ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
DHA კომბის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
DHA კომბის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
DHA კომბი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები, უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>
ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>
უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>
სპეციალურად შექმნილი ფორმულა ორსული და მეძუძური ქალებისთვის
ვიტამინები + მინერალები +ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები
უზრუნველყოფს:
• ნაყოფის სრულფასოვან განვითარებას
• ორსული და მეძუძური ქალის ზოგად გაჯანსაღებას
• ორსულის და მეძუძური ქალის დღიური რაციონის სრულფასოვან შევსებას:
ვიტამინებით, მინერალებით და ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით
• ორსულობის შემდგომ პერიოდში ქალის ჯანმრთელობის სწრაფ გაუმჯობესებას და ძალების აღდგენას
დეჰა კომბი N30 ტაბლეტი +N30 კაფსულა საკვები დანამატი სრულყოფილი ფორმულა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისთვის!
შემადგენლობა
ტაბლეტი შეიცავს: 20 სახეობის ვიტამინების და მაკრო-მიკროელემენტების კომბინაციას
კაფსულა შეიცავს: ომეგა-3 პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს:
– დოკოზაჰექსაენის მჟავა _ 220 მგ
– ეიკოზაპენტაენის მჟავა _ 44 მგ
დეჰა კომბის მრავალკომპონენტიანი შემადგენლობა სრულფასოვნად უზრუნველყოფს ორსულის და მეძუძურის დღიური რაციონის შევსებას: ვიტამინებით, მინერალებით და ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით.
Beta-carotene | 3 mg |
Vitamin D3 | 10 mcg |
Vitamin E | 10 mg |
Thiamine | 1,66 mg |
Riboflavin | 2 mg |
Vitamin B6 | 2,2 mg |
Vitamin B12 | 1,2 mcg |
Vitamin C | 100 mg |
Folic acide | 400 mcg |
Pantothrnic acid | 10,3 mg |
Niacin | 17,8 mg |
Biotin | 150 mcg |
Calcium | 200 mg |
Magnesium | 50 mg |
Manganese | 1mg |
Zinc | 15 mg |
Selenium | 20 mcg |
Iodine | 150 mcg |
Iron | 28 mg |
Cooper | 1 mg |
დეჰა კომბ-ში შემავალი ვიტამინების და მინერალების არსებული კონცენტრაცია შეესაბამება, ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის (NIH) მიერ ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის მოწოდებულ რეკომენდებულ დოზებს.
ომეგა-3 პოლიუჯერი ესენციური ცხიმოვანი მჟავების მხოლოდ 2% სინთეზდება ორგანიზმში. ამიტომ ორგანიზმში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მოხვედრის ერთადერთი გზა ეგზოგენურია. ჯანმოს (რეკომენდაციით ორსულ და მეძუძურ ქალებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ 300 მგ-მდე ომეგა-3-ის მიღება. ორსულობის პერიოდში ომეგა-3-ის მიღება აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის და ნაყოფის სრულფასოვანი განვითარებისთვის.
ომეგა-3-ის გავლენა დედის ორგანიზმზე:
• ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს (მინიმუმ 61%-მდე), ხელს უშლის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარებას
• ამცირებს ორსულობის პერიოდში ალერგიული დაავადებების გამოვლინებას
• ორსულებში აქვეითებს ჰიპერტენზიის და ეკლამპსიის განვითარების რისკს.
ომეგა-3-ის გავლენა ნაყოფის განვითარებაზე:
• აუმჯობესებს ახალშობილის კოგნიტურ მაჩვენებლებს
• ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის, შემეცნებითი და ფსიქომოტორული ფუნქციის ნორმალურ განვითარებას, განაპირობებს თვალის ბადურის სრულყოფილ ფორმირებას და მხედველობის სიმახვილის განვითარებას, ამცირებს ბავშვის დაბადების შემდგომ, ალერგიული დაავადებებისადმი წინასწარგანწყობას
• აქვეითებს II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს, იმ ბავშვებში, რომელთა დედებსაც აღენიშნებოდათ გესტაციური დიაბეტი.
დოზირება და მიღების წესი
დღეში 1 ტაბლეტი+1 კაფსულა საკვებთან ერთად, წყლის მიყოლებით.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას!
გამოშვების ფორმა: ტაბლეტიN30+კაფსულა N30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: აფლოფარმი, პოლონეთი