✧დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
♥ ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”>>
- ოჯახის დაგეგმვის ტესტები >>
- ქალის მოვლის საშუალებები >>
- მენოპაუზა >>
- მენსტრუალური ტკივილი >>
- ვიტამინები პრენატალური პერიოდისათვის >>
- სოკოვანი ინფექციების საშუალებები >>
– რას გულისხმობს სრული გინეკოლოგიური გამოკვლევა?
კომპლექსური გინეკოლოგიური გამოკვლევა ჩვეულებრივ მოიცავს რამდენიმე ეტაპს. პირველი ეტაპი არის გინეკოლოგის პირველადი კონსულტაცია. აღნიშნული მოიცავს პაციენტთან საუბარს, თვითონ დათვალიერებას, კვლევისათვის ნაცხის აღებას. მეორე ეტაპი ეს არის გამოკვლევის დამატებითი მეთოდები, ჰორმონებზე ანალიზი, ჰისტეროსალპინგოგრაფია, ბიოფსია, მრტ და სხვა კვლევები. მესამე ეტაპი კი არის ყველა შედეგის განხილვა და მკურნალობის დანიშვნა ან პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება.
გინეკოლოგიური გამოკვლევა შეიძლება იყოს განსხვავებული. ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ გინეკოლოგიური დათვალიერება. ზოგჯერ კი ერთი ვიზიტის ფარგლებში ექიმმა შეიძლება ჩაატაროს რამოდენიმე ტესტი, კვლევა და პროცედურა რეპროდუქციული სისტემის სრულად შესაფასებლად.
– განვიხილოთ გამოკვლევის თითოეული მეთოდი, როგორ ტარდება?
გინეკოლოგიური კვლევა იწყება ანამნეზის შეგროვებით: გინეკოლოგი კითხულობს ჩივილებს, გადატანილი ორსულობისა და მშობიარობის შესახებ, ასევე მენსტრუალური ფუნქციის შესახებ. თუ ორსულობა ხშირად მთავრდებოთა სპონტანური აბორტით, ექიმი მეტ ყურადღებას აქცევს ფარული პრობლემების ძებნას. გამონადენზე ჩივილის შემთხვევაში დაიწყებს ანთების ან სქესობრივი ინფექციების ძებნას. მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული პრობლემების დროს დანიშნავს დამატებით კვლევებს ჰორმონებზე.
საუბრის შემდეგ იწყება გინეკოლოგიური დათვალიერება გინეკოლოგიურ სავარძელში. გარეგანი სასქესო ორგანოების ვიზუალური შეფასება საშუალებას იძლევა შეფასდეს ისეთი ნიშნები, როგორებიცაა ბართოლინიტი, ვულვიტი, კონდილომები, ჰერპესვირუსული ინფექცია, სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ესტროგენებისა და ანდროგენების მომატებული ან პირიქით შემცირებული დონისათვის,
გარეგანი დათვალიერების შემდეგ იწყება სარკეებით დათვალიერება. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა ვიპოვოთ ანთებითი ცვლილებები, სიმსივნეები, წყლულები, პოლიპები, საშვილოსნოს ატროფიული ცვლილებები, ასევე ვათვალიერებთ საშვილოსნოს ყელს. თუ საშვლოსნოს ყელის დათვალიერებისას აღინიშნა რაიმე ცვლილება, ტარდება საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიური კვლევა.
კვლევის შემდეგი ეტაპი არის ბიმანუალური კვლევა, როდესაც გინეკოლოგი ხელით ნახულობს საშოს კედლებს, საშვილოსნოს ყელს და თავად საშვილოსნოს, საკვერცხეებს. აღნიშნული საშუალებას იძლევა გამოვლინდეს გასქელება, სიმსივნეები, მიომა, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ზომებისა და სიმკვირივის ცვლილება.
გასინჯვის დროს ხდება ნაცხის აღება. ნაცხის საშუალებით დგინდება ფლორა, ტარდება კვლევა ინფექციებზე და ციტოლოგიური კვლევა. აღებული მასალა იგზავნება ლაბორატორიაში. რამოდენიმე დღეში მოდის პასუხი, რის საფუძველზეც უკვე შეიძლება დიაგნოზის დასმა.
კომპლექსურ გინეკოლოგიურ კვლევაში ხშირად შედის ულტრაბგერითი კვლევაც. ულტრაბგერითი კვლევით ეკრანზე ვიღებთ გამოსახულებას და ვსაზღვრავთ საშვილოსნოსა და საკვერცხეების ზომასა და მდებარეობას, კვანძების, კისტისა და სხვა ცვლილებების არსებობას, მათ განლაგებას სხვა ორგანოებთან მიმართებაში.
მენსტრუალური ციკლის დარღვევისას, ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს ან ჰორმონალური დარღვევების ნიშნების არსებობისას ხდება სისხლის ანალიზით ჰორმონების დონის განსაზღვრა. სისხლი ასევე შეიძლება იქნას აღებული ზოგიერთი ინფექციის დასაგენად ან ანტისხეულების დონის განსაზღვრისთვის.
– რა დროს უნდა მივმართოთ გინეკოლოგს?
გინეკოლოგს აუცილებლად უნდა მივმართოთ:
- რეგულარული პროფილაქტიკური კვლევისათვის, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, შესაძლო დაავადებების გამოვლენისა და თავიდან ასაცილებლად;
- მენსტრუაციის დარღვევისას;
- ვაგინალური სისხლდენისას, ასევე უჩვეულო გამონადენის დროს;
- მუცლის ქვედა არეში ტკივილის არსებობისას;
- სასქესო ორგანოების წვისა და წავილის დროს;
- ორსულობის დაგეგმვისას.
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
.