აცეტობაქტერი

აცეტობაქტერი (ლათ. Acetobacter).  Acetobacteraceae-ის ოჯახის და α-პროტობაქტერიების კლასი. ბაქტერიის გვარი ხასიათდება ეთანოლის დაჟანგვის უნარით ძმარმჟავამდე. აცეტატს და ლაქტატს კი შლის CO2-მდე და  H2O-მდე.  აცეტობაქტერის უჯრედებს აქვთ, როგორც ელიფსის ისე ჩხირის ფორმები, სწორი ან ოდნავ მოღუნული. ზომები 0.6-0.8×1.0-1.4 მკმ. განლაგებულია ერთეულებად, წყვილებად ან მძივებად. ზოგიერთ შტამებს ახასიათებთ ინვოლუციური ფორმები, რომლებიც შეიძლება იყოს სფერული, წაგრძელებული, გამობერილი, ქინძისთავის, მოღუნული ან ძაფისებრი ფორმები. არიან როგორც მოძრავი ისე უძრავი უჯრედები. მოძრავ აცეტობაქტერებში, შოლტები პეტრიქიალურია ან ლატერალური.  არ წარმოქმნიან ენდოსპორებს. გრამუარყოფითებია (იშვიათად ვარიაბელური). ობლიგატური აერობები. მეტაბოლიზმი მხოლოდ სასუნთქი ტიპისაა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.