ტრენაჟორები

ტრენაჟორები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

უამრავი ადამიანი მიისწრაფვის იყოს ფორმაში, გამოიყურებოდეს მიმზიდველად, ჯანსაღად და ამისათვის მიმართავენ დიეტებს, დადიან ფიტნეს-დარბაზებში და სხვ. თუმცა ყველაზე მეტად სასიამოვნოა ტრენაჟორების ქონა სახლში, მით უმეტეს მათთვის ვინც დროში შეზღუდულია. ამასთანავე, კარგი იქნება ვიცოდეთ, რომელი ტრენაჟორი გვჭირდება პრობლემური ადგილებისთვის.

 სარბენი ბილიკი

შესანიშნავი საშუალებაა კუნთოვანი მასის ტონუსის შესანარჩუნებლად, ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გასამაგრებლად.

ველოტრენაჟორი

ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხის კუნთების გასავარჯიშებლად. თანამედროვე მოდელებს აქვთ მოწყობილობა, რომელიც გვიჩვენებს გავლილ მანძილს, დახარჯულ კალორიებს, პულს და მოძრაობის სიჩქარეს.

ორბიტრეკები (ველოთხილამურები)

სხვა ტრენაჟორებთან შედარებით უპირატესობა აქვს იმით, რომ მოძაობს როგორც წინ ისე უკანა მიმართულებითაც, რითაც საშუალებას იძლევა დაკავდეს რაც შეიძლება მეტი კუნთი. გამოიყენება ფეხების, თეძოების, დუნდულების გასავარჯიშებლად.

სტეპერი

ყველაზე ეფექტური ტრენაჟორია ფეხების და თეძოების გასავარჯიშებლად და დასათხელებლად.

 „ნიჩბიანი“ ტრენაჟორი

მისი გამოყენების დროს მუშაობს მთელი სხეულის კუნთების 95%. 1 სთ-იანი ვარჯიშის დროს იხარჯება დაახლოებით 600-მდე კალორია.

ტრენაჟორი პრესისთვის

ყველაზე ეფექტურია სასურველი პრესის მისაღებად.

სავარჯიშო რგოლი (ჰულა-ჰუპი)

ყველაზე მარტივი საშუალება მუცლის ზედმეტი ცხიმის მოსაცილებლად. წრიული მოძრაობების საშუალებით მაგრდება მუცლის კუნთები და აგრეთვე სტიმულირდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

ესპანდერები

მისი გამოყენების დროს ჩართულია გულმკერდის, ზურგის, წინამხრის კუნთები. ხელს უწყობს ძალის განვითარებას.

ტრენაჟორი-ესპანდერი „პეპელა“

თითქმის შეუცვლელი ტრენაჟორია ერთდროულად პრესის, დუნდულების, თეძოების და ფეხების სასურველი ფორმის მისაღებად

ჰანტელები

ტრენაჟორებირა სახის კომპლექსური ვარჯიშიც არ უნდა დაიწყოთ, ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ ჰანტელები. მათი საშუალებით ვარჯიშდება და მაგრდება მკერდის, ზურგის, მხრის სარტყლის და ხელის კუნთები.

 გახსოვდეთ! რომელიმე დაავადების არსებობის შემთხვევაში, ტრენაჟორების გამოყენება რეკომენდირებულია ექიმის რჩევის გათვალისწინებით.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
წონის კორექციის საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.