აზოტობაქტერი

თურმანიძის მალამო

 აზოტობაქტერი (ლათ. Azotobacter).
ნიადაგში მცხოვრები ბაქტერია. აზოტფიქსაციის პროცესში შეუძლია აიროვანი აზოტი გადაიყვანოს ხსნად ფორმაში, რაც მცენარეებისათვის ხელმისაწვდომი ხდება. აზოტობაქტერის გვარი მიეკუთვნება გრამუარყოფითი ბაქტერიებს და შედის ე. წ. თავისუფლად მცხოვრები აზოტფიქსატორების ჯგუფში. მათი წარმომადგენლები ბინადრობენ ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებში, წყალში და ზოგიერთ მცენარესთან ასოციაციაში. აზოტობაქტერიები ცისტების წარმოქმნის გზით, გადადიან სვენების მდგომარეობაში.  ბუნებაში აზოტის წრებრუნვაში ასრულებენ მნიშვნელოვან როლს. იკავშირებენ მცენარისათვის აუთვისებელ აზოტს და ნიადაგში ამონიუმის იონების სახით გარდაქმნიან. სოფლის მეურნეობაში გამოიყენება ბიოსასუქის სახით, წარმოადგენს ზოგიერთი ბიოპოლიმერების პროდუცენტს. გვარის პირველი წარმომადგენელი Azotobacter chroococcum-ი, აღწერილი იყო 1901 წელს ჰოლანდიელი მიკრობიოლოგის და ბოტანიკოსის მარტინ ბეიერინკის მიერ. სადღეისოდ გვარი მოიცავს 6 სახეობას.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
  • Share this...Share on Facebook
    Facebook