიამოვნო.

ყველაფერმა რომ კარგად ჩაიაროს და ეპილატორისგან მიღებული 2-3 კვირიანი ეფექტით ისიამოვნოთ, რამდენიმე რჩევის გათვალისწინება დაგჭირდებათ:

1. სანამ ეპილაციას დაიწყებთ აუცილებელია აბაზანა. თმა რბილდება, ფორები იხსნება და ეპილაციაც უფრო უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

2. შხაპის შემდეგ ტანის კრემის ან ლოსიონის წასმა ბევრად აადვილებს პროცესს. წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კრემი. ე.წ. გახურების შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები ნაკლებად შეგაწუხებთ.

3. ეპილატორს თუ ამოაბრუნებთ თავით ქვემოთ და ეპილაციასაც ქვევიდან ზევით მიუყვებით უფრო ეფექტურად და სწრაფად მორჩებით ამ დამღლელ “სამუშაოს”.

4. სასურველია დღის შუქზე ეპილაცია, რადგან შეიძლება გამოგრჩეთ რამდენიმე ბუსუსი და თავიდან მოგიწევთ ყველაფრის გაკეთება. პროცედურის შემდეგაც სასურველია ლოსიონის წასმა და კანის დამასაჟება, სიწითლე ასე უფრო მალე გაქრება.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ეპილატორი თმას არ აქრობს. ეფექტი მხოლოდ 2-3 კვირა გრძელდება. ვისაც თმის სამუდამოდ მოშორება სურს, არამგონია ეს მეთოდი გამოადგეს, მაგრამ ლაზერული და მსგავსი აპარატით გაკეთების ფინანსური საშუალება თუ არ გაქვთ, მშვენიერი გამოსავალია სახლის პირობებში. საპარსის გამოყენებას ნამდვილად სჯობს.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
♦ თავის მოვლის პერსონალური საშუალებები ინტერნეტ-მაღაზიებში 


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.