ასპირატი – მასალა, რომელიც მიღებულია ვაკუუმ-ასპირაციის დროს. გინეკოლოგიაში, ასე ეძახიან ვაკუუმ-ასპირაციის გზით მიღებულ საშვილოსნოს შიდა გარსს – ენდომეტრიუმს. ასპირატის მიღების შემდეგ მას აგზავნიან ჰისტოლოგიურ ან ციტოლოგიურ კვლევაზე.
ასპირატი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისათვის, მაგალითად, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, დსფუნქციური სისხლდენები, ონკოლოგიური პროცესები.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!