ორსულობა და უარყოფითი რეზუსი

ორსულობა და უარყოფითი რეზუსი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისთვის საჭირო ნივთები  ,,ამაზონზე”>>
♥ ოჯახის დაგეგმვის ტესტები >>
♥ ვიტამინები ორსულებისთვის >>
♥ ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის >.
♥ ორსულებში ანემიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე” 


ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

რას წარმოადგენს რეზუს ფაქტორი და რა გავლენა აქვს ორსულობაზე?

რეზუს ფაქტორი (Rh) – ეს არის ანტიგენი (ცილა), რომელიც მდებარეობს სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე – ერითროციტების. ეს შეიძლება არსებობდეს (დადებითი Rh), ან არ არსებობდეს (Rh უარყოფითი). სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების დაახლოებით 85% Rh- დადებითია, დარჩენილი 15% კი Rh- უარყოფითია.
ადამიანების უმრავლესობას არასწორი წარმოდგენა აქვს  Rh ფაქტორზე, რადგან ნორმალურ ცხოვრებაში, მისი ყოფნა ან არარსებობა არ იწვევს რაიმე მტკივნეული შედეგებს. თუმცა, ორსულობის შემთხვევაში, მშობლების შეუთავსებელი რეზუსის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. Rh- კონფლიქტი. რეზუს კონფლიქტი ვითარდება Rh- შეუთავსებელი სისხლის გადასხმისას, ან უარყოფითი რეზუსის მქონე ქალის ორსულობისას, თუ ნაყოფის სისხლი Rh- დადებითია.

როგორ ვითარდება რეზუს კონფლიქტი?

როდესაც უარყოფითი რეზუსის მქონე დედის სისხლში ხვდება ნაყოფის ერითროციტები, რომლებიც ატარებენ რეზუს ცილებს, ისინი იმუნური სისტემის მიერ აღიქმებიან, როგორც უცხო. ორგანიზმი იწყებს ანტისხეულების წარმოებას ნაყოფის სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) მოსაკლავად.
ამასთან სისხლში ჩნდება დიდი რაოდენობით ბილირუბინი, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ტვინი. გამომდინარე იქიდან, რომ ნაყოფის ერითროციტები განუწყვეტლივ ნადგურდებიან, ღვიძლი და ელენთა ცდილობს დააჩქაროს ახალი ერითროციტების გამომუშავება, რის ფონზეც ზომაში მატულობს. საბოლოოდ კი მათაც არ შეუძლიათ დაკარგული ერითროციტების რაოდენობის აღდგენა.
შედეგად ვითარდება ჟანგბადის ძლიერი შიმშილი და ვითარდება სერიოზული დარღვევების ახალი ჯაჭვი. ყველაზე მძიმე შემთხვევაში კი ამას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი.

ვის ემუქრება რეზუს-კონფლიქტი?

გამომდინარე იქიდან, რომ რეზუს ფაქტორი გადაეცემა მემკვიდრეობით, რეზუს-კონფლიქტის საფრთხე არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალი დედა რეზუს-უარყოფითია, მამა კი  რეზუს-დადებითი. ამ შემთხვევაში 75% დედა და შვილი იქნებიან შეუთავსებელნი. მაგრამ თუ კი ქალი რეზუს-უარყოფითია, ხოლო მამაკაცი რეზუს-დადებითი, ეს არ არის მიზეზი უარი თქვან ოჯახის შექმნაზე.
ასეთი წყვილის პირველი ორსულობა დიდი ალბათობით ჩაივლის ნორმალურად. თუ ქალი ადრე არ შეხვედრია რეზუს-დადებითი სისხლის ჯგუფთან, მაშინ მას არ გააჩნია ანტისხეულები და შესაბამისად ნაყოფის რეზუს-კონფლიქტის რისკი. პირველი ორსულობის დროს ანტისხეულები არც თუ ისე ბევრი გამომუშავდება (ეს ხომ პირველი შეხვედრაა).
თუ დედის სისხლში მოხვედრილი ნაყოფის ერითროციტების რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაშინ ქალის ორგანიზმში რჩება “მეხსიერების უჯრედები”, რომლებიც შემდგომი ორსულობების დროს ახდენენ Rh ფაქტორების საწინააღმდეგო ანტისხეულების სწრაფ წარმოებას.
რეზუს-შეუთავსებელი ორსულობის დროს ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დასრულდა. თვითნებური აბორტის შემდეგ რეზუს-სენსიბილიზაცია (ანტისხეულების გამომუშავება) გვხვდება 3-4%, სამედიცინო აბორტის შემდეგ 5-6, საშვილოსნოს გარე ორსულობისას დაახლოებით 1% შემთხვევაში, ხოლო ნორმალური მშობიარობის შემდეგ 10-15%. სენსიბილიზაციის რისკი მატულობს საკეისრო კვეთის შემდეგ, ან თუ იყო პლაცენტის აშრევება. ანუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ნაყოფი რამდენი ერითროციტი მოხვდა დედის სისხლის მიმოქცევაში.

როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან რეზუს-კონფლიქტი?

ქალთა კონსულტაციაში ორსულს აუცილებლად ამოწმებენ რეზუს-ფაქტორზე. თუ ის უარყოფითია აუცილებელია დადგინდეს მამის რეზუს-კუთვნილება. რეზუს-კონფლიქტის რისკის არსებობისას (მამას – დადებითი რეზუს-ფაქტორი) ქალის სისხლი არაერთხელ მოწმდება ნაყოფის ერითროციტების საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობასა და მათ რაოდენობაზე. ორსულობის 32 კვირამდე ეს ანალიზი ტარდება თვეში ერთხელ, 32-დან 35 კვირამდე – თვეში ორჯერ, ხოლო შემდეგ კი ბავშვის დაბადებამდე ყოველკვირეულად.
მომავალი დედის სისხლში ანტისხეულების დონის მიხედვით, ექიმმა შეიძლება განსაზღვროს Rh- კონფლიქტის შესაძლო დასაწყისი და ბავშვის სავარაუდო რეზუს-ფაქტორის შესახებ დასკვნები გამოიტანოს.
გარდა ამისა, დაბადების შემდეგ ხდება ჩვილის რეზუს-ფაქტორის განსაზღვრა. თუ დადებითია, მშბიარობიდან არაუგვიანეს 72 საათისა დედას უკეთდება ანტირეზუსული შრატი (ანტირეზუსული იმუნოგლობულინი), რომელიც ხელს შეუშლის მომდევნო ორსულობების დროს რეზუს-კონფლიქტის განვითარებას.
ანტირეზუსული შრატის ანალოგიური პროფილაქტიკა უნდა ჩაუტარდეს ქალებს 72 საათის განმავლობაში საშვილოსნოს გარე ორსულობის შემდეგ, აბორტის, თვითნებური აბორტის, რეზუს-დადებითი სისხლის გადასხმის, თრომბოციტური მასის გადასხმის, პლაცენტის აშრევების, ორსულის ტრავმის, ასევე ამნიოცენტეზისა და ქორიონული ბიოფსიის შემდეგ.

როგორ ხდება რეზუს-კონფლიქტის მკურნალობა?

თუ ორსულ ქალს აღენიშნება ანტისხეულები და მათი რიცხვი მატულობს, ეს მიუთითებს რეზუს კონფლიქტის განვითარებაზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა ჩატარდეს სპეციალიზირებულ პერინატალურ ცენტრში, სადაც ქალი და ბავშვი იქნებიან მუდმივი დაკვირვების ქვეშ.  ადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


ორსულობა და უარყოფითი რეზუსილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ორსულობა და უარყოფითი რეზუსი
🤰 როდესაც უარყოფითი რეზუსის მქონე დედის სისხლში ხვდება ნაყოფის ერითროციტები, რომლებიც ატარებენ რეზუს ცილებს, ისინი იმუნური სისტემის მიერ აღიქმებიან, როგორც უცხო.
🩸 ორგანიზმი იწყებს ანტისხეულების წარმოებას ნაყოფის სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) მოსაკლავად.
🧠 ამასთან სისხლში ჩნდება დიდი რაოდენობით ბილირუბინი, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ტვინი.
📌 ერითროციტები განუწყვეტლივ ნადგურდებიან, ღვიძლი და ელენთა ცდილობს დააჩქაროს ახალი ერითროციტების გამომუშავება, რის ფონზეც ზომაში მატულობს. საბოლოოდ კი მათაც არ შეუძლიათ დაკარგული ერითროციტების რაოდენობის აღდგენა.
🆘 შედეგად ვითარდება ჟანგბადის ძლიერი შიმშილი და ვითარდება სერიოზული დარღვევების ახალი ჯაჭვი. ყველაზე მძიმე შემთხვევაში კი ამას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის სიკვდილი.
❗️ რეზუს-კონფლიქტის საფრთხე არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავალი დედა რეზუს-უარყოფითია, მამა კი რეზუს-დადებითი.
👉 შეიტყვეთ უფრო დეტალურად რეზუს-კონფლიქტის შესახებ –
#ორსულობა #უარყოფითირეზუსი #დადებითირეზუსი #რეზუსდადებითინაყოფი #რეზუსუარყოფითიდედა #რეზუსკონფლიქტი #რაარისრეზუსკონფლიქტი #რეზუსკონფლიქტისრისკები #რეზუსკონფლიქტისმკურნალობა #რაიწვევსრეზუსკონფლიქტს #ნაყოფისგანვითარება #ნაყოფისერითროციტები #სპლენომეგალია #ნაყოფისსაწინააღმდეგოანტისხეულები #რეზუსცილები #რეზუსდადებითიმამა #ჰიპოქსია #ბილირუბინი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.