ქირურგიული დეფლორაცია

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შემამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური პერიოდისათვის
სოკოვანი ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები


ქარქაშიძე ანი, მეან-გინეკოლოგი ექიმი კლინიკური ორდინატორი. ბელორუსიის სამედიცინო აკადემია დიპლომის შემდგომი განათლების

–  რას ნიშნავს ქირურგიული დეფლორაცია?

დეფლორაცია – (DE … + flos, floris- ყვავილი, ახალგაზრდობა, ქალიშვილობა,) – საქალწულე აპკის გარღვევა, ძირითადად, პირველი სქესობრივი ურთიერთობისას. ქირურგიული დეფლორაცია – საქალწულე აპკის გარღვევა ქირურგიული გზით სამედიცინო ჩვენებით ან უფრო ხშირად, პაციენტის სურვილით.

–  რა დროს მიმართავენ ქირურგიულ დეფლორაციას?

საქალწულე აპკი – საშოს ლორწოვანი გარსის ნაკეცი, რომელიც ფარავს მის შესასვლელს და მდებარეობს მცირე სასირცხო ბაგეებიდან 2-3სმ. თითოეულ ქალს აპკი უნიკალური აქვს, რადგან მისი ზომა, ტიპი, ფორმა, სისქე, სისხლძარღვებისა და ნერვების მომარაგება, ყველაფერს აქვს საკუთარი მახასიათებლები. ამიტომ დეფლორაცია ყველა ქალი განსხვავებულად განიცდის. აპკში შეიძლება იყოს ერთი ხვრელი, დიდი ან პატარა, ან ერთდროულად რამოდენიმეც კი. ეს კი აუცილებელია მენსტრუალური სისხლის გამოსასვლელად. თუ აპკს არ აქვს ხვრელი, მაშინ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. 18-20წლის ასაკში აპკი კარგად წელვადია, მისი გახევისას ქალი კარგავს ცოტა სისხლს. ასაკის მატებასთან ერთად კი ბერდება, დეფლორაცია რთულდება, ვინაიდან აპკი სქელდება, კარგავს ელასტიურობას. 27-30წლის შემდეგ საქალწულე აპკის ელასტიურობა 80% იკლებს და მასთან განშორება შეიძლება დაკავშირებული იყოს საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებთან.

როგორც წესი, პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს, საქალწულე აპკი იხევა. თუმცა, თუ აპკი ელასტიურია და ხვრელი საკმაოდ დიდია, მაშინ სქესობრივი ცხოვრება გარკვეული პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მის დაურღვევლად.გაწელილი საქალწულო აპკი ხანდახან მშობიარობამდეც კი ნარჩუნდება, მიუხედავად რეგულარული სქესობრივი ცხოვრებისა. ზოგიერთ ქალში აპკი მხოლოდ მშობიარობის დროს ირღვევა. როგორც წესი, მეანი თვითონ კვეთს აპკს, რათა არ შეეშალოს ხელი ბავშვის გამოსვლას.

სექსოლოგიაში არსებობს ტერმინი „ვირგოგამი“. იგი ხასიათდება ხანგრძლივი და სტაბილური სექსუალური ურთიერთობების იგნორირებით, ინტიმური კონტაქტის არ არსებობით. ეს სიტუაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, ერთ-ერთი მათგანია აპკის ანატომიური თავისებურება, რაც არ იძლევა ქალიშვილობის დაკარგვის საშუალებას. ამ შემთხვევაში ერთადერთი გზაა კლინიკაში ქირურგიული დეფლორაცია.

ქირურგიული დეფლორაციის შემდეგ აღნიშნება მცირედი სისხლიანი გამონადენი და უმნიშვნელო ტკივილის შეგრძნება, თუმცა დაახლოებით 50% ეს ნიშნებიც კი არ აღინიშნება. დეფლორაციის შემდეგ აუცილებელია ინტიმური ჰიგიენის წესების დაცვა, რეკომენდებულია სრულ შეხორცებამდე არ განახლდეს სქესობრივი ცხოვრება. ჩვეულებრივ, ისევე როგორც ჩვეულებრივი დეფლორაციის შემდეგ, ჭრილობის კიდეები ხორცდება და სქესობრივი კონტაქტი, როგორც წესი, ამის შემდეგ უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

–  რა ჩვენებები არსებობს ქირურგიული დეფლორაციის ჩასატარებლად?

ქირურგიული დეფლორაციასაქალწულე აპკს  ხშირად შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ინდივიდუალური მახასიათებლები (სისქე, ფორმა, ხვრელის დიამეტრი) და ერთ ღამეში შესაძლებელი ვერ მოხდეს მისი დარღვევა. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მიმართოთ გინეკოლოგს და ჩატარდეს ქირურგიული დეფლორაცია. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება ძალის დატანება, ვინაიდან შესაძლოა სერიოზულად დაზიანდეს ქალის სასქესო ორგანოები. ძალდატანებული დეფლორაციის დროს შესაძლოა გაიხეს საშო და მოყვეს ძლიერი სისხლდენა.

კიდევ ერთი გავრცელებული შემთხვევაა – სექსი თითქოს არ არის პირველად(მეორე, მეხუთე, და ა.შ.), მაგრამ ტკივილი მაინც ერთვის თან. ამ ფენომენის მიზეზი ყველაზე ხშირად არის არასრული დეფლორაცია პირველი სექსის დროს და როგორც შედეგი, მტკივნეული შეგრძნებები ყოველი მომდევნო კონტაქტისას. როგორც წესი, ქირურგიული დეფლორაცია მთლიანად აღმოფხვრის აღნიშნულ პრობლემებს.

ქირურგიული დეფლორაციის ჩვენებები იყოფა სამედიცინო და პირად ჩვენებებად. სამედიცინო ჩვენებებია:

  • აპკის ხვრელის ჩაზრდა(ატრეზია);
  • ტიხრის არსებობა;
  • მკვრივი, სქელი აპკი პატარა ხვრელით;
  • საქალწულე აპკის სტრუქტურის ზოგიერთი თავისებურებები;

საკუთარი სურვილი:

  • სურვილი არ განიცადო ტკივილი პირველი კონტაქტისას;
  • ტკივილისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • არასრული დეფლორაცია პირველი სექსის დროს;
  • პარტნიორის გენიტალიის მკვეთრი ზომები.

–  რა შედეგები აქვს ქირურგიულ დეფლორაციას?

ქირურგიული დეფლორაციის შემდეგ:

  • აღმოიფხვრება წინააღმდეგობა სრულყოფილი სქესობრივი კონტაქტისთვის;
  • ქრება ტკივილის პრობლემა და შიში ძლიერი ტკივილის განცდის;
  • არ არსებობს სიხლდენის საშიშროება;
  • წყდება უსიამოვნო შეგრძნებები სექსის დროს, რომელიც გამოწვეული აპკის არასრული გარღვევითა და მისი ნარჩენებით;
  • გოგონებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ერთსქესიანი ურთიერთობებით, ეხსნებათ ახალი შესაძლებლობები. გადასვლა  ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.