თამბაქო, პერინატალური სიკვდილიანობა და ნაადრევი მშობიარობა

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

თამბაქოს დანებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე" 
ნიკოტინის პლასტირები
ნიკოტინის საღეჭი რეზინები და პასტილები

თამბაქო, პერინატალური სიკვდილიანობა და ნაადრევი მშობიარობა

მოწევა ზრდის ბავშვის მკვდრად დაბადების რისკს. მწეველი დედების მიერ, მკვდრადშობილი შვილის დაბადების რისკი, არამწეველი დედებთან შეადგენს 20-50%-ს, ვიდრე არამწეველების შემთხვევაში. დიდი ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების შედეგად, პერინატალური სიკვდილიანობის ყოველი მესამე შემთხვევა განპირობებულია მოწევით.

რაც უფრო მეტ სიგარეტს ეწევა დედა, მით მეტია პერინატალური სიკვდილიანობის ალბათობა. მისურის შტატში (აშშ) გაანალიზებულ იქნა 360 ათასი მშობიარობის შემთხვევა. შედეგად გამოვლინდა, რომ დედა, რომელიც დღეში 20 სიგარეტამდე ეწევა, პირველი ორსულობა ნაყოფის სიკვდილიანობის 25%-იან რისკს უკავშირდება. 20-ზე მეტი სიგარეტის შემთხვევაში რისკი 56%-მდე იზრდება.

მწეველი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იმყოფება 40%-იანი დაღუპვის რისკის ქვეშ, პირველი 4 კვირის განმავლობაში.

საშვილოსნოში ნაყოფის სიკვდილი, როგორც ჩანს აიხსენება ჰიპოქსიით, პლაცენტის მორფოლოგიური ცვლილებებით. სიგარეტის მოქმედებით ირღვევა თავის ტვინის სისტემის ფორმირება, რომელიც არეგულირებს ჟანგბადით მომარაგებას და გულის მუშაობას.

ორსულობის პირველი სამი თვის მანძილზე, სიგარეტის თავის დანებება, ნაყოფის მკვდრადშობის რისკს ამცირებს და უახლოვდება არამწეველი ქალების მაჩვენებელს. ქალი, რომელიც უარს ამბობს მოწევაზე, მათი შვილები, ნეონატალურ პერიოდში, ნაკლებად ავადმყოფობენ.

ნაადრევი მშობიარობა

ნაადრევი მშობიარობის 15% დაკავშირებულია თამბაქოს მოხმარებასთან.

დღენაკლულ ბავშვებს (ორსულობიდან 37 კვირაზე ადრე დაბადებულნი) აქვთ მომატებული რისკი დაავადებების და სიკვდილიანობის მიხედვით. დანიაში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა სიგარეტის დოზას და ნაადრევ მშობიარობას შორის კავშირი, ალბათობა იზრდებოდა 3-5-ჯერ. რისკი კიდევ უფრო მატულობდა, როცა თამბაქოს მოხმარება შეუღლებული იყო კოფეინის მაღალ მოხმარებასთან.

ნაადრევი მშობიარობის მიზეზი, შეიძლება იყოს ნიკოტინის მიერ კატექოლამინების გამოთავისუფლება, რომელიც პროვოცირებს ნაადრევ მშობიარობას. მწეველების შარდში კატექოლამინების დონე მომატებულია.

სანაყოფე გარსის ნაადრევი გარღვევა

მშობიარობის ერთ-ერთი გამშვები მექანიზმი არის სანაყოფე გარსის გარღვევა. მწეველ ქალებში მისი ნაადრევი დაზიანების ალბათობა 3-4-ჯერ იზრდება. აღნიშნული შეიძლება დაკავშირებული იყოს ნიკოტინის სისხლძარღვებზე სპაზმური მოქმედების, რომელიც იწვევს მექანიკური სტრესის მდგომარეობას და პროვოცირებს ორსულობის დაწყებას. წყარო: http://contacttobinfo.narod.ru/books/tob-health/161-173.PDF


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!