ბაკულოვირუსი

  • თურმანიძის მალამოები

ბაკულოვირუსი (baculovirus) – ბაკულოვირუსები – ვირუსების ჯგუფები, რომლებიც აზიანებს ფეხსახსრიანებს, განსაკუთრებით მწერებს. ბაკულოვირუსები მასპინძელი-უჯრედის გენების ექსპრესიას ისე გარდაქმნიან, რომ მასპინძელი უჯრედი იწყებს, ბაკულოვირუსის გარსის ცილების – პოლიედრინის (პოლიჰედრინი) – სინთეზს. მათი დაგროვება, წარმოადგენს მწერებში ფართოდ გავრცელებულ, ვირუსული დაავადების (მაგალითად, თუთიის აბრეშუმისხვევიას) ბირთვების პოლიედროზის სიმპტომს. ბაკულოვირუსები ფართოდ გამოიყენება გენურ ინჟინერიაში.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook