საშოს შესასვლელის და ზომის შემცირების ხერხები

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ვიბრატორები

საშოს შესასვლელის და ზომის შემცირების ხერხები

  1. საშოს ზომების შემცირების მეთოდები
  2. კონსერვატორული მეთოდები

ქალების უმრავლესობა, განსაკუთრებით მშობიარობის შემდეგ, ინტერესდება საშოს შესასვლელის ანუ საშოს საერთო მოცულობის შემცირების შესაძლო ხერხების არსებობით.

საშოს მოცულობის შემცირების მოთხოვნილების საკითხი დგება გარკვეული შემთხვევების შემდეგ, თუმცა ძირითადი მიზეზი არის მშობიარობის შემდეგ მისი კედლების არასაკმარისი ელასტიკურობა. უმრავლეს შემთხვევაში, ქალის სასქესო სისტემები ბუნებრივად უბრუნდება პირველად სტრუქტურას და დრეკადობის დონეს, თუმცა ყოველთვის არა. ამ შემთხვევებში საჭიროა საშოს ფორმის ქირურგიული ან კონსერვატიული ხერხებით შეცვლა.

გარდა ამისა, საშოს ზომების შემცირების საჭიროება, სოლიდური ასაკის ან ზოგიერთი არასასურველი გამოვლინებების ფონზე, მაგალითად, საშვილოსნოს გამოვარდნის შემდეგ ხდება აუცილებელი.

საშოს ზომების შემცირების მეთოდები

ქირურგიული მეთოდი მეტად რადიკალურია და გამოიყენება ქალის სასქესო ორგანოების სერიოზული დარღვევების ფონზე. საშოს კედლების პლასტიკური ან მისი შესასვლელის შემცირების პლასტიკური ოპერაციები მიზანშეწონილია სქესობრივი აქტის დროს დისკომფორტის შემთხვევაში. ასევე იმ შემთხვევებში, როცა კონსერვატორული მეთოდები უშედეგოა.

აღსანიშნავია, რომ საშოს შემცირების ქირურგიული ოპერაცია, მშობიარობიდან არა უადრეს 1 წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს. ოპერაციის მსვლელობისას შესაძლებელია, მშობიარობის შედეგად გაჩენილი ნაწიბურების მოცილებაც.

კონსერვატორული მეთოდები

კონსერვატორული მეთოდებიდან შედეგიანია:

  1. სპეციალური ვარჯიშები – ე.წ. კეგელის ვარჯიშები. კომპლექსი მოიცავს, შარდგამომყოფი კუნთების მონაცვლეობით შეკუმშვა-მოდუნებას. ამ პროცესში მაგრდება საშო და მაღლდება მისი კედლების ელასტიკურობა.
  2. საშოს შემავიწროვებელი სპეციალური პრეპარატები: მალამო-გელები, ჩხირები, სანთლები, ბურთულები და სხვა. ყველა პრეპარატი გამოსაყენებლად ადვილია და გააჩნია შესამჩნევი ეფექტი, ამიტომ ქალებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

ყოველ ვარიანტს აქვს თავისი უპირატესობები. მაგალითად, კრემები და გელები საშოს შევიწროვებასთან ერთად, აგვარებენ სიმშრალის შეგრძნებას, რაც აუჯობესებს სქესობრივ აქტს. ამ მხრივ გამოირჩევა მალამო Naron-ი, რომელიც ნატურალური კომპონენტებისგან მზადდება. შეიცავს: ჰიალურონის მჟავას, არგინინს, პეპტიდებს და სხვა, მალამოს გამოყენება ზრდის, საშოს კედლების ელასტიურობას, აქრობს უსიამოვნო სუნს, აძლიერებს სქესობრივი აქტის მიმართ მგრძნობელობას.

ოჯახური საშუალებებისაგან განსხვავებით (კალიუმის პერმანგანატის ხსნარი, ლიმონის წვენი) მალამო Naron-ი, გამოყენებისას აბსოლუტურად უსაფრთხოა.

საშოს ჩხირების შეყვანის დრო 30 წამია, ეს სავსებით საკმარისია, საშოს კედლების ტონუსის ასამაღლებლად და ამასთან სქესობრივი აქტის სასიამოვნო განცდების მისაღებად.

ქალის ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა მცენარეული საშოს ბურთულები, რომლებსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, დუბილური ნაერთების წყალობით ისინი ახდენენ საშოს ზომების შემცირებას. ბურთულები არ შეიცავს ჰორმონებს.

საშოს ზომების შემცირების მიზნით გამოყენება სპეციალური სანთლები, რომლებიც არა მარტო ამაღლებენ საშოს კედლების ელასტიკურობას და დრეკადობას, არამედ ანადგურებენ საშოს და საშვილოსნოს მავნე ბაქტერიულ ფლორას, აუმჯობესებენ უჯრედების რეგენერაციის პროცესს, მიკროფლორის ნორმალურ ბალანსს, მათი გამოყენების შემდეგ საჭირო არ არის ლუბრიკანტების და მალამოების გამოყენება.

კლასიკურ საშუალებას მიეკუთვნება ვაგინალური აბები. საშოს ზომების შემცირების გარდა, მათ გააჩნიათ ანტიბაქტერიული თვისებები, ამცირებენ გამონადენის რაოდენობას, აუმჯობესებენ სქესობრივი აქტის ხარისხს, ამცირებენ მშობიარობის დროს სისხლდენას.

ამრიგად, ქალებს არჩევანის ფართო შესაძლებლობები გააჩნიათ, მთავარია არ იყოს გამოყენებული საოჯახო რეცეპტები, საეჭვო საშუალებები და რჩევები, რომლებმაც შეიძლება ქალის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს, მაგალითად, როგორიც არის საშოს კედლების ქიმიური დამწვრობა. წყარო http://kamatab.ru/kblog/umenshenie-razmera-vlagalishha/


webსაშოს შესასვლელის და ზომის შემცირების ხერხები
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“