ზელენინა, ზელენინას წვეთები

თურმანიძის მალამო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება: შმაგას ნაყენი/Atropa belladonna

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის სპაზმოლიზური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ხსნარი 25 მლ ფლაკონი
–  ზელენინას წვეთები, შეიცავს შმაგას სპირტოვან ნაყენს;

გამოყენება:
შმაგა ფრიად პოპულარული მცენარეა; გამოირჩევა იმით, რომ მისგან ამზადებენ მრავალრიცხოვან სამკურნალო პრეპარატებს. ამ პრეპარატებს გააჩნიათ სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ნაჩვენებია მათი გამოყენება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, კუჭის და თირკმელების სპაზმის, ნერწყვისა და ლორწოვანი ჯირკვლების ჰიპერსეკრეციის დროს. შმაგას პრეპარატები გამოიყენება ოფთალმოლოგიაშიც თვალის გუგების გასაფართოებლად. შმაგას შემცველი ალკალოიდები გამოიყენებიან პარკინსონის დაავადების სამკურნალოდაც.

იმ მრავალრიცხოვანი პრეპარატებისაგან, რომლებიც შმაგას ალკალოიდებისაგან მზადდება, მოვიყვანთ რამდენიმეს:
–  შმაგას სპირტოვანი ნაყენი, მზადდება შმაგას ფოთლებისაგან;
–  ზელენინას წვეთები, შეიცავს შმაგას სპირტოვან ნაყენს;
–  შმაგას სქელი ექსტრაქტი;
–  შმაგას მშრალი ექსტრაქტი;
–  ასტმატოლი, სიგარეტების სახითაა, შიცავს შმაგას ფოთლების
ფხვნილს, გამოიყენება ბრონქიალური ასთმის დროს;
–  სოლუტანი, სითხოვანი ფორმაა, გამოიყენება ბრონქიალური ასთმისა და
ბრონქიტების დროს;
–  ბელატამინალი, ტაბლეტების ფორმით (გამოიყენება უძილობის, აღგზნე-ბულობის, კლიმაქტერიული ნევროზის, ნეიროდერმიტების, ვეგეტაციური დისტონიების დროს);
–  ბელასპონი (გამოიყენება უძილობის, აღგზნებულობის, კლიმაქტერიული ნევროზის, ნეიროდერმიტების, ვეგეტაციური დისტონიების დროს)
–  ბეკარბონი, ტაბლეტების ფორმით, კუჭის მჟავიანობის მომატებისას კუჭ-
ნაწლავის სპაზმის დროს;
–  ბესალოლი, ტაბლეტების ფორმით; (კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს);
–  ბეპასალი, ტაბლეტების ფორმით; (კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს);
– ბელალგინი,  ტაბლეტების  ფორმით, უნიშნავენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, გლუვი მუსკულატურის სპაზმის დროს;
–  ბელასთეზინი, ტაბლეტების ფორმით, კუჭ-ნაწლავისა და სანაღვლე გზების კოლიკის დროს;
–  ბეტიოლის სანთლები, ჰემოროის დროს;
–  ანუზოლის სანთლები, ჰემოროის დროს;
–  კორბელა (შეიცავს შმაგას ფესვის ალკალოიდებს);
–  ბელოიდი (შეიცავს შმაგას ფესვის ალკალოიდებს);
–  ატროპინის სულფატი, საინექციო და თვალის წვეთების ფორმით.

მწარმოებელი: YAROSLAVSKII PHARMACEUTICALS PLANT, რუსეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook