ბაცილა

ბაცილა
(ლათ. Bacilli) — მოიცავს ორ რიგს: Bacillales და Lactobacillales. მათ შორის არის რამდენიმე ცნობილი ინფექციური დაავადების აღმძვრელები. მაგალითად, Bacillus anthracis  არის ციმბირის წყლულის გამომწვევი და მიეკუთვნება პათოგენურობის მეორე ჯგუფს. Bacillus cereus-ი ადამიანებში იწვევს საკვებისმიერ ტოქსიკოინფექციებს. ბაცილები აერობებია ან ფაკულტატური ანაერობები. უმეტესობა ქემოორგანოტროფებია და იზრდებიან მარტივ საკვებ არეებზე. ზოგიერთი სახეობას შეუძლია ნიტრატის რედუცირება. Bacillus subtilis – წარმოადგენს ამილაზის და პროტეინაზის მნიშვნელოვან პროდუცენტებს და გამოიყენება მრეწველობაში. Bacillus thuringiensis-ი ასინთეზებს Cry-ტოქსინს და გამოიყენება მცენარეების ბიოდაცვაში, როგორც ინსექტიციდების სინთეზური ალტერნატივა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.