ქალის სექსუალური რეაქციები

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ვიბრატორები
ფერომონები ქალების მოსაზიდად  
ფერომონები მამაკაცების მოსაზიდად  
სექსუალობის სხვა გამაძლიერებლები 
წყლის საფუძველზე დამზადებული უნივერსალური საცხები
საშოს საცხები
ქალის ამაღგზნებელი საცხები
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სილიკონის საცხები
ფისტინგის საცხები
არომატული საცხები
კრემები მასტურბაციისათვის
აღმგზნები საშუალებები 
სექსის ამაღგზნებელი წყვილისათვის  
სექსის გამახანგრძლივებელი სპრეი  

ქალის სექსუალური რეაქციები

  • აღგზნების ფაზა;
  • ორგაზმი;
  • მოდუნების ფაზა;
  • ქალების მრავლობითი ორგაზმი.
  • აღგზნების ფაზა

როცა ქალის ორგანიზმი, იწყებს სექსუალურ სტიმულაციაზე რეაგირებას, პირველი ცვლილებები შეინიშნება საშოში. სასქესო ორგანოების სისხლძარღვები ივსება სისხლით, საშოს კედლები ფერს იცვლის (გარეგნულად ის შეუმჩნეველია). სისხლის დინების შედეგად საშოს ზედაპირი იწყებს ტუტე რეაქციის, ლორწოვანი სითხის გამომუშავებას. ეს სუბსტანცია ასრულებს სექსუალური აქტიურობის დროს საპოხის როლს, ტუტე არე დადებით გავლენას ახდენს სპერმატოზოიდებზე. საშოს სეკრეტის რაოდენობა, არ წარმოადგენს სექსუალური აღგზნების მაჩვენებელს ან მის მზადებას სექსუალური აქტიურობისათვის. ქალებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გენიტალიების ფიზიოლოგიური რეაქცია, რომელიც იძლევა მზადყოფნის სიგნალს გარეგან სტიმულებზე – სექსუალური კონტექსის შესაქმნელად (Laan& Everaerd, 1995).
აღგზნების სტადიაში კიდევ ერთი ცვლილებაა – საშოს შიდა ზომების იცვლება, ის იჭიმება და ზომის ერთი მესამედით. საშვილოსნო რამდენადმე წინ მოიჭიმება, ჩვეულებრივ პოზიციასთან შედარებით. სისხლის ნაკადის მოზღვავება იწვევს დიდი და მცირე სასირცხვო ბაგეების ცვლილებებს: ისინი იზრდება ზომებში და ოდნავ გადაადგილდება. კლიტორი მყარდება და მისი სხეული რამდენადმე დიდდება. საშოს სეკრეტის ნაწილი, შეიძლება გარეთ გამოიყოს სასირცხო ბაგეებსა და კლიტორზე, რაც დამოკიდებულია მისი გამოყოფის სიუხვეზე და კონკრეტული ტიპის სექსუალურ მოქმედებებზე.
სექსუალურ აღგზნებას სხეულის სხვა ნაწილებიც პასუხობენ. ძუძუს თავები მყარდება და ერეგირდება, თუმცა ამის მიზეზი სექსუალური აღგზნება შეიძლება არც იყოს. მრავალ ქალში შეინიშნება კისრის, მკერდის და მუცლის ზედა მიდამოში კანის გამუქება, რომელსაც „სექსუალურ სიღაჟღაჟეს“ უწოდებენ. მატულობს საერთო კუნთოვანი ტონუსი, გულის შეკუმშვათა სიხშირე და არტერიული წნევა. პულსი ჩვეულებრივ აღწევს 175-მდე.
ქალის სექსუალურ ციკლში, მეორე სტადია დაკავშირებულია საშოს ცვლილებებზე. საშოს კედლების და მისი სიღრმის გაჯირჯვება ავიწროვებს საშოს სანათურს, რაც სისხლის მიწოლით არის გამოწვეული. ყოველივე ეს არის ორგაზმის განცდის წინაპირობა და მას „ორგაზმის პლატფორმას“ უწოდებენ. პლატოს ფაზაში კლიტორის თავაკი უკან იზნიქება და შედის კანქვეშ და ამით ასრულებს სტიმულაციაზე რეაგირებას.

ორგაზმი

სექსუალური აღგზნების ბოლო ეტაპი არის ორგაზმი. ეს არის ინტენსიური ფიზიკური და ემოციური განცდა, რომელსაც ქალებში წინ უძღვის შეგრძნებათა „მომატება“ ამ პერიოდში გულის შეკუმშვათა სიხშირე აღწევს მაქსიმუმს. გარდა ამისა, კლიტორის მიდამოში აღმოცენდება „სექსუალური გრძნობის“ მომატებული შეგრძნება, რომელიც ვრცელდება ზემოთ სითბოს სახით, რომელიც „გადაიღვრება“ მენჯის და მთელი სხეულის მიდამოში. ქალების უმრავლესობა, ასევე გრძნობს ძლიერ პულსაციას ქვედა მენჯის არეში.
სასიამოვნო განცდების დროს, ორგაზმის ფაზაში, საშოს შიდა კედლების კუნთების მესამედი იკუმშება ანალურ მიდამოში. პირველად შეკუმშვას მოჰყვება მომდევნო 3-4 რიტმული შეკუმშვები, რომელიც 2-4 წამს გრძელდება, მათ შორის ინტერვალი 0.8 წამია.
სულ შეიძლება იყოს 15 შეკუმშვამდე, ინტერვალების თანდათან გახანგრძლივებით. ორგაზმის დაწყებიდან 2-4 წამის შემდეგ, საშვილოსნო განიცდის რამდენადმე რბილ ტალღოვან შეკუმშვას, რომელიც ვრცელდება მისი ყელის სიმაღლემდე.

მოდუნების ფაზა

სექსუალური დაძაბვის მოხსნის შემდეგ, ორგაზმი თანდათან გადადის არააღგზნებად მდგომარეობაში. მენჯის მიდამოდან სისხლი გაედინება და საშო ღებულობს ჩვეულებრივ ზომას და ფერს, სასქესო ბაგეები ასევე უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. კლიტორის თავაკი, საწყის მდგომარეობას უბრუნდება 15-30 წუთის განმავლობაში. საშვილოსნოც დუნდება და უბრუნდება საწყის მდგომარეობას.
მოდუნების ფაზაში თანდათან ქრება სექსუალური აგზნების სხვა ნიშნებიც. მკერდი კლებულობს ზომაში, ძუძუს თავების კარგავენ ერექციულობას. სექსუალური სიღაჟღაჟე ქრება და ნორმის ფარგლებს უბრუნდება არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირე. სხეულის მთელი კუნთების განიცდის მოდუნებას, რასაც ხშირად ძილიანობა მოყვება და გადადის ძილში.

ქალების მრავლობითი ორგაზმი

სექსუალური რეაქციის მოდუნების ფაზაში, სტიმულაციის განახლებამ შეიძლება ორგაზმი გამოიწვიოს. მამაკაცებისგან განსხვავებით, როცა მორიგი ორგაზმის მიღწევა შესაძლებელია გარკვეული პერიოდის შემდეგ, ზოგიერთმა ქალმა შეიძლება რამდენიმე ორგაზმი ზედიზედ განიცადოს. ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, რომელიც 720 ქალს მოიცავდა გამოვლინდა, რომ დაახლოებით 47% განიცდიდა ერთ ორგაზმს, ხოლო 43% – რამდენიმეს. სავსებით შესაძლებელია, რომ ქალები განიცდიდნენ მრავლობით ორგაზმს სპეციფიკური სტიმულაციების შედეგად. აღნიშნული კვლევის მიხედვით ქალების 26% მრავლობით ორგაზმს მასტურბაციის შედეგად განიცდიდა; 18.3% პარტნიორის მხრივ სხვადასხვა სტიმულაციებით; 24.7% – ჩვეულებრივი სქესობრივი აქტის შედეგად.
გამოითქვა ვარაუდები, რომ საჭიროა ქალების სექსუალური კმაყოფილების მიღწევის განხილვა არა ერთი, არამედ რამდენიმე ორგაზმის საფუძველზე, რაც არსებითად განსხვავდება მამაკაცების სექსუალური კმაყოფილებისაგან. წყარო: http://www.med2000.ru/library2/vozbuzdenie1.htm


webქალის სექსუალური რეაქციები
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!