ეს განმარტებითი ლექსიკონი არის ნაშრომის: „როგორ მოვამზადოთ ბიზნეს-გეგმა“. ლევან შენგელია. 2010. ქართული უნივერსიტეტი. დანართი და სპეციალურად მომზადებულია მათთვის ვინც დამოუკიდებლად ამზადებს ბიზნეს-გეგმას. ლექსიკონში ტერმინთა ძიების გასამარტივებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Google- ს საძიებო ფანჯარა, რომელიც ამ გვერდის თავშია განთავსებული.
მოგება, Прибыль, Profit
მოგება – ეკონომიკურ სფეროში – იმათი შემოსავალია, ვინც სთავაზობს ეკონომიკას სამეწარმეო უნარებს. ეკონომიკაში განასხვავებენ ნორმალურ და ეკონომიკურ მოგებას.
მოგება – საბუღალტრო სფეროში – საქონლის გაყიდვის და მომსახურეობების შედეგად მიღებული შემოსავლების აღმატებაა ამავე საქონლის წარმოების და გასაყიდად გაწეულ დანახარჯებზე.
მოგება გამოითვლება როგორც სხვაობა ეკონომიკური საქმიანობის პროდუქტის რეალიზაციისგან მიღებულ შემოსავლებსა და ამ საქმიანობისთვის გაწეულ ხარჯებს შორის ფულადი სახით.
საბუღალტრო სფეროში განასხვავებენ საერთო, სუფთა და ბუღალტერიულ მოგებას.