ადენოვირუსი

ადენოვირუსი – ადენოვირუსები (ლათ. Adenoviridae) –   ხერხემლიანი ორგანიზმების, დაავადების გამომწვევი დნმ-შემცველი, ვირუსების ოჯახი. არ გააჩნიათ ლიპოპროტეინული გარსი. დიამეტრი 70-90 ნმ. შეიცავენ ორჯაჭვიან დნმ-ის მოლეკულას, სიგრძით 34-36 ნუკლეოტიდური წყვილი. მოლეკულური მასა 20—29⋅106 დალტონი. ყველაზე მეტად გავრცელებულია, მწვავე რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ადენოვირუსები. ადამიანის პათოლოგიაში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია შემდეგი სეროტიპები: 3, 4, 7, 8, 14 და 21. ადენოვირუსები შედარებით მდგრადები არიან გარემოში. ინაქტივირდებიან მხოლოდ 56°C გაცხელების შედეგად. იღუპებიან ქლორამინის და ფენოლის ხსნარებში. ადენოვირუსები კარგად მრავლდებიან ადამიანის და ცხოველის ქსოვილოვან კულტურებში.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.