არენავირუსი

არენავირუსი
–  (არენავირუსები ლათ.  Arenaviridae, ბერძ. arenosa — ქვიშიანი) – რნმ-შემცველი ვირუსების ოჯახი. ვირუსულ ოჯახს დასახელება მიენიჭა, ვირიონის სტრუქტურის მიხედვით, რომელიც თითქოს ქვიშასავით არის გაბნეული. ვირუსები გავრცელებულია ტროპიკებში. ინფიცირების შემდეგ სიკვდილიანობა 20%-ს აღემატება. არენავირუსებს პირობითად ჰყოფენ ახალი და ძველი სამყაროს ვირუსებად. ძველი სამყაროს 4 ვირუსიდან აღსანიშნავია: ლიმფოციტური ქორიომენინგიტის ვირუსი, რომელიც მთელი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მღრნელებშია გავრცელებული. დასავლეთ აფრიკაში, წელიწადში ლასას ცხელების ვირუსით, ადამიანების ინფიცირების 15000-მდე შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 30%  სიკვდილით მთავრდება. ახალი სამყაროს არენავირუსებს მიეკუთვნება, სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული ვირთაგვების ვირუსი.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.