პენისის ტუმბოები / გამოწერა ამაზონიდან

პენისის ტუმბოები / გამოწერა ამაზონიდან

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   >>> 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >>>

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

ასოს (პენისი~ს) ტუმბოები
მარტივი ვაკუუმის ტუმბოები.
ვაკუუმის მანომეტრიანი ტუმბოები
პენისის თავის ვაკუუმის ტუმბოები
ვიბრაციული ვაკუუმის ტუმბოები
ვაკუუმის ტუმბოების ჩამოსაცმელები.
ავტომატური ვაკუუმის ტუმბოები

ასოს ტუმბოები

ასოს (პენისის) ტუმბოები შეიქმნა შედარებით გვიან და მისი დანიშნულება იყო ერექციათან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. ასოს (პენისის) გაზრდა არის დამატებითი შედეგი, რომელიც მისი ხანგრძლივი მოხმარების შედეგად მიიღწევა. ასოს (პენისის) ტუმბოები პენისის კანზე, მოქმედებს ვაკუუმის საშუალებით ან სითხით, რითაც წნევა ააქტივებს სისხლის მიმოქცევას. აპარატი შედგება ცილინდრული კონტეინერისაგან, რომელშიც თავსდება ობიექტი, ტუმბო ქაჩავს ცილინდრში არსებულ ჰაერს. ტუმბოსა და კონტეინერს შორის არსებობს მცირე ჰაერის გამტარი – მილი, რომელიც ვაკუუმის ეფექტს ამსუბუქებს. გარდა ამისა, ტუმბოებს აქვს მანომეტრი, რომელიც აკონტროლებს წნევის ძალას. ჰიდროტუმბო არის პენისის ტუმბოს სახესხვაობა, რომელიც სხვა პრინციპით მოქმედებს. შედეგი მიიღწევა არა ვაკუუმის, არამედ წყლის ზემოქმედებით. ეს პენისის ტუმბოების გაუმჯობესებული ვარიანტია, რომელიც უფრო უსაფრთხოა მოხმარების თვალსაზრისით და ნაკლებია ტრამვების რისკი. ასოს (პენისის) გადიდების ხანმოკლე ეფექტი მიიღწევა კავერნოზული ქსოვილის სისხლით ავსების შედეგად (ერექცია). გარდა ამისა, ასოს (პენისის) დროებითი გაზრდა, ხდება მიკროტრამვების გამო, ზიანდება ლიმფური კაპილარები და შეინიშნება მცირე შეშუპება. ხანგრძლივი მომხარების შედეგად კი შესაძლებელია სასურველი შედეგის – ასოს (პენისის) ზომაში მომატება. მოქმედების მექანიზმის საფუძველია, ვაკუუმის ქვეშ წნევის მონაცვლეობის შედეგად, ასოს (პენისის) ქსოვილებისადმი სისხლის მიწოდების გაძლიერება, ივსება კავერნოზული სხეული, ლიმფა აქტიურად იწყებს ცირკულირებას და ქსოველებში მიკროტრამვების შედეგად ხდება შეშუპების პროვოცირება. რეგულარული გამოყენების შედეგად, კავერნოზული სხეული ფართოვდება და ასო (პენისი) მატულობს სიგრძეში. ასოს (პენისის) ტუმბოების გამოყენებას გააჩნია რამდენიმე დადებითი ეფექტი. გარდა ძირითადი დანიშნულებისა, აქსესუარს აქვს თერაპიული და პროფილაქტიკური ეფექტები:

  • ერექციის პრობლემა აღმოიფხვრება ძალიან სწრაფად. პროცედურა ნაჩვენებია იმ მამაკაცებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ ერექციის პათოლოგიური ხასიათის პრობლემები;
  • სასქესო ორგანოების სისხლის მიწოდების გაუმჯობესების გამო, უჯრედები იღებენ უფრო მეტ ჟანგბადს და საკვებ ნაერთებს, ჩქარდება რეგენერაციული პროცესები, ძლიერდება ადგილობრივი იმუნიტეტი;
  • ზოგიერთი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მეთოდის გამოყენება, საბოლოოდ არეგულირებს რეპროდუქტიული სისტემების პრობლემებს, თუმცა ეს ფაქტი, მეცნიერულად ჯერჯერობით დასაბუთებული არ არის;
  • ასოს (პენისის) ზრდის სტიმულატორის გამოყენება აგვარებს სექსუალური ურთიერთობის პრობლემებს, უმჯობესდება სქესობრივი კავშირის ხარისხი;
  • დამატებით ეფექტად მიჩნეულია, სექსუალური ურთიერთობეთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა.

პენისის ტუმბოების ექსპლუატაცია სახლის პირობებში რთული არ არის. საკმარისი მხოლოდ რამდენიმე წესის გათვალისწინება:

  • ასოს (პენისის) ტუმბოს წყლის სახესხვაობებს გააჩნია უფრო რბილი ეფექტი. ვაკუუმური ვარიანტი ეფექტურია, თუმცა მისმა გამოყენებამ შეიძლება თანმხლები მოვლენების პროვოცირება მოახდინოს;
  • ყურადღება უნდა გამახვილდეს კომპლექტის შემადგენლობაზე, სადაც აუცილებლად უნდა იყოს წნევის მარეგულირებელი მანომეტრი;
  • მწარმოებელთა უმრავლესობა გვთავაზობს სხვადასხვა ზომის და მოცულობის აპარატებს, რომელიც მამაკაცებს საშუალებას აძლევს შეიძინოს მის სასქესო ორგანოზე მორგებული ასოს (პენისის) ტუმბო;
  • თუ კომპლექტაციაში არ არის სხვა ზომის კოლბები, მაშინ დეტალურდ უნდა შემოწმდეს მისი ზომები და დიამეტრი;
  • მნიშვნელოვანია მასალა, რომლისგანაც დამზადებულია ტუმბო. ის არ უნდა იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს.

ასოს (პენისის) ტუმბოების გამოყენება ყველა მამაკაცისათვის ერთნაირად სასარგებლოა, თუმცა არის შემთხვევები, როცა მისი გამოყენება ზიანის მომტანია. მაგალითად:

  • სასქესო ასოს (პენისის) მიდამოებში დაზიანებები: ტრამვები, ნახეთქები, გაღიზიანებადობა, კანის საფარველის დარღვევა;
  • ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციებით გამოწვეული ანთებითი პროცესები, რომელიც მოიცავს მთლიანად შარდ-სასქესო სისტემას;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ნებისმიერი ტიპი, ასევე ითვლება ასოს (პენისის) ტუმბოების გამოყენების უკუჩვენებად. სუსტი სისხლძარღვების კედლები, არის ტრამვების და ჰემატომების გაჩენის მომატებული რისკი;
  • ღვიძლის და ელენთის დაავადებები, აუტოიმუნური მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში ასოს (პენისის) ტუმბოების გამოყენება საზიანოა არა მარტო შარდ-სასქესო, არამედ სხვა ორგანოების მიმართაც.
  • სასქესო ასოს გაზრდისათვის, პროცედურების დასაწყებად საჭირო არ არის ექიმის კონსულტაცია. გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს გარკვეული ეჭვი უკუჩვენებისათვის. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გამოყენების შემდეგ საჭიროა მისი გარეცხვა თბილი წყლით. დაუშვებელია შეუფერებელი საცხების გამოყენება, რამაც შეიძლება დააზიანოს ასოს (პენისის) ტუმბოს სამაჯური.

მარტივი ვაკუუმის ტუმბოები.

ასოს (პენისის) ვაკუუმის ტუმბოების გამოყენება ძალიან მარტივია, თუმცა მეთოდიკის დარღვევა, ხშირად იწვევს არასასურველ შედეგებს. იმისათვის, რომ აპარატი გამოყენებული იყოს ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე საჭიროა:

  • ჩამოსაცმელი და სილიკონის სამაჯური, გამოყენების წინ აუცილებლად იპოხება ლუბრიკანტით;
  • გაპოხვის შემდეგ ასო (პენისი) შედის ხვრელში და მთლიანად იკავებს სივრცეს, მანამ სანამ სილიკონის სამაჯური ეხება ბოქვენს;
  • ცალი ხელით კოლბა ფიქსირდება მენჯის პერპენდიკულარულად, ხოლო მეორე ხელით ხდება ტუმბოზე ჰაერის საქაჩით (მსხალი) ზემოქმდება ანუ ჰაერის გამოდევნა;
  • პირველი პროცედურის დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს, ვაკუუმის ზემოქმედების დროა 10-15 წამი;
  • 15 წამიანი სტიმულაციის ეტაპი, მეორდება პერიოდულად.
  • პროცედურების ჩატარება შესაძლებელია რეგულარულად 10-15 წუთის მანძილზე, მანამ სანამ არ იქნება მიღწეული საჭირო ეფექტი;
  • ასოს (პენისის) ტუმბოების გამოყენება, შეიძლება ყოველდღე. თუ არ არის რაიმე დისკომფორტის შეგრძნება. ასოს (პენისის) გადიდება მიიღწევა ასოს ტუმბოს ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ.

ვაკუუმის მანომეტრიანი ტუმბოები

მარტივი ვაკუუმის მანომეტრიანი ტუმბოების დანიშნულება, არ არის მარტო მანომეტრით ჰაერის ნაკადის შეზღუდვა და ასოს (პენისის) გადიდება. წნევათა ცვლილება იწვევს ერექციას, რომელიც უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს, სისხლის გაძლიერებული მიმოქცევა ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და ჟანგბადის დიდი რაოდენობით მიწოდებას, რაც აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ნორმალურად მუშაობისათვის.

პენისის თავის ვაკუუმის ტუმბოები

სასქესო ასოს ზომას გააჩნია დიდი მნიშვნელობა, რადგან მისი სიდიდე, უშუალოდ აისახება ინტიმური ცხოვრების ხარისხზე. მამაკაცთა გარკვეულ ნაწილს არ აკმაყოფილებს მისი ზომა, ზოგს მისი დიამეტრი, ზოგს კი სასქესო ასოს თავის სიდიდე. არსებობს ასოს (პენისის) მომატების მრავალი საშუალება, მაგრამ პარალელურად არ იცვლება ასოს (პენისის) თავის ზომა. ბოლო წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა ასოს (პენისის) თავის ტუმბომ. მისი გამოყენება რეალურად არ იწვევს ასოს (პენისის) თავის ზომაში მომატებას, მაგრამ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სქესობრივი ცხოვრების მრავალფეროვნების შექმნაში.

ვიბრაციული ვაკუუმის ტუმბოები

ასოს (პენისის) გამადიდებელი ვიბრაციული ვაკუუმური ტუმბოები, სქესობრივ აქტს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის, რაზეც მიუთითებს ინტერნეტ-კომენტარები. ვიბრირებადი ელემენტი, არა მარტო დადებითად მოქმედებს ერექციაზე, არამედ ორგაზმს უფრო მკვეთრად წარმოაჩენს. ავტომატური მოქმედება, დამოკიდებულია მკვებავ ელემენტებზე. სპეციალური ღილაკებით შესაძლებელია სასურველი ფუნქციების გამოყენება. პირველი მოდელებისგან განსხვავებით საჭიროებს ნაკლებ ძალისხმევას.

ვაკუუმის ტუმბოების ჩამოსაცმელები.

ასოს (პენისის) გამადიდებელი ტუმბოების ჩამოსაცმელები წარმოადგენს სპეციალურ საფარს, რომელიც უზრუნველყოფს ვაკუუმის ფორმირებას. უფრო ძვირადღირებულ მოდელებში მანომეტრის მუშაობა რეგულირდება ღილაკებით.

ავტომატური ვაკუუმის ტუმბოები.

საუკეთესო ასოს (პენისის) ტუმბოებს, აქვთ ვაკუუმის ავტომატური სისტემები, რომელიც ერთი ღილაკის საშუალებით ირთვება, ყოველგვარი ჰაერის საქაჩის (მსხალი) და სხვა ხელის მანიპულაციების გარეშე. თუ პომპირების შემდეგ იგეგმება სექსუალური აქტი, მაშინ საჭიროა ერექციული რგოლის გამოყენება. შერჩეული ტუმბოს მიუხედავად, ერექციას იწვევს ნებისმიერი მათგანი, პროცედურის მსვლელობისას შესაძლებელია ერექციის გაძლიერება ან პირიქით, შესუტება (რაც შეესაბამება ერექციის ნორმალურ მიმდინარეობას). გადასვლა სამედიცინო სექსოლოგიის სათაო გვერდზე >


პენისის ტუმბოები / ანონიმური გამოწერა ამაზონიდანბმები


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page

♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“